სხვა იტალიელმა ქალმა ალჟირელ მიგრანტზე სასტიკად იძია შური(ვიდეო) 12 სექტემბერი, 10:51
დანაშაული სისხლიანი ვენდეტას ფონზე და მძაფრსიუჟეტიანი თრილერის სტილში მოხდა ტოსკანას პატარა ქალაქ ვიარეჯოში. პლაჟის რესტორნის მფლობელმა დამნაშავეს, რომელმაც რამდენიმე დის წინ გაძარცვა, მიაგნო და მანქანით სამჯერ გადაუარა.
ძარცვა 8 სექტემბერს საღამოს მოხდა. 65 წლის ჩინიცია დალ პინოს ქუჩაში დაესხა დანით შეიარაღებული ალჟირელი მამაკაცი და წაართვა ჩანთა. ქალმა პოლიციას არ მიმართა, ორი დღის შემდეგ დამნაშავეს დამოუკიდებლად მიაკვლია და მანქანით გადაუარა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პოლიციამ ჩინიცია დალ პინოს კამერების საშუალებით მიაკვლია და ვენდეტადან ერთი დღის შემდეგ დააკავა. მას ბრალი წინასწარ განზრახულ მკვლელობაში ედება. მის სააქმეზე პირველი სხდომა სასამართლოში პირველი სხდომა, გუშინ 11 სექტემბერს იყო ჩანიშნული. რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, მოკლული ალჟირელის ბიოგრაფიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქალის სასტიკი შურისძიების წყალობით, ქალაქში ბევრმა ამოისუნთქა. "მსხვერპლი" საიდ მალკუნი უსახლკარო იყო და ქურდობით იყო დაკავებული. ის არაერთხელ დააკავეს, იპარავდა მანქანებიდან და მაღაზიებიდან.. ასევე ცნობილია, რომ მალკუნი რამდენჯერმე გაასახლეს სამშობლოში, მაგრამ ის მუდმივად ბრუნდებოდა იტალიაში. საერთო ჯამში, ის იტალიაში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, მათ შორის რომსა და ბოლონიაში. თუმცა, პატარა ვიარეჯო გახდა მისი უკანასკნელი გაჩერება. 410 3-ს მოსწონს
|