x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თუ ასეთ უმძიმეს დანაშაულებებს ფარავდით, თქვენც სრული თანამონაწილეები ყოფილხართ"- ვის მიმართავს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ქართული ოცნების" ერთ - ერთ მთავარ წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას გულისხმობს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"პირველი შემთხვევაა კაცობრიობის ისტორიაში, რომ 12 წლის წინ ძალაუფლებიდან წასული პოლიტიკური ძალის დასჯას გვპირდება, ასევე მის შემდგომ, ხელისუფლებაში უცვლელად მყოფი რეჟიმი და ესაა მისი მთავარი საარჩევნო დაპირება. მანამდე ვინ გიშლიდათ ხელს? თუ ასეთ უმძიმეს დანაშაულებებს ფარავდით, მაშინ თქვენც სრული თანამონაწილეები ყოფილხართ. ვფიქრობ მართლა ვერ არიან კარგად."- ვკითხულობთ ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტის, შალვა ნათელაშვილის ფეიბსუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება არა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრა, არამედ ყოფილი მმართველი პარტიის და მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ოპოზიციური პარტიების აკრძალვაა.


"ქართულ ოცნებას" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო განზრახვა აქვს - ამჟამინდელ მმართველ პარტიას მეოთხე ვადით სურს ხელისუფლებაში დარჩენა და თანაც, საკონსტიტუციო უმრავლესობით.


ამას კი იმით ასაბუთებს, რომ ასაკრძალია "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა", "ნაცმოძრაობა თავისი სატელიტებით და მემკვიდრე პარტიებით", რაც, ხელისუფლების მაღალჩინოსნების განმარტებით გულისხმობს ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს.







0
140
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
140