x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
კამერის წინ გაში#ვლება არც კი მორიდებიათ: 10 მსახიობი, რომელმაც პოპულარობა თამამ სცენებში თამაშით მოიპოვა

image


ყველა მსახიობს როდი შეუძლია თამამ სცენებში თამაში, ვინაიდან მათ კარგად იციან რომ ყოველივე ამის შემდეგ მათი კარიერა შეიძლება ან მოულოდნელად სამუდამოდ დასრულდეს ან პირიქით ზეცაში აფრინდეს, თუმცა ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებმა პროვოკაციულ კადრებში თამაში გარისკეს და არც ინანეს.



დრიუ ბერიმორი "დოპელგანგერი" (1993)


image


როგორც კი დრიუ ბერიმორი 18 წლის შესრულდა, მას "დოპელგანგერის" თამამ სცენაში მონაწილეობა შესთავაზეს, რასაც დრიუ უპრობლემოდ დათანხმდა. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, შესაბამისად, მსახიობის კარიერაზე მის პიკანტურ სცენაში გამოჩენას ნეგატიური შეფასებები არ მოჰყოლია.




ქეით ჰოლმსი, "ნიჭი" (2000)


image


სანამ ქეით ჰოლმსი კინოში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებდა, მანამდე მან მისტიკურ თრილერში - "ნიჭი" საკმაოდ თამამ სცენაში მონაწილეობის შეთავაზება ფილმის რეჟისორისგან, სემ რეიმისგან მიიღო. ბევრი ფიქრის შემდეგ ქეითი შეთავაზებულ როლს დათანხმდა და ჯესიკა კინგის როლიც შესანიშნავად შეასრულა. მსახიობის თქმით, რეჟისორებმა მისი დიდ პროექტებში მიწვევა სწორედ აღნიშნული ფილმის პრემიერის შემდეგ დაიწყეს.




მეგი ჯილენჰოლი, "მდივანი ქალი", (2002)



image


მსახიობი შავ კომედია "მდივან ქალში" თამაშს უყოყმანოდ დათანხმდა, რადგან მშვენივრად ხვდებოდა რომ ამ როლს მისთვის დიდ კინოში გზის გაკვალვა შეეძლო. პიკანტური სცენების შემდეგ, რომლითაც ფილმი მართლაც რომ სავსე იყო, მეგის როლები ისეთ ფილმებში შესთავაზეს როგორიცაა - "კეთილშობილი ქალი" და "შეშლილი გული".




ევა გრინი, "მეოცნებენი", (2003)


image


მშობლებმა ევა გრინს ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში "მეოცნებენი" მონაწილეობა გადააფიქრებინეს, რადგან სცენარის მიხედვით, ის კადრში ორი მამაკაცის გვერდით შიშველი უნდა გამოჩენილიყო, თუმცა მსახიობმა მშობლების გადარწმუნება შეძლო, ვინაიდან ხვდებოდა რომ პირველი ასეთი გამოცდილება მას შესაძლოა მომავალ საქმიანობაში დახმარებოდა. "მეოცნებენის" შემდეგ ევა გრინი მაყურებელმა დედიშობილა კიდევ არაერთ ფილმში იხილა.




ჯოდი ფოსტერი, "ტაქსის მძღოლი", (1976)


image


რეჟისორ მარტინ სკორსეზეს დრამაში "ტაქსის მძღოლი" ჯოდი ფოსტერი მეძავის როლშესრულებისას მხოლოდ 13 წლის იყო. მსახიობის თქმით, დედა შოკირებული იყო, როდესაც რეჟისორმა მას აირის სტისმას როლი შესთავაზა, და ფილმში მის თამაშს მხოლოდ მას შემდეგ დათანხმა, რაც სკორსეზემ ის დაარწმუნა რომ მისი გოგონა როლისთვის შესაფერისი კანდიდატურა იყო. ფილმმა ჯოდი ფოსტერს "BAFTA"-ს ჯილდო და მსოფლიო აღიარება მოუტანა.






დომინიკ სვეინი, "ლოლიტა" (1997)


image


დომინიკ სვეინის კარიერამ კი, პირიქით, დაღმასვლა განიცადა. შეგახსენებთ, რომ გოგონამ ნაბოკოვის "ლოლიტაში" ითამაშა. ინტიმური სცენების გადაღებებისას მსახიობ ჯერემი აირონსსა და 15 წლის დომინიკს შორის ბალიშს ათავსებდნენ, ხოლო მეტისმეტად ინტიმურ სცენებში მის ნაცვლად დუბლიორი მონაწილეობდა, დომინიკ სვეინის სამსახიობო თამაშმა მაყურებელი ვერ აღაფრთოვანა, შესაბამისად, მისი არსებობა რეჟისორებმა მალევე მიივიწყეს.






მარია შნაიდერი, "უკანასკნელი ტანგო პარიზში", (1972)


image



ფილმში "უკანასკნელი ტანგო პარიზში" მონაწილეობის შემდეგ მარია შნაიდერმა კარაქის მიღება საერთოდ შეწყვიტა. მსახიობისთვის გადაღებები საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ის მის შესახებ წლები შემდეგაც ძრწოლით იხსენებდა. რეჟისორმა სცენარი ისე შეცვალა, რომ მსახიობი არც კი გაუფრთხილებია, რათა მისი ბუნებრივი რეაქციები გადაეღო, საუბარია ძალადობის სცენაზე, რომლის შესახებაც ახალგაზრდა 19 წლის მარიამ არაფერი იცოდა.


image


ფრანგმა მსახიობმა სიცოცხლის ბოლომდე ვერც ბრანდოს და ვერც ბერტოლუჩის ვერ აპატია ის ეპიზოდი, რაც მათ მის ზურგს უკან დაგეგმეს და რეალობაში მოიყვანეს. 19 წლის მარია შნაიდერისთვის ეს პირველი სერიოზული როლი იყო, თუმცა მანამდე დიდი ფრანგი მსახიობის, დანიელ ჟელენის უკანონო ქალიშვილს უკვე ექვს ფილმში ჰქონდა ნათამაშევი, მათ შორის ალენ დელონთან ერთადაც. მრავალი წლის შემდეგ ის იტყვის, რომ თავიდანვე ნანობდა ბერტოლუჩის ფილმში მონაწილეობას, თუმცა მაშინ მის შეთავაზებას მაინც დათანხმდა.





მილა იოვოვიჩი, "დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში", (1991)


image


ულამაზესი მილა იოვოვიჩი 15 წლის იყო, როდესაც ფილმში "დაბრუნება ცისფერ ლაგუნაში" ლილის როლი ითამაშა, არასრულწლოვან მსახიობს პარტნიორობას ბრაიან კრაუზე უწევდა, რომელიც იმ პერიოდისთვის მხოლოდ 22 წლის გახლდათ.






კირა ნაიტლი, "ორმო", (2001)


image


კირა ნაიტლის კინოკარიერისთვის თამამი სცენების სიმრავლე იშვიათობას არ წარმოადგენს. მსახიობის ზურგს უკან ათობით საწოლის სცენაა, თუმცა ყველას როდი ახსოვს ჰოლივუდის ვარსკვლავი კადრში პირველად სამოსის გარეშე 15 წლის ასაკში რომ გამოჩნდა. 2001 წელს გადაღებულ საშინელებათა ჟანრის ფილმში - "ორმო" 15 წლის კირამ ფრენკის როლი იდეალურად მოირგო. მართალია, ზემოხსენებული დრამა სიყვარულზე სულაც არ გახლავთ, თუმცა მასში არასრულწლოვანი მსახიობის თამამ სცენებს საკმაოდ მრავლად შეხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ კირას ხშირად აკრიტიკებენ და მას ბრალს უნიჭობაშიც სდებენ, ბრიტანელი ვარსკვლავი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად ითვლება.




უმა თურმანი, "სახიფათო კავშირები", (1988)


image


ეს იყო პირველი და უკანასკნელი ფილმი, რომელშიც უმა თურმანი მაყურებლის წინაშე შიშველი გამოჩნდა. სტივენ ფრირზის "სახიფათო კავშირებში" უმა უცოდველ ახალგაზრდა ქალის როლს თამაშობს, რომელსაც მთავარი გმირი აცდუნებს. მსახიობს ასეთი გამოცდილება არ მოეწონა და მან თავისი სამსახიობო ამპლუაც რადიკალურად შეცვალა.








0
461
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
461