x
მეტი
  • 11.11.2024
  • სტატია:138175
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511932
ენთუზიაზმით სავსე მხატვარმა Mercedes-ის ძველი ავტობუსი სტუდიოს ტიპის სახლად გადააკეთა
image



როდესაც ძველი სატრანსპორტო საშუალების, როგორიცაა ავტოფურგონი, სასკოლო ავტობუსი ან სატვირთო მისაბმელი, მოძრავ საცხოვრებლად გადაქცევა ხდება თავად ტრანსფორმაციის და მოგზაურობის მოყვარულთა მიერ, მაშინ ყოველი ავტოსახლი ხელოვნების ნიმუში ხდება. ასეთი ობიექტები ყოველთვის უნაკლო არ გამოდის, თუმცა ყველა შეიძლება ჩაითვალოს უნიკალურ ქმნილებად, იმის მიუხედავად, ვინ მუშაობს მასზე, ოსტატი თუ დამწყები. ეს ჭეშმარიტება დაამტკიცა ავსტრალიელმა მხატვარმა, რომელმაც მერსედესის ძველი ავტობუსი აქცია მომხიბვლელ სტუდიო-სახლად, რომელიც ტყეში მდებარეობს.



image



დღევანდელი ისტორია ეხება საოცარ პროექტს „თავად გააკეთე“, რომელიც აჩვენებს, რა შეიძლება გამოვიდეს ძველი ავტობუსიდან, თუ პროცესს ენთუზიაზმით მიუდგები, შემოქმედებით უნარებს და მხატვრულ ალღოს გამოავლენ. ასეთ თავგადასავალში ჩაერთო ჩელსი, მხატვარი ბრიზბენიდან, რომელმაც Mercedes-ის ძველი ავტობუსი შეიძინა. ავტობუსი უკვე ისე იყო გაცვეთილი, რომ შემდგომი გამოყენებისთვის შეკეთებას აზრი არ ჰქონდა.




image



გოგონამ სწორედ ეს მოდელი აირჩია, რადგან ის სხვა მოდელებთან შედარებით უფრო გრძელია (11 მ სიგრძეში) და აქვს როგორც წინა, ასევე უკანა კარი. რაც მთავარია, აქვს ბევრი დიდი ფანჯარა, რაც შეესაბამება მის ხედვას მშვიდი ჰავანის შესახებ, რომელიც ორგანულად ერწყმის მიმდებარე ბუნებას და მისი ნაწილი ხდება.



image



საინტერესო ფაქტი: ჩელსი ოცნებობდა შეექმნა ისეთი სივრცე, სადაც თავისუფლად დაკავდებოდა ხელოვნებით და ნამდვილად შეერწყმოდა ბუნებას, თავისი ოცნებებით და მისწრაფებებით. ასევე სურდა ჰქონოდა არა მხოლოდ სახელოსნო, არამედ სრულფასოვანი სახლი სამუშაოდ და დასასვენებლად, სადაც განტვირთვას შეძლებდა და მიმდებარე პეიზაჟში შთაგონებას იპოვიდა.



image



ჩელსის გაცნობა ციცქნა ცხოვრებასთან დაიწყო Toyota Coaster-ის გარდაქმნით, რომელიც თავად გადააკეთა და აქვე ცხოვრობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შორ მანძილზე მოგზაურობისას. თუმცა გოგონას უფრო მეტი სივრცე სჭირდებოდა. ამ მიზეზით შეიძინა მერსედესის ავტობუსი და ახალ ტრანსფორმაციას შეუდგა. მხატვარმა გადაწყვიტა გამოეყენებინა გადამუშავებული მასალები და საგნები მისი წინა კონსტრუქციიდან, ასევე იაფი ვინტაჟური ნივთები. შედეგად, ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა.



image


image



ენთუზიასტმა საჭიროდ არ ჩათვალა ავტობუსის გარეგნობის შეცვლა, მხოლოდ ხასხასა მწვანე ფერში გადაღება, რომ მაქსიმალურად შერწყმოდა მიმდებარე ტყეს, სადაც ჩელსიმ პატარა ნაკვეთი იქირავა. ბუნებრივია, მისი გარსის საფუძვლიანად დათბუნვა მოუწია, რომ ნებისმიერ სეზონზე ავტობუსში კომფორტულად ცხოვრება შესაძლებელი გამხდარიყო. ფანჯრები თავის ადგილზე დარჩა, რომ სახლი ბუნებრივი შუქით ავსებულიყო.



image



ავტობუსის ინტერიერი საკმაოდ ეკლექტიკური აღმოჩნდა. სრულად ასახავს ჩელსის პიროვნებას და მის მხატვრულ ინტერესებს, იმ ჯადოსნურ სამყაროს, რომელიც თავისთვის შექმნა. კრეატიულმა გოგონამ ინტერიერის გაფორმებაში გააერთიანა სხვადასხვა სტილი, სხვადასხვა პერიოდის და ტენდენციის ავეჯი, ასევე იშვიათი დეკორატიული ელემენტები, რომელთაგან ბევრი ხელნაკეთია.



image



ვინტაჟური ავეჯიდან საოცარ სამუშაო ზედაპირით, ფერების კონტრასტებიდან სხვადასხვა ტექსტურებამდე - ყველაფერი საგულდაგულოდ შეირჩა, რომ ხასიათი შეემატებინა. გოგონამ გამოიყენა თავისი მხატვრული ხედვა და თამამი ექსპერიმენტებისადმი სიყვარული, რათა ყველაფერი მოექცია ერთ მთლიანობაში, რომელიც გახდებოდა შინაური და თბილი, მისი ცხოვრების წესის შესაბამისი.



image



თეთრი ჭერის და ფანჯრების სიმრავლის წყალობით, გადაკეთებული ავტობუსის სალონი ფართო და ღია ჩანს. გარდა ამისა, ჩელსიმ ინტერიერი დაამშვენა ოთახის ყვავილებით, რაც ინარჩუნებს სახლის ატმოსფეროს და ბუნებასთან უწყვეტ კავშირს მაშინაც კი, როცა დიასახლისი შიგნით იმყოფება. ისინი მალავენ საკონტროლო პანელს, ავტობუსის ძველი ცხოვრების ერთადერთ მინიშნებას.



image



თუ ვსაუბრობთ სივრცის განაწილებაზე, ჩელსიმ აირჩია ღია დაგეგმარება, სადაც პატარა მისაღები ოთახი სალათისფერი ხავერდის დივნით, ნაქსოვი პლედით და რამდენიმე ორიგინალური ბალიშით (საჭიროების შემთხვევაში, ორადგილიან საწოლად გადაიქცევა), იმავე ფერის პატარა მაგიდით, მყუდრო ლაუნჯის ზონას ქმნის.



image



image



მისაღები ოთახი ორგანულად ერწყმის სამზარეულოს, საძინებელს და სააბაზანოს. ამ სივრცის დიდ ნაწილს იკავებს სამზარეულო უნიკალური სამუშაო ზედაპირით, რომელიც დამზადებულია წითელი კერატის მასალისგან. აქ მოიძებნა ადგილი პატარა მაცივრისთვის, ქურისთვის, ნიჟარისთვის, მიკროტალღური ღუმელისთვის და სხვა წვრილმანი ტექნიკისთვის, რომელიც სამზარეულოს უფრო ფუნქციონალურს ხდის და სამზარეულოს პროცესს აჩქარებს.



image



image



სამზარეულოს მოპირდაპირე მხარეს დადგმულია ვინტაჟური სტუდიოს მაგიდა, რომელიც ჩელსის სამუშაო ადგილია. სწორედ აქ „ჯადოქრობს“ თავისი წიგნის ილუსტრაციებზე, როცა შთაგონებას გრძნობს. გადაკეთებულ ავტობუსში თითოეული ზონა ძალიან ნათელი და ჰაეროვანია, რაც სახლს ხდის მოცულობითს და ფართოს, იმის მიუხედავად, რომ აქვს ბევრი ღია თარო და ყველაზე მოულოდნელი ფერების, ტექსტურების და ნივთების კაშკაშა კომბინაციები.



image



თუ ცოტას გაივლით, აღმოჩნდებით ჩელსის მყუდრო საძინებელში, რომელიც ისეთივე ეკლექტიკურია, როგორც სახლის დანარჩენი ნაწილი. კომფორტული ზომის საწოლი, პატარა ბალიშების შთამბეჭდავი კოლექცია, უზარმაზარი კარადა, რომელიც საძინებელსა და მისაღებ ოთახებს შორის გამყოფი კედლის როლსაც ასრულებს, გრძელი სტელაჟი უჯრებით და ღია თაროებით, რომლებიც გამოიყენება მოგზაურობაში შეძენილი ან საჩუქრად მიღებული წვრილმანების, წიგნების და ხელნაკეთების გამოსაფენად.



image



image



სააბაზანო ავტობუსის უკანა ნაწილს იკავებს. მასში მოსახვედრად საძინებლის გავლა მოგიწევთ, რაც მოსახერხებელი ვერ იქნებოდა, თუ ავტობუსში მთელი ოჯახი იცხოვრებდა. ვინაიდან ჩელსი მარტო ცხოვრობს, მეგობრები და ნათესავები მხოლოდ დროდადრო სტუმრობენ, ახალ მემამულეს ყველაფერი აკმაყოფილებს. სააბაზანო ოთახი სრულიად იზოლირებულია, ამასთან საცხოვრებელი სივრცისგან არ განსხვავდება. ისიც სავსეა ვინტაჟური ავეჯით, სხვადასხვა უჩვეულო წვრილმანით, ასხივებს ღრმა მწვანეს, გაზავებულია სამი სარკით, ფანჯრით და პეჩვორკის ფილებით.



image



ჩელსიმ მერსედესის ძველი ავტობუსის შეძენასა და გადაკეთებაზე დაახლოებით 13, 5 ათასი დოლარი დახარჯა. მოკრძალებული თანხა გამოვიდა, რადგან გოგონამ თითქმის ყველა პროცესი დამოუკიდებლად შეასრულა და გამოიყენა მხოლოდ ძველი მასალები, ასევე მეგობრების და ნათესავების მიერ ნაჩუქარი ავეჯი. ბევრი რამ შეიძინა საიტებზე, სადაც მეორადი ნივთები იყიდება ან ჩუქდება. იგივე ნათესავები და მეგობრები ეხმარებოდნენ იმ პროცესებში, რომლებიც განსაკუთრებული რთული იყო სუსტი გოგონასთვის, ასევე ელექტროენერგიის და სხვა კომუნიკაციების გაყვანაში, სანტექნიკის დამონტაჟებაში.



ასევე დაგაინტერესებთ:

ვისაც ეჩქარება: იტალიელი არქიტექტორი სახლს მხოლოდ 6 საათში აგიწყობთ

4 შვილიანმა ოჯახმა სასკოლო ავტობუსი სახლად გადააკეთა! შედეგი შესანიშნავია

მაქსიმალური ეკონომია: ავტოსახლი მზის ბატარეებზე

ისინი ყოველდღე ფანჯრიდან ახალ პეიზაჟს ხედავენ და დღეებს არ ითვლიან: რატომ მოგზაურობენ ადამიანები ფურგონებით

ყოფილი უსახლკარო პირველი ადამიანია აშშ–ში, ვინც 3D პრინტერით აშენებულ სახლში დასახლდა


0
325
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
325