ქალი და მამაკაცი გათხოვილმა ქალმა ოთხი საყვარელი გაიჩინა და თან ქმარს პედოფილია დააბრალა 5 სექტემბერი, 16:01 ტაილანდში მამაკაცმა უფლებადამცველ ორგანიზაციას მიმართა ცოლის საქციელის გამო, რომელმაც ორ წელიწადში ოთხი საყვარელი გაიჩინა და ქმარს პედოფილია დააბრალა . ამის შესახებ Thaiger -ი წერს. მამაკაცმა, რომელმაც მხოლოდ ინიციალი "ა"-თი გაცნობა ამჯობინა, პრესკონფერენცია გამართა საზოგადოებრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია Saimai Survive-ის შენობაში და სხვათაშორის მის მხარდასაჭერად მისი ცოლის ნათესავებიც მივიდნენ. ტაილანდელმა მამაკაცმა განაცხადა, რომ მომავალი მეუღლე 2017 წელს გაიცნო, 2020 წელს კი დაქორწინდნენ. ქორწილიდან მალევე "ა"-მ გაარკვია, რომ მის მეუღლეს რომანი ჰქონდა მათ საერთო მეგობართან. ქალი დათანხმდა მასთან ურთიერთობის შეწყვეტაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქმარმა ამის შესახებ შეიტყო. მალე წყვილს ქალიშვილი შეეძინა. ისინი შეთანხმდნენ, რომ „ა“ გოგონას სახლში მოუვლიდა, ცოლი კი საავადმყოფოში სამუშაოდ დაბრუნდებოდა. სამსახურში დაბრუნებისთანავე ქალმა, ქმრის თქმით, მისგან თავი შორს დაიჭირა. მან მალევე გაიგო, რომ მის ცოლს ახალი რომანი ჰქონდა - ამჯერად კაცთან, რომელსაც გათხოვებამდე იცნობდა. როდესაც საიდუმლო გაირკვა, ტაილანდელი ქალი დათანხმდა ამ ურთიერთობის გაწყვეტასაც. თუმცა, 2021 წელს ქალმა ამჯერად იმ საავადმყოფოს ექიმთან გააბა ურთიეთობა, სადაც მუშაობდა. ექიმის მეუღლემ წყვილის სქესობრივი კავშირის ამსახველი ფოტოები "ა"-ს გაუგზავნა. ამის გამო კლინიკის დირექტორმა ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც მათი ურთიერთობა შეწყდა. 2022 წელს მისმა მეუღლემ მოულოდნელად უჩივლა "ა"-ს და დაადანაშაულა მათი ორი წლის ქალიშვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაში. მამაკაცმა ბრალდებები უარყო, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ცოლი ისევ ღალატობდა - ამჯერად ადვოკატთან, რომელიც დაეხმარა ცრუ ბრალდებების შეთითხვნაში. ცოლის ბოლო საყვარელი შეპირდა, რომ ის იცნობდა რამდენიმე გავლენიან ადამიანს, რომლებმაც „შეეძლებათ გაანადგურონ „ა“-ს ცხოვრება." თან ამასთან ერთად ცოლმა წაართვა ქალიშვილი და ნახვის უფლებასაც არ აძლევდა. 2024 წელს, ქალის მშობლებმა, რომლებიც კარგ ურთიერთობაში არიან სიძესთან, განაცხადეს, რომ ადვოკატმა ცოტა ხნის წინ მათ ქალიშვილს სცემა, რადგან საავადმყოფოს იმავე ექიმთან ღალატში გამოიჭირა. ტაილანდელი ქალი ორსულადაა ადვოკატისგან, თუმცა ახლა უკვე მასთან დაშორება სურს. შედეგად, „ა“-მ თავისი მოღალატე ცოლის მშობლებთან ერთად მიმართა Saimai Survive-ს, რათა დახმარებოდა მათ სიტუაციის გაგებაში. ქალის ნათესავებს არ ესმით, რა ხდება მათი ქალიშვილის თავს და ქმარს კი სურს თავისი ქალიშვილის ერთპიროვნულ მეურვე გახდეს. ამასთან, ირკვევა, რომ „ა“ ჯერ არ გაშორებულა ცოლს. Saimai Survive-ის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ ადვოკატი გარკვეული პოლიტიკური პარტიის წევრია და გადაწყვიტეს პრობლემის მოგვარებაში მათი ლიდერი ჩართონ. მათ ასევე იკისრეს „ა“-სთვის ადვოკატის მოძებნა. 204 2-ს მოსწონს
|