x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ინდოეთში გამოჩდნენ ადამიანებზე მონადირე მგლები, ჯერჯერობით მათი შეჩერება ვერ შეძლეს
image

ინდოეთში დაიწყო ოპერაცია კაციჭამია მგლების დასაჭერად, რომლებმაც უკვე ცხრა ადამიანი შეიწირეს.


გაზაფხულიდან მოყოლებული აზიური კაციჭამია მგლების ხროვა ინდოეთის შტატის უტარ პრადეშის მცხოვრებლებს შიშის ზარს სცემს. თავდასხმები დაიწყო მარტში, მაგრამ ვითარებამ კატასტროფული ხასიათი მიიღო ბოლო კვირებში. მგლებმა ცხრა ადამიანი მოკლეს, მათგან შვიდი ივლისის შუა რიცხვებში. დაზარალებულ რაიონში სხვადასხვა რეგიონიდან მგლებზე მონადირე სპეციალისტები გაგზავნეს. მათ უკვე მოახერხეს ოთხი მტაცებლის განეიტრალება, მაგრამ თავდასხმები არ შეწყვეტილა.


კაციჭამია მგლები ღამით მოდიან სოფლებში და მშობლების ცხვირწინ იტაცებენ ბავშვებს.





ბაჰრაიხის რაიონში მგლების თავდასხმის შედეგად პირველი მსხვერპლის შესახებ მარტში გახდა ცნობილი, შემდეგ კი ხანგრძლივმა სიმშვიდემ დაისადგურა.



მგლები მხოლოდ 17 ივლისს დაბრუნდნენ. ღამით, ხროვა სოფელ ნაკვაში შევიდა და ორი წლის გოგონა გაიტაცა, რომელსაც ეზოში ეძინა დედასთან და მამასთან ერთად, წერს Hindustan Times. სოფლის მცხოვრებლები რომლებიც დასახმარებლად გამოიქცნენ, გოგონა სახლიდან 300 მეტრში იპოვეს. მგლებმა მოასწრეს ფეხებისა და სხეულის ქვედა ნახევრის შეჭმა.

image

იმავე ღამეს, სამი წლის ბიჭი, რომელიც სხვა სოფელში ცხოვრობდა, გამოათრიეს და ნაწილებად გაგლიჯეს მგლების ხროვამ. შემდეგ ორი წლის ბავშვი გაუჩინარდა - მისი ცხედარი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. მას შემდეგ სასიკვდილო თავდასხმები ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ ხდება.


მსხვერპლის უმეტესობა ბავშვები არიან, მაგრამ მგლები უფროსებსაც ესხმიან თავს. 50-ზე მეტმა ადამიანმა გაქცევა მოახერხა, თუმცა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.


ერთ-ერთი გადარჩენილი ბიჭი სახელად ფირუზია. დედამისის თქმით, მგელი ღამით სახლში შეიჭრა, ბავშვს კისერში ჩაავლო კბილები და გარეთ გაიყვანა. "სასოწარკვეთილად ვცდილობდი მის გადარჩენას, მგელს ფეხებზე მოვქაჩე, მაგრამ ეს ყველაფერი ამაო იყო", - ამბობს ის.


მგელმა ბიჭი დაახლოებით 200 მეტრი ათრია და მინდორში გასვლა მოახერხა. სოფლის მაცხოვრებლებმა, რომლებმაც გაიგონეს დედის ყვირილი, მისდევდნენ და შეძლეს ნადირის შეშინება. მან მიატოვა ბავშვი და გაიქცა. ბიჭმა საავადმყოფოში 13 დღე გაატარა. მგლის თავდასხმის შედეგად მას სახეზე, კისერზე და თავზე ნაიარები დარჩა.


როცა ბნელდება, ათობით სოფლის მცხოვრები ჩირაღდნებით გამოდიან და გათენებამდე იცავენ ტერიტორიას. უმეტესობა შეიარაღებულია რკინის ჯოხებით, ჯოხებით, ზოგიერთს აქვს იარაღიც.



„მინდა, აქ ყველამ იცოდეს, რომ სანამ მგლებს არ დაიჭერენ, მე და ჩემი ამხანაგები დავიცავთ მოსახლეობას“, უთხრა ერთ-ერთმა მოხალისემ India Today-ს ჟურნალისტს. მისი თქმით, საუბარი არ არის ერთ ან ორ ცხოველზე. ის დარმწუნებულია, რომ მგლები კიდევ ბევრნი არიან.



ხელისუფლებამ გამოაცხადა ოპერაცია "ბჰედიას "(როგორც მგლებს ჰინდიში უწოდებენ) დაწყების შესახებ. ივლისის ბოლოს ბაჰრაიხის რაიონში ველური ბუნების კონტროლის სპეციალისტების ათი გუნდი მუშაობდა. ხაფანგები და ინფრაწითელი კამერები დადგეს იმ ადგილებში, სადაც ცხოველები დაძრწოდნენ. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. აგვისტოს ბოლოსთვის მათ დასახმარებლად მიმდებარე ხუთი რაიონიდან დამჭერები გაგზავნეს, წერს Reuters-ი.


იმავდროულად, ექსპერტები ცდილობენ მოიფიქრონ ახალი გზები მტაცებლებისგან თავის დასაცავად. ”ჩვენ ვგეგმავთ გამოვიყენოთ სპილოს ექსკრემენტები და შარდი, რათა ვაიძულოთ მგლები, თავი შორს დაიჭირონ ადამიანების საცხოვრებელი ადგილებისგან” - განაცხადა სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აკაშ დიპ ბადავანმა.


მგლები, როგორც წესი, ცდილობენ მოერიდონ დიდ ცხოველებს, ამიტომ სპილოს სუნმა შეიძლება დააფრთხოს ისინი.

0
166
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0