x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
იცით, რა არის სატურაცია და როგორ გავიზომოთ?
სატურაცია არის სისხლის გაჯერება ჟანგბადით. ექიმები ზომავენ ამ მაჩვენებელს, რომ გაიგონ, რამდენად კარგად მუშაობს პაციენტის ფილტვები. თუ სატურაცია ნორმაზე დაბალია, ეს შეიძლება მიუთითებდეს სასუნთქი გზების ინფექციაზე, ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლაზე ან თუნდაც თავის ტრავმაზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სუნთქვაზე.



image



ექიმები ზომავენ სატურაციას იმის გასაგებად, რამდენად კარგად რეაგირებს პაციენტი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, კისტოზური ფიბროზის ან გულის დაავადების მკურნალობაზე.



სატურაცია იზომება პულსოქსიმეტრიათ. ეს არის პატარა მოწყობილობა, რომელიც ტანსაცმლის სამაგრს ჰგავს. მოწყობილობა ხელის თითზე მაგრდება, მაგრამ შეგიძლიათ დაამაგროთ ცხვირზე, ყურებზე ან ფეხის თითებზე.




image



პულსოქსიმეტრიის ერთ მხარეს არის ორი ნათურა: წითელი და ინფრაწითელი. ჟანგბადით სავსე სისხლი კარგად შთანთქავს ინფრაწითელ შუქს და ატარებს წითელს. ხოლო დაბალი სატურაციის მქონე სისხლი ატარებს ინფრაწითელ შუქს და შთანთქავს წითელს. გულისცემამ შეიძლება გამოიწვიოს მაჩვენებლების მერყეობა, ამიტომ ნათურები ინთება 30-ჯერ წამში, რომ მრავალი მნიშვნელობა შექმნას.



image



მეორე მხარეს დაყენებულია პროცესორი. ის აკეთებს გამოთვლებს:



აკლებს მინიმალურ გადაცემულ გამოსხივებას პიკური გამოსხივებისგან, რათა აღმოფხვრას სხვა ქსოვილების გავლენა და მხედველობაში მიიღოს მხოლოდ არტერიული სისხლი;



განსაზღვრავს წითელი შუქის ჩვენების თანაფარდობას ინფრაწითელ შუქთან;



ადარებს მიღებულ მნიშვნელობას სპეციალურ ცხრილს;



ამრიგად, მოწყობილობა ითვლის სისხლის ჟანგბადით გაჯერებას. რთულად ჟღერს, მაგრამ კვლევას ერთ წუთზე ნაკლები დრო სჭირდება.



სატურაციის იდეალური მაჩვენებელია 96%-დან 99%-მდე. ჯანმრთელი - 90%-დან 95, 9%-მდე. ყველაფერი, რაც ქვემოთაა, ჰიპოქსემია ეწოდება, ანუ სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე.



image



ჰიპოქსემია - მდგომარეობა, რომელიც იწვევს ქოშინის შეგრძნებას, აჩქარებულ გულისცემას, დაბნეულობას და სწრაფ სუნთქვას. აი, რატომ შეიძლება მოხდეს ეს:



1. ჰაერში ცოტა ჟანგბადია. ეს ხდება მაღალ სიმაღლეზე, მაგალითად, მთებში.



2. ადამიანის სუნთქვა ძალიან ნელი ან ზედაპირულია, რაც ართულებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადის მიღებას.



3. ფილტვებში ან გულში სისხლის მიმოქცევა შემცირებულია.



4. სისხლში ჟანგბადის მიწოდების და ნახშირორჟანგის გამოყოფის პრობლემებია.



5. რაღაც ცვლილებების გამო ჰემოგლობინს ეფექტურად ვერ გადააქვს ჟანგბადი სისხლის წითელ უჯრედებში.



ექიმები გირჩევენ, გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, თუ სატურაცია 94-93%-ზე დაბალია.



ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გავწმინდოთ მწეველის ფილტვები - საუკეთესო მეთოდები, რომელიც მუშაობს

იცით, რა ცვლილებებს გამოიწვევს ორგანიზმში ალკოჰოლზე 28 დღით უარის თქმა?

რომელი თერმომეტრია უკეთესი: ვერცხლისწყლის, ელექტრონული თუ ინფრაწითელი

მხედველობას 10 წუთში აღიდგენთ: თვალები თბილი პირსახოცით გაითბეთ

აი, როგორ უნდა გაშიფროთ სისხლის ანალიზი ექიმის დახმარების გარეშე




0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
74