x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალმა ქმარს პენისი მოაჭრა,თუმცა ჯერჯერობით გაამართლეს
image

ბრაზილიაში ქალი, რომელმაც ქმარს პენისი მოაჭრა, არ დააკავეს. ამის შესახებ Daily Mirror იუწყება.


შემთხვევა შაბათს დილით, 31 აგვისტოს, რიო-დე-ჟანეიროს შტატის ქალაქ საკვარემაში მოხდა.


36 წლის მამაკაცი მოჭრილი პენისით ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი გადაუდებელი ოპერაციის გამო სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.


image

ექიმების მცდელობის მიუხედავად, მოკვეთილი პენისის თავის ადგილზე მიკერება ვერ მოხერხდა. დაზარალებულის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.


აღმოჩნდა, რომ მისმა მეუღლემ პენისი დანით მოაჭრა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ 2 სექტემბერს პოლიციის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად მივიდა და ყველაფერი აღიარა. მან თქვა, რომ არ ახსოვს, სად წაიღო დანა.პოლიციამ დანშაულის იარაღი ჯერჯერობით იპოვა. თუმცა ქალი დაკავებას გადაურჩა.


ეჭვმიტანილი ამტკიცებს, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში განიცდიდა ოჯახში ძალადობას და ამჯერად მოქმედებდა თავდაცვის მიზნით. თუმცა მისი ქმარი ამტკიცებს, რომ მოტივი შურისძიებაა. მისი თქმით, იგი აპირებდა ცოლთან გაყრას, რაც ვერ აიტანა მისმა მეუღლემ.


პოლიცია საქმეს იძიებს და ისინი დაკავების (ან გათავისუფლების) გადაწყვეტილებას შემდგომი დაკითხვისა და სამედიცინო დასკვნის შემდეგ მიიღებენ.


„ის ნებაყოფლობით მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც უპასუხა მისთვის დასმულ ყველა კითხვას და დათანხმდა სამედიცინო შემოწმებას“, - თქვა ქალის ადვოკატმა, ტიაგო კამარინიამ.


”დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე გამოძიების დროს გაირკვევა. ჩვენ ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან და დარწმუნებულნი ვართ, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს“.-დასძინა მან.

0
342
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0