x
image
Guns N Roses
Mediator image
ქალაქი, რომელიც ყოველ წელს 1 წუთით ჩერდება

imageყოველ წელს, 1 აგვისტოს, ვარშაველები, რომელიც პოლონეთის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქიცაა, წუთიერი დუმილით ჩერდება და პატივს მიაგებენ 1944 წელს, ვარშავის აჯანყებაში დაღუპულ გმირებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტური გერმანიის წინააღგმდეგ მოხდა და 200 000 პოლონელის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასევე დაანგრიეს დედაქალაქი. აჯანყება დაიწყო 1 აგვისტოს 1944 წელს, როგორც ოპერაცია " შტორმი ". მისი მთავარი მიზანი იყო მთავრობის ხელში ჩაგდება და გერმანელი ოკუპანტების ქვეყნიდან განდევნა. გერმანელებსა და ვარშაველ აჯანყებულებს შორის შეტაკება გრძელდებოდა 14 სექტემბრამდე. 1944 წლის 14 სექტემბერს კი უკრაინელებმა გაგზავნეს ჯარი ვარშაველების დასახმარებლად, მაგრამ ყველაფერი მარცხით დასრულდა. ზუსტი რაოდენობა დაღუპულების კვლავ უცნობია, მაგრამ დაახლოებით 16 000 უკრაინელი დაიღუპა ამ შეტაკების დროს და დაახლოებით 6000 მძიმედ დაიჭრა. დაახლოებით 8000 ჯარისკაცი დაკარგა გერმანიამ და 9000 მძიმედ დაშავდა. ამ შეტაკებების დროს ვარშავის დაახლოებით 25 პროცენტი საცხოვრებელი სახლები განადგურდა. პოლონეთის დაცემის შემდეგ კი გერმანელებმა დაახლოებით 35 პროცენტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურეს ვარშავაში. 1945 წლამდე, სანამ საბჭოთა კავშირი შევიდოდა ვარშავაში დაახლოებით 85 პროცენტი საცხოვრებელი სახლები გაანადგურეს გერმანელებმა.
აჯანყებულთა საპატივცემულოდ ვარშაველები ყოველ 1 აგვისტოს ერთი წუთით წუთიერი დუმილით ჩერდებიან.


2
107
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
107
  
2012, 20 ოქტომბერი, 23:54
+1
2012, 20 ოქტომბერი, 23:47
+++++
0 1 2