x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"გააგრძელეთ ისტორიული შიზოფრენია!"-ბაკურ სვანიძე

image

ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ტიკ-ტოკზე გადააწყდა არხს, რომელიც მაყურებლებს ისტორიულ მოვლენებს უყვება, თუმცა რამდენად რეალურს თავად განსაჯეთო:

image

"ვაჰ, ვიცინო, ვიტირო თუ რა ვქნა არ ვიცი რა... "ტიკტოკზე" წავაწყდი არხს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ი ს ტ ო რ ი უ ლ ფაქტებს ჰყვება... ამ არხზე შეგიძლიათ მოისმინოთ შემდეგი ფრაზები:- როცა ისმენთ ა ზ ი ი ს ისტორიას - "აზიისა და კავკასიის ტერიტორიაზე შეჭრილმა რუსეთმა გ ა ა ნ ა დ გ უ რ ა მრავალი ეთნოსი, ბევრ მათგანს კი, დაუკარგა თვითმყოფადობა და მათი სრული ან ნაწილობრივი რუსიფიკაცია სცადა..."

image
როცა ისმენ ა მ ე რ ი კ ი ს ისტორიას -"ამერიკის ტერიტორიაზე გ ა ქ რ ა მაიას,
აცტეკის, აპაჩის, იროკეზისა და კიდევ არაერთი ცივილიზაციის თუ ტომის კვალი. ზოგი შემორჩენილია ნაწილობრივ..."
image
ჰო... რუსებმა გაანადგურეს და ამერიკაში თავისით "გაქრა"... როგორ ჩანს ამერიკის კონტინენტს ახასიათებს მასეთი რაღაც, ტომები თავისით ქრებიან ხოლმე...
????????
image
ამავე არხზე მოისმენთ- "რუსეთის იმპერია შვიდი ან მეტი წლით იწვევდა სამხედრო სამსახურში კავკასიელ ახალგაზრდებს და იძულებით ამსახურებდა. მათი უმეტესობაშინ ვერ ბრუნდებოდა ან ხეიბარი ხდებოდა.
ამით რუსეთი ცდილობდა სრულად მოესპო კავკასიური, კერძოდ ქართული გენოფონდი"
image
სხვა ვიდეოში კი ვგებულობთ - "იანიჩარი იყო ო ს მ ა ლ ე თ ი ს იმპერიის სამხედრო ელიტის წარმომადგენელი. იანიჩრებად ა რ ჩ ე ვ დ ნ ე ნ ყმაწვილებს კავკასიის, ბალკანეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანული ქვეყნებიდან და ატარებდნენ მათ სპეციალურ სამხედრო წვრთნებს"
image
ანუ, რუსებს მიჰყავდათ იძულებით, ხოლო თურქები "არჩევდნენ"! კი არ იტაცებდნენ ან მონათა ბაზრებზე კი არ ყიდულობდნენ პატარა ბიჭებს, არამედ მიდიოდნენ მათ ოჯახებში, როგორც ჩანს და მ შ ო ბ ლ ე ბ ს ეუბნებოდნენ -"უკაცრავად, შეიძლება, რომ თქვენი შ ვ ი ლ ი იანიჩარად ავარჩიოთ, წავიყვანოთ, რჯული, სახელი, გვარი და ყველაფერი შევუცვალოთ და უკან აღარ
დავაბრუნოთ არასოდეს?" - რა თქმა უნდა მშობლებიც სიხარულით თანხმდებოდნენ ამაზე, რადგან ამით თავის შვილს რუსის ჯარში იძულებით წაყვანისგან იხსნიდნენ!
????????
image
გააგრძელეთ ისტორიული შიზოფრენია!"-წერს ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში.
0
216
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0