x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს" - ვინ იყო ამერიკელი "არსენა", რომლის სახელიც 30-ზე მეტ ფილმშია მოხსენიებული
image

5 სექტემბერი ლეგენდარული ამერიკელი მძარცველის, ჯესი ჯეიმზის დაბადების დღეა. იგი თავის ძმასთან, ფრენკთან ერთად ამერიკის სამოქალაქო ომის დროს კონფედერანტთა რაზმში ირიცხებოდა, ხოლო ომის დასრულების შემდეგ ყაჩაღთა სხვადასხვა ბანდებთან ერთად ძარცვავდა ბანკებს, დილიჟანსებსა და მატარებლებს.


ჯესი ჯეიმზს ხშირად ადარებდნენ რობინ ჰუდს და ამბობდნენ, რომ იგი "მდიდრებს ართმევდა და ღარიბებს აძლევდა", თუმცა ეს უფრო ხალხში გავრცელებული მითი იყო და ისევე როგორც მსგავს შემთხვევებში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.




ჯესი ვუდსონ ჯეიმზი დაიბადა 1847 წლის 5 სექტემბერს, მისურის შტატში, ახლანდელი ქალაქ კირნის მახლობლად მდიდარი კენტუკელი ფერმერის და ასევე ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ბაპტისტი მქადაგებლის რობერტ ჯეიმსის ოჯახში. მამამისი მისურისში გადავიდა საცხოვრებლად დედაზე, ზერელდა კოულზე დაქორწინებიდან სამი წლის შემდეგ.



რობერტ ჯეიმსმა დააარსა William Jewell College ლიბერტიში, მისური 1849 წელს. ჯესის გარდა, ოჯახს კიდევ ორი ​​შვილი ჰყავდა - უფროსი ძმა ალექსანდრე "ფრენკ" ფრანკლინი და უმცროსი და სუზან ლავინია.


ოქროს ციებ-ცხელების დაწყებისთანავე რობერტ ჯეიმსმა მიზანშეწონილად მიიჩნია გაჰყოლოდა თავის სამწყსოს ოქროს საძიებლად და ამიტომ ოჯახი გადავიდა კალიფორნიაში, სადაც რობერტი გარდაიცვალა, როდესაც ჯესი სამი წლის იყო. დაქვრივებული დედა მალე ხელახლა დაქორწინდა - ვიღაც ბენჟამინ სიმსზე, შემდეგ კი - ექიმ რუბენ სამუელზე. ბოლო ქორწინებისას დედამისს შეეძინა ოთხი შვილი, რომლებიც ჯესის ნახევარძმები და ნახევარდები იყვნენ: სარა ლუისი, ჯონ ტომასი, ფანი კვანტრელი და არჩი პეიტონი.


სამოქალაქო ომამდე სამუელ-ჯეიმსის ოჯახმა შეიძინა 7 მონა, რომლებსაც თამბაქო მოყავდათ მათ ფერმაში. მისური იყო სასაზღვრო სახელმწიფო ჩრდილოეთ შტატებსა და მონათმფლობელურ სამხრეთს შორის, მაგრამ მისი მოსახლეობის დაახლოებით 75% ზემო სამხრეთიდან იყო, შესაბამისი სამხრეთული კულტურით. ამიტომ, მისური გახდა ომის ერთ-ერთი მთავარი ტერიტორია. სამუელ-ჯეიმსის ოჯახი თავდაპირველად კონფედერატების მხარეს იყო, მსახურობდა ჩარლზ კვანტრილის, კონფედერაციული არმიის ერთ-ერთი მეთაურთან.


ფრენკ ჯეიმსი შეუერთდა სამოქალაქო წინააღმდეგობის მებრძოლებს და მონაწილეობა მიიღო უილსონ კრიკის ბრძოლაში, თუმცა მალევე ავად გახდა და სახლში დაბრუნდა. სწორედ ამ დროს ისწავლა ცხენების ქურდობა და ცივსისხლიანი მკვლელობა.

image

ფოტოზე:ახალგაზრდა ჯესი



ჯესი 16 წლის იყო, როდესაც ის უფროს ძმასთან ერთად კონფედერატთა პარტიზანული რაზმის წევრები გახდნენ.


1863 წელს იგი დაადგინეს, ვინ იყვნენ ამ ტერიტორიაზე მოქმედი ბანდის წევრები. იმავე წლის მაისში, პოლიციის რაზმი კრიმინალების ძებნაში მიადგა სამუელ-ჯეიმსის ფერმას.ისინი ეძებდნენ ფრენკ ჯეიმსს; ჩატარდა გამოძიება და მამინაცვალი რუბენ სამუელი ჩამოახრჩვეს ბანდის წევრების დამალვის გამო, ლეგენდის მიხედვით კი ოჯახის წევრები კი აწამეს.

ომის დასრულების შემდეგ ძმები მთავრობას განუდგნენ და დაიწყეს იმ მატარებლების, დილიჟანსებისა და ბანკების ძარცვა, რომლებსაც ჩრდილოური ინსტიტუტები ფლობდნენ.


imageფოტოზე: ძმები ჯესი და ფრენკი


1873 წელს ბანდამ პირველად გააჩერეს და გაძარცვეს მატარებელი, საიდანაც 2000 დოლარი წაიღეს. მას შემდეგ ძარცვა რეგულარულად ხდებოდა, ზოგჯერ ჯეიმსების ბანდა დღეში ორ კარეტას ძარცვავდა. ჯესი ჯეიმსი ცნობილი იყო თავისი სისასტიკით: ძარცვის ჩადენის შემდეგ უყოყმანოდ ისროდა და მის კისერზე მრავალი მკვლელობა იყო..

image

1860 წლიდან 1882 წლამდე მოქმედი ჯეიმზის ბანდა შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე საშიშ კრიმინალურ დაჯგუფებად ითვლება. მათ ანგარიშზეა 20-ზე მეტი მატარებლის თუ ბანკის ძარცვა და უამრავი ადამიანის მკვლელობა. სახელმწიფოს მათ დაახლოებით $200, 000 ზარალი მიაყენეს. ბანდის წევრების თავებისათვის დაწესებული იყო დიდი ჯილდო.


როგორც ხშირად ხდება მსგავს სიტუაციაში, 1982 წლის 3 აპრილს ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ ჯესი ჯეიმზი მისავე ბანდის წევრმა, რობერტ ფორდმა მოკლა.

საუზმის შემდეგ ჯესი ჯეიმზმა კედელზე სურათის გასწორება მოინდომა, სწორედ ამ დროს ფორდმა კეფაში ესროლა და ადგილზე მოკლა.

image


მოღალატე ფორდი შურიძიების მიზნით მოკლა ედვარდ კეპეჰარტ ო’კელიმ 1892 8 ივნისს, მან ფორდს ჯესი ჯეიმზის სახლში, მისივე ოჯახის წევრების წინ ესროლა.


ჯესი ჯეიმსის კულტმა კულტურის ყველა სფეროში შეაღწია., მათ შორის ლიტერატურაში, ვიდეო თამაშებში, კომიქსებში, მუსიკაში, თეატრალურ სპექტაკლებში, ფილმებში, ტელევიზიასა და რადიოში.

image

ჯეიმს სხვადასხვაგვარად აღწერენ. როგორც ამერიკელ დამნაშავეს, ბანკებისა და მატარებლების მძარცველს, პარტიზანულ მებრძოლს და ჯეიმს-იანგერის ბანდის ლიდერს.


ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ, როგორც მძარცველებმა და ბანდიტებმა, ჯესი და ფრენკ ჯეიმსებმა მოიპოვეს ნაციონალური პოპულარობა და სიმპატიაც კი, მიუხედავად მათი დანაშაულისა. ჯეიმსი გახდა იმ ეპოქის საკულტო ფიგურა და მისი ცხოვრება დრამატიზირებულ მითოსად იქცა.

0
300
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0