x
image
ლელუ
ზოოპარკში შიმპანზემ ენოტი სცემა

imageამერიკის შეერთებულ შტატებში, სენტ–ლუისის ზოოპარკში, დამთვალიერებლები სასტიკი თავდასხმის თვითმხილველები გახდნენ: შიმპანზემ მის ვოლიერში შემთხვევით მოხვედრილი ენოტი დაუნდობლად სცემა. როგორც „ნიუ იორკ დეილი ნიუსი“ წერს, თავდასხმა გასულ კვირას მოხდა. ზოოპარკის სტუმრებმა კი ამ ამბის ამსახველი კადრები ვიდეოზე გადაიღეს.
კადრებში ჩანს, რომ ერთმა მაიმუნმა ისე ძლიერად გასტყორცნა ენოტი, რომ მან რამდენიმე მეტრი იფრინა და ვოლიერის კედელს მიეჯახა. ენოტი აგრესიული შიმპანზეებისაგან გაქცევას საწვიმარი მილით შეეცადა, თუმცა, ერთ–ერთმა მაიმუნმა მოასწრო და კუდში ხელი სტაცა, ხოლო მეორემ მხეცურად დაუწყო ცემა მუცელში. ენოტმა მოახერხა პრიმატისთვის ეკბინა და თავსაც უშველა.

ფაქტის ამსახველ ვიდეოს, რომელიც გადამღებმა "იუთუბზე" განათავსა, უამრავი მნახველი ჰყავს და კომენტარებიც საკმაო რაოდენობით ახლავს. მნახველთა ნაწილი ცხოველების სისასტიკემ შეძრწუნა, ხოლო მეორე ნაწილს მთელი ეს ისტორია ფრიად სახალისოდ მოეჩვენა...

ვიდეო – http://www.youtube.com/watch?v=AEeUlGzEXAc



2
234
3-ს მოსწონს
ავტორი:ლელუ
ლელუ
234
  
2012, 21 ოქტომბერი, 21:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 21 ოქტომბერი, 2:15
chamoaxchet maimuni. egeti raxaceebi xdeba kaco adamianebshi xdeba da cxovelebshi ra gikvirt? cxovelia ra unda mokitxo tavis teritoriaze sheichra da cem
0 1 2