სხვა ჰოტორნის ეფექტი - რატომ მუშაობენ ადამიანები უკეთ, როცა მათ აკვირდებიან 10 სექტემბერი, 10:05 რა არის „ჰოტორნის ეფექტი“? რატომ მუშაობს ბევრი ადამიანი უკეთესად, როცა მათ აკვირდებიან? მასალაში ამ კითხვებზე პასუხებს იპოვით. 1. რა არის ეს? მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გადაწყვიტეს ექსპერიმენტის ჩატარება ელექტრონიკის ქარხანაში აშშ-ში, ქალაქ ჰოტორნში, რათა გაეგოთ, როგორ მოქმედებს განათება მუშების პროდუქტიულობაზე. განათება ხან კაშკაშა იყო, ხან ბუნდოვანი, ხანაც ნორმალური. ასე გამოავლინეს უცნაური შედეგი: თანამშრომლების წარმატებები იყო თანაბრად კარგი. გვერდითი ეფექტი სრულიად განსხვავებული აღმოჩენა გახდა: თანამშრომლები კარგად მუშაობდნენ, რადგან მათ მუდმივად აკვირდებოდნენ ექსპერტები. უბრალოდ: არ სურდათ თავის შერცხვენა და თავიანთ რეპუტაციაზე ზრუნავდნენ. კიდობანი უბრალოდ გაიხსნა. მაშ, შეიძლება თუ არა გამოვიყენოთ იმის ცოდნა, როგორ მუშაობს ჰოტორნის ეფექტი კომპანიის / დაწესებულების პროდუქტიულობისთვის? შეიძლება. 2. სპონტანური შეკრებები „ზუმში“ თუ ხელმძღვანელი ხართ, ვიღაცის თავზე დგომა არც ისე სასიამოვნოა, როგორც არ უნდა შეხედოთ. გუნდთან შეგიძლიათ შეათანხმოთ, რომ დღის განმავლობაში იქნება სამი საკონფერენციო ზარი „ზუმში“ (თუნდაც გამორთული კამერებით) დასრულებული ამოცანების გახმოვანებისთვის. შეგიძლიათ დანიშნოთ დრო ან, პირიქით, თქვათ, რომ ზარები მოულოდნელი იქნება. ასე თანამშრომლებს ექნებათ მოტივაცია, დაგეგმილი დავალება შეასრულონ, ამავდროულად შეუძლიათ დროდადრო დაისვენონ. 3. ჯგუფური ექსელ ფაილი შესრულებული ამოცანებისთვის გუნდთან ერთად შექმენით საერთო წვდომის ექსელ ფაილი, სადაც ყველა თანამშრომელს ექნება თავისი უჯრა, რომელსაც გააფერადებს ამოცანის შესრულებისას. ესეც არ იქნება მუდმივი მეთვალყურეობა, მაგრამ მაინც მითითებას იძლევა: თუ დღის ბოლომდე უჯრა არ გააფერადე, გამოდის, არ იმუშავე, თუ გააფერადე და მოიტყუე, ამის შემოწმება ძალიან ადვილი იქნება. 4. დასაქმებულთან ორჯერ ვიზიტი ერთ სამუშაო დღეში შეგიძლიათ შეათანხმოთ, რომ თანამშრომლის სამუშაო ადგილზე მხოლოდ ორჯერ გექნებათ ვიზიტი. მაგალითად, სადილის შემდეგ და სამუშაო დღის დასრულებამდე 10 წუთით ადრე. ამრიგად, „ჰოტორნის ეფექტს“ შეასრულებთ და დარწმუნდებით, რომ თანამშრომელი არ ტოვებს სამუშაო ადგილს დროზე ადრე. აქ მნიშვნელოვანია, არ შეუქმნათ თანამშრომელს სტრესი სერიიდან „ნებისმიერ წუთს მოვალ და თავად იცით, რაც მოგელით“. 5. თუ დისტანციურად მუშაობთ, დაავალეთ ახლობელს თქვენი შემოწმება თუ დისტანციურად მუშაობთ, გახადეთ ნათესავი, პარტნიორი ან მეგობარი თქვენი ნდობით აღჭურვილი პირი. ალბათ, წინააღმდეგი არ იქნება. თავად დანიშნეთ, რა იქნება მოგება, თუ ყველაფერს შეასრულებთ. მაგალითად, ყავა ან ფუნთუშა ან სასიამოვნო გასეირნება. ბევრი ვარიანტია! ასევე დაგაინტერესებთ: 10 სამუშაო ადგილი, სადაც ალკოჰოლი შეგიძლიათ და უნდა დალიოთ ჰენრი ფორდი შემკეთებლებს ხელფასს უხდიდა დასვენებისთვის და არა გაწეული სამუშაოსთვის ფინეთში სამუშაოზე დღის ძილი შემოიღეს. ეს დრო ანაზღაურებადია. არა, ეს ხუმრობა არაა 7 პროფესია ზარმაცებისთვის – სად ვიმუშაოთ, თუ საერთოდ არ გვინდა? მამაკაცი უნდა იყოს მელოტი, მსოფლიოში საუკეთესო სამსახური – ტუჩსაცხის დამტესტავი 117 1-ს მოსწონს |