x
მეტი
  • 29.12.2024
  • სტატია:139115
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512631
ქალი 10 წელია ემზადება "მესამე მსოფლიო ომისთვის" რა დროსაც 20 000 დოლარი დახარჯა
image

სამი შვილის დედამ, რომელსაც "განკითხვის დღის დედოფალი" უწოდეს, მოანდომა 10 წელი და დახარჯა 20, 000 დოლარი (თითქმის 54 000 ქართული ლარი) რათა ოჯახის მოემზადებინა მესამე მსოფლიო ომისთვის.

ქალმა მოამარაგა მედიკამენტები, ელექტროენერგია და საკვები გლობალური კატასტროფის, მათ შორის ომის ან პანდემიის შემთხვევაში. მას ეშინია მომავალზე ფიქრის, ამიტომ კრისტალი დარწმუნებულია, რომ ვერასოდეს იქნები აბსოლუტურად მომზადებული და თან მსოფლიოში არსებული მდგომარეობა არ გაძლევს მოდუნების საშუალებას.



საკვების, მედიკამენტების და ელექტრომოწყობილობის მარაგი, რომელსაც სამი შვილის დედა აგროვებდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, მთელი წელი ეყოფა.


„მე ვემზადები ყველაფრისთვის: ის, რომ ქსელი დაზიანდება და ელექტროენერგია გაითიშება, იქნება პანდემია, სამოქალაქო ომი, არეულობები ან მესამე მსოფლიო ომი, ჩვენ ყოველთვის ვემზადებით ყველაზე ცუდი სცენარისთვის და ყოველთვის უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს"-განაცხადა მან.

image

მას და მის მეუღლეს დერეკს ჰყავთ 12 წლის და 11 წლის ქალიშვილი, ასევე 7 წლის ვაჟი. საერთო ჯამში ისინი 15 წელია დაქორწინებულები არიან და მთელი ოჯახი კატასტროფის შემთხვევაში სპეციალურ უნარებს სწავლობს.


კრისტალმა, პაპამისის წყალობით, ისწავლა საკუთარი პროდუქტების მოყვანა, ბებიამ კი მისი დაკონსერვება ასწავლა. ახლა ის ამ ცოდნას ბავშვებს გადასცემს.

image

მრავალშვილიან დედას ასევე აქვს გვერდი სოციალურ ქსელ TikTok-ზე, სადაც მას მეტსახელად "განკითხვის დღის დედოფალი" შეარქვეს. იქ ის გვიზიარებს ზოგიერთ მოსამზადებელ ეტაპს. ქალის მთავარი მიზანია შეაგროვოს ხუთწლიანი მარაგი გადარჩენისათვის და ამის შემდეგ მთლიანად გადაერთოს ავტონომიურ ელექტრომომარაგებაზე. ამავდროულად, მის შვილებს - ლეილას, კეილისა და კოლტონს - უყვართ ეს საქმიანობა, რადგან ახლა მათ იციან რა უნდა გააკეთონ საგანგებო სიტუაციებში.


„სამოქალაქო არეულობა არის ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც ვემზადებით. აქ, აშშ-ში, ჩვენ ვხედავთ, რომ არეულობები და საპროტესტო აქციები ყოველდღიურად უფრო ხშირია და ეს არ არის ის, რაც ჩვენი ოჯახს არ გვინდა შეეხოს. ჩემს ქმარს ყოველთვის მიაჩნდა, რომ ეს ყველაფერი ოდნავ ექსტრემალურია, " - განაგრძო კრისტალმა.


კომენტარებში უმეტესობა აღნიშნავს, რომ ასეთი მომზადება "განკითხვის დღის დედოფლის" მხრიდან არის ზრდასრული ადამიანის გადაწყვეტილება და დროა ყველამ იფიქროს ამ გზით თავის უსაფრთხოებაზე ამ გზით. ქსელი მომხმარებლებში შთაბეჭდილება მოახდინა იმანაც, რომ ოჯახისთვის ეს აქტივობა აკვიატებად კი არ იქცია, მაგრამ ახერხებს ჩვეულებრივ აწყმოში ცხოვრებას და ამასთანავე აწუხებს მომავალი.

1
282
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
282
  
11 სექტემბერი, 19:08
სისულელეა, ნებისმიერი მსგავსი კატასტროფის შემთხვევაში მხოლოდ ადამიანების დიდ ჯგუფს აქვს გადარჩენის შესაძლებლობა, ნებისმიერი ინდივიდუალი იქნება გაძარცვული და მოკლული პირველივე კვირას
0 1 1