x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 წლის ბავშვმა ქალაქის ყოფილი მერი და მისი ქალიშვილი მოკლა
image

ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავეს 10 წლის ბიჭი, რომელმაც ქალაქ მიდენის ყოფილი მერი მოკლა.



შეერთებულ შტატებში დააკავეს 10 წლის ბიჭი შტატი ლუიზიანადან, რომელმაც აღიარა მიდენის ყოფილი მერის და მისი ქალიშვილის მკვლელობა. ამის შესახებ People წერს.


82 წლის ჯო კორნელიუსი და 31 წლის კეიშა მაილსი საკუთარ სახლში კვირას, 1 სექტემბერს იპოვეს, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული.



მათი დახმარება უკვე შეუძლებელი იყო.მოგვიანებით პოლიციამ 10 წლის ბიჭი დააკავა, რომელმაც დანაშაული აღიარა.


„ჩვენ გვაქვს აღიარება, მაგრამ ასეთი შემთხვევები ძალიან დელიკატურია, როცა ამ ასაკის ბავშვთან გაქვს საქმე... უპირველეს ყოვლისა, ვცდილობთ გავიგოთ, იყო თუ არა მიზეზი და თუ იყო, რა იყო ეს მიზეზი“, - განაცხადა ქალაქის პოლიციის უფროსმა ჯარედ მაკივერმა.

image

მან ასევე აღნიშნა, რომ საქმეში ჯერჯერობით უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. კერძოდ, პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ ბიჭი „შეშინებული იყო“, მაგრამ, ამავდროულად, „გადაწყვეტილი ჰქონდა მსგავსი დანაშაულის ჩადენა“. თუმცა მაკივერს არ განუმარტავს, კონკრეტულად რას გულისხმობდა.


კორნელიუსი მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა მიდენის საკრებულოში და 2013 წელს კი მერის პოსტი დაიკავა. მამაკაცი ცნობილი იყო ახალგაზრდებთან მუშაობით და ქალაქელებმა მეტსახელი "მისტერ ჯო" შეარქვეს. კერძოდ, ის აწყობდა ღონისძიებებს ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, ასევე აგროვებდა ფულს განათლებისთვის.

image

0
246
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0