სხვა
სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული 15 შემზარავი ფოტო
3 სექტემბერი, 11:54
სიკვდილი ყველა ადამიანში გარკვეულ შიშს ბადებს, თუმცა ქვეცნობიერად ყველა ჩვენგანმა იცის რომ ის გარდაუვალია. დღევანდელ სტატიაში ადამიანების სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებულ შემზარავ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლებიც მართლაც რომ მძიმე სანახავია, რადგან თითოეულ კადრში ისეთი ენითაღუწერელი სევდა იმალება, რაც ყველა მნახველში უნებურ შიშსა და სასოწარკვეთას ბადებს.
29 წლის ესპანელი ტორეადორი ვიქტორ ბარიო სიკვდილამდე წამით ადრე. 29 წლის მატადორს ხარმა რქა პირდაპირ გულში გაუყარა. მართალია, ექიმები ადგილზე მყისიერად გაჩნდნენ, თუმცა ახალგაზრდა ტორეროს გადარჩენა სამწუხაროდ ვერ შეძლეს.
31 წლის ვულკანოლოგი დევიდ ჯონსტონი "სენტ-ჰელენზის" მთის ფერდობზე ამოფრქვევამდე 13 საათით ადრე, სადაც გარდაიცვალა კიდეც
პანამაში გადაღებული ჰოლანდიელი გოგონების კრის კრემერსისა და ლისანა ფრონის მიერ გადაღებული უკანასკნელი სელფი, სადაც ორივე ტურისტი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა
ესამ, კელსიმ და სავანამ ეს სელფი მანამდე გადაიღეს, სანამ უკანა ფონზე მოულოდნელად გამოჩენილი მატარებელი მათ სიცოცხლეს არ გამოასალმებდა
გოგონებმა ერთობლივი ფოტო "ფეისბუქზე" ატვირთეს, იმავე საღამოს შაიენ ანტუანმა (მარცხნივ) თავისი მეგობარი ბრიტნი გარგოლი (მარჯვნივ) ქამრით გაგუდა
ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წუთში ვიეტნამელი ქალი შვილებთან ერთად ამერიკელი ჯარისკაცების მიერ სონგმში იქნა მოკლული
ამერიკელმა სერიულმა მკვლელმა და მოძალადემ რობერტ ბენ როუდსმა 14 წლის რეჯინა ქეი უოლტერსს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ეს ფოტო გადაუღო
14 წლის ავსტრალიელმა კიტ საპსფორდმა იაპონიაში გაფრენის მიზნით დამალვა თვითმფრინავის ბორბალში სცადა, საიდანაც ის შუა ფრენისას გადმოვარდა
თქვენ წინაშეა ცნობილი მექსიკელი მომღერლის ჯენი რივერას უკანასკნელი კადრი, რომელიც მან საკუთარ ჯგუფთან ერთად კერძო თვითმფრინავ "Learjet 25"-ში გადაიღო, მექსიკის შტატ ნუევო - ლეონში თვთმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
24 წლის სიდნი ლუფმა ეს სელფი მანამდე გამოაქვეყნა, სანამ პაემანზე წავიდოდა, გოგონა მეგობარი მამაკაცის მიერ იქნა გაგუდული. სიდნის მკვლელმა, ობრი ტრეილმა მისი გარდაცვალება ინტიმის დროს უბედურ შემთხვევას დააბრალა
21 წლის ტუკა რაზო ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულიში მდებარე საკუთარ სახლში, გოგონა იმავე ღამეს ამერიკელების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა
ბეისბოლისტმა როი ჰოლადეიმ ეს ფოტო "ტვიტერზე" თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე რამდენიმე საათით ადრე ატვირთა
ანა ფაბერმა ეს სელფი შეყვარებულს გაუგზავნა, რამდენიმე წუთის შემდეგ გოგონა იქნა გატაცებული და მოკლული, მისი ცხედარი მხოლოდ 2 კვირის შემდეგ იპოვნეს
სასკოლო სელფმა უკანა ფონზე ბიჭის დახრჩობის მომენტი დააფიქსირა, სამწუხაროდ მას ვეღარ უშველეს
ქალმა ეს მხიარული ფოტო გლიობლასტომის მოცილებამდე ცოტა ხნით ადრე გადაიღო, რის შემდეგაც ვეღარ გაიღვიძა