x
მეტი
  • 14.10.2024
  • სტატია:137605
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511481
იტალიელმა ქალმა ალჟირელ მიგრანტზე სასტიკად იძია შური(ვიდეო)
image

დანაშაული სისხლიანი ვენდეტას ფონზე და მძაფრსიუჟეტიანი თრილერის სტილში მოხდა ტოსკანას პატარა ქალაქ ვიარეჯოში. პლაჟის რესტორნის მფლობელმა დამნაშავეს, რომელმაც რამდენიმე დის წინ გაძარცვა, მიაგნო და მანქანით სამჯერ გადაუარა.




ძარცვა 8 სექტემბერს საღამოს მოხდა. 65 წლის ჩინიცია დალ პინოს ქუჩაში დაესხა დანით შეიარაღებული ალჟირელი მამაკაცი და წაართვა ჩანთა. ქალმა პოლიციას არ მიმართა, ორი დღის შემდეგ დამნაშავეს დამოუკიდებლად მიაკვლია და მანქანით გადაუარა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.






პოლიციამ ჩინიცია დალ პინოს კამერების საშუალებით მიაკვლია და ვენდეტადან ერთი დღის შემდეგ დააკავა. მას ბრალი წინასწარ განზრახულ მკვლელობაში ედება. მის სააქმეზე პირველი სხდომა სასამართლოში პირველი სხდომა, გუშინ 11 სექტემბერს იყო ჩანიშნული.


image



რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, მოკლული ალჟირელის ბიოგრაფიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქალის სასტიკი შურისძიების წყალობით, ქალაქში ბევრმა ამოისუნთქა. "მსხვერპლი" საიდ მალკუნი უსახლკარო იყო და ქურდობით იყო დაკავებული. ის არაერთხელ დააკავეს, იპარავდა მანქანებიდან და მაღაზიებიდან.. ასევე ცნობილია, რომ მალკუნი რამდენჯერმე გაასახლეს სამშობლოში, მაგრამ ის მუდმივად ბრუნდებოდა იტალიაში. საერთო ჯამში, ის იტალიაში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, მათ შორის რომსა და ბოლონიაში. თუმცა, პატარა ვიარეჯო გახდა მისი უკანასკნელი გაჩერება.


0
397
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0