x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ტალახაძე-პეტრიაშვილის საპარლამენტო სიაში ჩასმაზე ვინც აღშფოთდით საერთოდ არ გესმით არაფერი“ - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ოლიმპიური ჩემპიონების ჩასმამ გააღიზიანა:


"ტალახაძე-პეტრიაშვილის საპარლამენტო სიაში ჩასმაზე ვინც აღშფოთდით საერთოდ არ გესმით არაფერი. რა ვერ გაიგეთ?, "ოცნება" არის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება."- ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. საარჩევნო სიის პირველ ნომრად ირაკლი კობახიძემ, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. საარჩევნო სიაში, ახალ სახეებთან ერთად, ასევე ცნობილი და წარმატებული ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონები — გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძეც მოხვდნენ.











0
1225
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1225