x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამაზე ბევრი ლაპარაკი ბიძინას გამარჯვების ბილეთია…გაგოიმებთ უბრალოდ, რომ კიდევ მოიგოს“ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


პარტია "ფედერალისტების" ერთ - ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებას, "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვასთან დაკავშირებით, პირად გვერდზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე ბევრი საუბარი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების ბილეთია. "ტაბულას" დამფუძნებლის თქმით, "ენმ"-ეს გარეშე ივანიშვილი ვერ იარსებებს:


"ნაციონალური მოძრაობის აკრძალვაზე საუბარი ემსახურება ნაცმოძრაობის მთავარ ალტერნატივად წარმოჩენას და არაფერს სხვას.


ამაზე ბევრი ლაპარაკი ბიძინას გამარჯვების ბილეთია.



ნაცმოძრაობის გარეშე ბიძინა ვერ იარსებებს – გაგოიმებთ უბრალოდ, რომ კიდევ მოიგოს."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება არა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრა, არამედ ყოფილი მმართველი პარტიის და მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ოპოზიციური პარტიების აკრძალვაა.







0
443
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
443