სხვა თინა კანდელაკმა მაისური აიწია და გამომწერებს "მოტივაციისთვის" მუცლის პრესი აჩვენა(ფოტო) 11 სექტემბერი, 17:13
48 წლის ტელევარსკვლავი თაყვანისმცემლებს მოტივაციისკენ უბიძგებს, რომ საკუთარ სხეულზე იზრუნონ.
თინა კანდელაკი ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ტელედივას უყვარს პროვოკაციული სამოსი, რომლითაც ის ცდილობს ხაზი გაუსვას საკუთარ მოხდენილ ფიგურას. ამ დღეებში 48 წლის ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი მოხდენილი ფიგურით თავი მოიწონა, რითაც მოტივაცია მისცა გამომწერებს და თაყვანისმცემლებს. ვიდეო გადაღებულია თინას სახლის სპორტდარბაზში. შთამბეჭდავი სავარჯიშო ინვენტარის ფონზე კანდელაკი განსაკუთრებით მყიფედ გამოიყურებოდა. მეტი ეფექტისთვის ლამაზმანმა მაისური ასწია და ყველა მსურველს აჩვენა საკუთარი მუცლის პრესი. "დილა მშვიდობისა მეგობრებო. როგორ მოგწონთ ეს მოტივაცია? ყოველთვის შეგიძლია მოიფიქრო საბაბი და იცხოვრო მისი უღლის ქვეშ. ან გააკეთო ეს შინაგანი პროტესტისა და სიზარმაცის მიუხედავად“, - ასეთი მინაწერი გაუკეთა ვიდეოს ტელევარსკვლავმა. რამდენიმე დღის წინ პუტინის რუპორმა, თინა კანდელაკმა "ტელეგრამზე" გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ეთანხმება ჩვენი პრემიერის აზრს, რომ "საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს" და გამოყოფს პრეზიდენტის სამ ტიპს, თუმცა არის გამონაკლისიც და მისი აზრით სწორედ ასეთებს მიეკუთვნება საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. "მე დიდი ხნის წინ დავადგინე, რომ პოლიტიკოსების/პრეზიდენტების 3 ძირითადი არქეტიპი არსებობს. ესენია ტრიბუნის პრეზიდენტები, რომლებიც მასებზე გავლენას მხოლოდ თავიანთი გარეგნობით ახდენენ; კლოუნი პრეზიდენტები, როგორებიცაა ზელენსკი და სააკაშვილი, რომლებსაც ქვეყანა სიბნელეში მიჰყავთ; და საბოლოოდ, ნიჭიერი პრეზიდენტები - მათი სახელები ჩვენ ყველამ ვიცით. მაგრამ არსებობს გამონაკლისიც, მეგობრებო. თუ თქვენ კონსერვატორი და პატრიოტი ხართ, შესანიშნავია, თუ თქვენ ლიბერალი და პატრიოტი ხართ, ესეც შესანიშნავია, თუმცა ყველაზე ცუდი რამაა, როცა შენი სამშობლოსა და ხალხის უბრალო მოღალატე ხარ. მაშასადამე, როდესაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო ქვეყანაა, რომელსაც პრეზიდენტი არ ჰყავს, იგი აბსოლუტურად მართალია. ნამდვილი პრეზიდენტი ყოველთვის იბრძოლებს თავისი ხალხის ინტერესებისთვის და არა ვაშინგტონელი კურატორებისთვის. საქართველოს პრეზიდენტი, თუ მას ქართველ ხალხთან რაიმე აკავშირებს, არასდროს შეეცდება, ქრისტიანული ღირებულებები დემოკრატიული ღირებულებების დამახინჯებული იდეით ჩაანაცვლოს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა სრულად შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესები, სადღაც ვაშინგტონში ტელეფონმა რეკვა დაიწყო. ეს ზურაბიშვილია, რომელიც ცდილობს, გაარკვიოს, რა უნდა გააკეთოს შემდეგ და რატომ აღარ აძლევენ მას ფულს" 278 2-ს მოსწონს
|