x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
30 კეთილი, გიჟური და სულისშემძვრელი ფოტო მსოფლიო ისტორიის ფურცლებიდან

image


ისტორიას, როგორც ვიცით განმეორებადობა და ციკლურობა ახასიათებს – შეიძლება ზუსტი ქრონოლოგიით არა, თუმცა წარსულის დროინდელი მოვლენების ზოგიერთი გამოძახილი თანამედროვე სამყაროში დღესაც ისმის. ძველი ფოტო და ვიდეო მასალა საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ წარსულს, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი წინაპრების მიერ დაშვებული შეცდომების გამეორება და ამავდროულად ვისწავლოთ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი - ცხოვრების დაფასება.



1. ქალი ჩანთით, 1985 წელი


image


თქვენ წინაშეა 38 წლის დანუტა დანიელსონი შვედეთის ქალაქ ვექშედან, რომელიც ნეოფაშისტს თავში საკუთარ ჩანთას ურტყამს. დანიელსონი წარმოშობით ებრაელ-პოლონელი გახლდათ, ხოლო დედამისი საკონცენტრაციო ბანაკში პატიმრობისას სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. დანიელსონს აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ანონიმურად დარჩენა სურდა, რადგან ეშინოდა, რომ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ნეოფაშისტების სამიზნე გახდებოდა. სამწუხაროდ, დანიელსონს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, და 1988 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის ქალაქის წყლის კოშკიდან გადმოხტა. 2014 წელს დანიელსონის ვინაობა დადგინდა, და სიძულვილის წინაშე მისი გამბედაობის პატივსაცემად ქალაქის ცენტრში მისი ძეგლი დაიდგა.





2. პრინცესა დიანა შიდსით დაავადებულ პაციენტს ხელს ხელთათმანების გარეშე ართმევს, 1991 წელი


image


იმ პერიოდისთვის ეს მართლაც წარმოუდგენელი ნაბიჯი იყო. ბევრ ადამიანს ბოლომდე ჯერ კიდევ არ ესმოდა, როგორ ვრცელდებოდა შიდსი, ამიტომ პაციენტების უმეტესობას მთელი დროის გატარება შიდსით დავადებულთა პალატებში იზოლირებულად უწევდათ. დიანამ რამდენიმე ასეთი განყოფილება მოინახულა, რათა პაციენტებს პირადად შეხვედროდა.



3. სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ 145 წელზე მეტი ხნის წინ ადამიანები თავიანთ შინაურ ცხოველებსაც სასაცილო ფოტოებს უღებდნენ, 1875 წლის ფოტო


image



4. ბიჭი, რომელიც იმედის სიმბოლოდ იქცა, 2010 წელი



image


დიეგო ფრაზაო ტორკვატო ბრაზილიაში, 1997 წელს პარადა დე ლუკასის ღარიბულ უბანში დაიბადა, რომელიც დანაშაულებებითა და მთელი რიგი დაავადებებით იყო განთქმული, 4 წლის ასაკში ბიჭუნა მენინგიტითა და პნევმონიით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. საქმე იმდენად სერიოზული იყო, რომ დიეგო სიცოცხლის ბოლომდე მეხსიერების დაქვეითებას განიცდიდა. ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან ის ვიოლინოზე დაკვრაზე ოცნებობდა, რადგან თვლიდა, რომ ეს მას მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას მისცემდა. ერთ დღესაც მას ევანდრო ჟოაო სილვე გააცნეს, რომელიც ორკესტრს "Afrraggae"-ს ხელმძღვანელობდა, ორკესტრი სპეციალურად იმიტომ იქნა შექმნილი, რომ მცირეწლოვანი ბავშვები კრიმინალისგან დაეცვა, სამწუხაროდ, წლების შემდეგ სილვა რიოს ცენტრში იქნა მოკლული. საკუთარი კერპის დაკარგვით უკიდურესად დამწუხრებულმა ჯერ კიდევ დასუსტებულმა დიეგომ, სილვას დაკრძალვაზე მისი ხსოვნის პატივსაცემოდ ვიოლინოზე დაკვრა გადაწყვიტა. სამწუხაროდ, ბიჭუნა ამ ფოტოს გადაღებიდან მალევე გულის გაჩერებით გარდაიცვალა, რომელიც გამოწვეული იყო ინფექციით, რომლითაც ის აპენდექტომიის ოპერაციის დროს დაინფიცირდა. გარდაცვალების დროს დიეგოს ლეიკემიაც აღენიშნებოდა. ის მხოლოდ 12 წლის იყო. დიეგო ფრაზაო ტორკვატო დღეს თავის მშობლიურ რაიონში ცნობილია, როგორც იმედისა და შთაგონების სიმბოლო, ის გახდა ერთგვარი მისაბაძი მაგალითი მათთვის, ვინც ცხოვრებისეული გარემოებების მიუხედავად, ყველანაირად ცდილობს რომ ხვალინდელი დღე უკეთესი გახადოს.




5. "მირჩევნია მაკარონი მივირთვა და ღვინო დავლიო, ვიდრე პატარა ზომის სამოსი ვატარო", - სოფი ლორენი, 1965 წელი


image




6. 18 წლის კეშია თომასი "კუ-კლუქს -კლანთან" კავშირში მყოფ მამაკაცს ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის წინააღმდეგ გამართული გაავებული მომიტინგეებისგან იცავს, 1996 წელი


image


კეშიას თქმით, მამაკაცი აღნიშნული ინციდენტის შემდეგ აღარ დაკავშირებია, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, მასთან ყავახანაში ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა და მადლობა გადაუხადა. "რისთვის?" ჰკითხა კეშიამ.- "ის მამაჩემი იყო", - განუცხადა მას უცნობმა. კეშიას თქმით, იმის ცოდნა, რომ მან მომავალ თაობაში ძალადობისა და სიძულვილის გავრცელებას ხელი შეუშალა მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო იყო. "უმეტესწილად ადამიანები, რომლებიც ტკივილს სხვებს აყენებენ... წარსულში ისინიც სხვების მიერ იყვნენ დაზარალებულნი" - აცხადებს კეშია. - ეს ციკლია. ვთქვათ, მათ ის რომ მოეკლათ ან მძიმედ დაეჭრათ, როგორ იგრძნობდა თავს მისი ვაჟი? განაგრძობდა ძალადობას, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, სხვა ადამიანის მიმართ უბრალოდ სიკეთის გამოვლენაა. ეს შეიძლება იყოს ისეთივე წვრილმანი, როგორიცაა მაგალითად თვალით კონტაქტი ან ღიმილი. არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს რაიმე უზარმაზარი მონუმენტური აქტი."




7. რობინ უილიამსი, გუნდ "დენვერ ბრონკოსი"-ს ჩირლინდერის როლში, 1979 წლის 11 ნოემბერი


image



8. მეორე მსოფლიო ომის დროს ბუდაპეშტში მცხოვრები ებრაელები დუნაის ნაპირზე გაიყვანეს, ფეხსაცმელები გახადეს და დახვრიტეს. დღეს მდინარის ამ ნაპირთან შეხვდებით დაღუპულთა საკმაოდ სულისშემძვრელ მონუმენტს, რომელიც - 60 წყვილი ლითონის ფეხსაცმლით არის წარმოდგენილი


image



9. პატარა, იმედგაცრუებული პაციენტი უტოვებს კომენტარს სტომატოლოგს: "მატყუარა", 1920 წელი


image



10. ყოველწლიურ სიდნეის "მარდი გრას" გეი-აღლუმზე შემთხვევით მოხვედრილი ქალბატონი, რომლის გაოცებასაც საზღვარი არ აქვს, 1994 წელი


image




11. რევოლუციამდელი ირანი, 1970 წელი


image


12. გოგონა, რომელმაც სიკვდილს აპატია, 1945 წელი


image


ევა კორი - ჰოლოკოსტს გადარჩენილი რუმინელ-ამერიკელი ებრაელი გახლავთ. 1944 წელს ის ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, სადაც ჩასვლისთანავე მისი დედა, მამა და ორი და სიკვდილით დასაჯეს. ევა და მისი და მირიამი დაინდეს, რადგან ისინი ტყუპები იყვნენ და ნაცისტური "სიკვდილის ანგელოზის" ჯოზეფ მანგელეს ინტერესს წარმოადენდნენ. ევა და მირიამი თვეების განმავლობაში სამედიცინო წამების მსხვერპლი აღმოჩნდნენ. მათ ორაგნიზმში შეჰყავდათ უცნობი ნაერთები, რომელთა ბუნებაც თანამედროვე ექიმებმაც კი ვერ დაადგინეს. ორივე გოგონა მძიმედ დაავადდა: ევას 5 კვირა ცხელება ტანჯავდა და იმდენად ცუდად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ნაცისტები ფიქრობდნენ, რომ მას ორი კვირაც კი არ ჰქონდა დარჩენილი, თუმცა ის ტკივილს მედგრად იტანდა და საკუთარი თავის შეგონებას განაგრძობდა: "უნდა გადავრჩე, მე უნდა გადავრჩე". 1945 წელს ბანაკი საბჭოთა არმიის მიერ იქნა გათავისუფლებული და ევა დასთან ერთად რუმინეთში დაბრუნდა. 1950 წელს ევა ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 8 წელი ჯარში მსახურობდა, 1960 წელს კი შეერთებულ შტატებში გადავიდა და მაიკლ კორზე გათხოვდა, რომელიც ასევე ჰოლოკოსტის გადარჩენილი იყო. წლების განმავლობაში ევას ჯანმრთელობის პრობლემები სულ უფრო მეტად ტანჯავდა, მირიამს კი სამივე ორსულობის განმავლობაში ჯანმრთელობის რთული და სერიოზული პრობლემები შეექმნა. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მირიამის თირკმელებს ზრდა 10 წლის ასაკაში ჰქონდათ შეწყვეტილი. დების აზრით, ეს იმ ექსპერიმენტებით იყო გამოწვეული, რომლებიც მათ ბავშვობაში გადაიტანეს. ევამ დას თავისი ერთი თირკმელი დაუფიქრებლად მისცა, რის შემდეგაც ის იტყვის: "მე მყავს ერთი და და ორი თირკმელი, ასე რომ, ეს მარტივი არჩევანი იყო." სამწუხაროდ, მირიამი 1993 წელს თირკმლის სიმსივნით გარდაიცვალა. გაბრაზებული იმით, რაც ნაცისტებმა მასა და მის ოჯახს დამართეს, ევა განაგრძობდა ჰოლოკოსტის აღიარებით კამპანიას, თუმცა 1990-იან წლებში, დიდი სულიერი ძიების შემდეგ, მან საკუთარ თავში იპოვა ძალა, ეპატიებინა მენგელისთვის და ნაცისტებისთვის ის ტკივილი, რაც მათ მასა და მის დას მიაყენეს. ევა 2019 წელს გარდაიცვალა. ზემოთ მოცემულ ფოტოზე ის ოსვენციმში ყოფნისას თავის თავზე მიუთითებს, სადაც კაპიუშონიანი მირიამის გვერდით დგას.




13. ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადარჩენილი 17 წლის ჯულიანა კეპკე, რომელიც 3 ათასი მეტრის სიმაღლიდან ჯუნგლებში ჩამოვარდნილი 9 დღე სიცოცხლისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა


image




14. 1899 წელს ავსტრიაში ადამ რაინერი დაიბადა. მას უნიკალური ადგილი უკავია მედიცინის ისტორიაში, როგორც ერთადერთ ადამიანს, რომელიც ერთ დროს იყო როგორც ჯუჯა, ასევე გიგანტიც.


image


რაინერი დაბადებიდან სრულწლოვანებამდე საშუალო სიმაღლესთან შედარებით საგრძნობლად დაბალი იყო. 19 წლის ასაკში მისი სიმაღლე მხოლოდ 112 სანტიმეტრს შეადგენდა, თუმცა 21 წლის ასაკში, ჰიპოფიზის ჯირკვლის დაზიანების გამო, მან სიმაღლეში მკვეთრი ზრდა დაიწყო და სულ რაღაც 10 წელიწადში თითქმის 215 სანტიმეტრამდე გაიზარდა.


15. სუფრაჟისტი, ლედი ფლორენს ნორმანი თავისი მოტოროლერით ლონდონში სამუშაოდ მიიჩქარის, 1916 წელი


image




16. როგორ გამოიყურებოდნენ სინამდვილეში "ალესილი კეპები" -ს ბანდის წევრები


image




17. თვალები, რომლებმაც სამყაროს აღსასრული იხილეს, 1945 წელი


image


უსინათლო იაპონელი გოგონას პორტრეტი, რომელმაც 1945 წლის 6 აგვისტოს მხედველობა მას შემდეგ დაკარგა, რაც ჰიროსიმას ატომურ დაბომბვას შეესწრო


18. ცნობილი მოჭიდავე ანდრე გიგანტი იაპონიაში გაფრენისას, 1980 წელი


image



19. ჰოლანდიელები ტრადიციულ სამოსში, 1900 წელი


image




20. ფერადი ფანქრების მაღაზია თეირანში, ირანი, 1990 წელი


image




21. ის 11 წლის იყო, როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას 36 წლის გახლდათ, "ვარსკვლავური ომების" გამოსვლისას 74 წლის იყო, "Covid-19" -ის პანდემიის დაწყებისას კი - 116 -ის


image




22. ჯონ ფიცჯერალდ კენედის დას, როზმარი კენედის, ლობოტომია გაუკეთეს, რის შემდეგაც მისი IQ 60-70-მდე დაეცა – კენედები სასოწარკვეთილი ცდილობდნენ ამ ფაქტის დამალვას


image


როდესაც როზმარი 23 წლის იყო და "აჯანყება" დაიწყო, მამამისი, ჯოზეფ კენედი უფროსი შეშფოთდა, რომ მას ოჯახის შერცხვენა შეეძლო. მან შეიტყო ახალი სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც იმედოვნებდა რომ მის შეჩერებას შეძლებდა. საუბარი იყო ლობოტომიაზე. ლობოტომიის (ფსიქოქირურგიის ყველაზე ცნობილი ფორმა, რომლის დროსაც იჭრება თავის ტვინის შუბლის წილებისა და დიენცეფალონის შემაერთებელი ნერვული ბოჭკოები, კერძოდ, თალამუსთან და ჰიპოთალამუსთან განლაგებული ბოჭკოები) შემდეგ მისი გონებრივი შესაძლებლობები ერთი ან ორი წლის ბავშვის დონემდე დაეცა, შედეგად მან თავიდან ისწავლა სიარული, ოღონდ ძლიერი კოჭლობით, თუმცა თანმიმდევრული მეტყველება მაინც ვერ აღიდგინა. როზმარის ასევე შარდის შეუკავებლობაც აწუხებდა, მიუხედავად ყველაფრისა მან კიდევ 63 წელი იცოცხლა და 2005 წელს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.





23. კენგურუ მისთვის ფოტოს გადაღების მცდელობისთვის ფოტოგრაფზე ჯავრს ამგვარად იყრის, 1967 წელი



image




24. სალვადორ დალი თავის საყვარელ ექიდნასთან ერთად პარიზის ქუჩებში სეირნობისას, 1969 წელი


image




25. მეცნიერები სწავლობენ 15 წლის გოგონას მუმიას, რომელიც ინკების იმპერიაში "ლა დონჩელას" სახელით ცხოვრობდა


image



26. ჰუიჩოლთა უძველესი ტრადიციების მიხედვით, მშობიარობის დროს ტკივილი ქალების მსგავსად, ასევე მამაკაცებსაც უნა განეცადათ


image


კაცი თავსდებოდა ნივნივზე, რომელიც მის სათესლე პარკზე თოკით იყო მიბმული, რომელსაც მშობიარობისას ქალი ტკივილის დროს ყოველ ჯერზე ქაჩავდა



27. ექიმი ზბიგნიევ რელიგა 23-საათიანი გულის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ (პოლონეთი, 1987 წწ), მეორე ფოტოზე კი ხედავთ მაგიდაზე მყოფ პაციენტს - თადეუშ ზიტკევიჩს ზემოაღნიშნული ფოტოთი ხელში


image


28. ეს ცხენი მსოფლიოში ყველაზე დიდ ცხენად ითვლებოდა. 1940 წელს, ბელგიური ულაყი "Brooklyn Supreme" -ი 1450 კილოგრამზე მეტს იწონიდა.


image




29. კაცი ინდოეთის "დიდი შიმშილის" პერიოდში საკუთარ ოჯახს კანიბალებისგან იცავს, 1877 წელი


image




30. მოწყენილი 4 წლის, მომავალი ჩარლზ III-ე, დედის, ელისაბედ II-ის კორონაციის დროს


image









0
261
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
261