სხვა "პატარძლის მოლოდინში" - როგორია გავრცელებული სახალისო ფოტოს ნამდვილი ისტორია? 2022, 31 დეკემბერი, 15:42
სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, სახალისო დასათაურებით - "პატარძლის მოლოდინში."
ფოტო ჯერ უცხოურმა გვერდებმა გაავრცელეს, ხოლო შემდეგ ქართველმა ბლოგერებმა და საიტებმაც. გამავრცელებლების ინფორმაციით, სურათი 50-იანი წლების იტალიაშია გადაღებული და მასზე ახალგაზრდა პატარძლის მომლოდინე ოჯახის წევრი ქალბატონები არიან ასახული. კადრმა წარსულიდან ინტერნეტ-მომხმარებლების დიდი მხიარულება გამოიწვია. ბევრს საქართველოსთან და ქართველებთან ასოციაციაც გაუჩინა. თუმცა, როგორც ირკვევა, ფოტოს რეალური ისტორია სულ სხვაა. სინამდვილეში, ფოტოს ავტორი ცნობილი ფრანგი ჰუმანისტი ფოტოგრაფი ჰენრი კარტიე ბრესონია.ჰენრი კარტიე ბრესონი იყო პირველი პროფესიონალი ქუჩის ფოტოგრაფი, რომელიც ქალაქების და სოფლების ქუჩების რეალისტურ ცხოვრებას, ყოველდღიურ მომენტებს ასახავდა. ეს გავრცელებული ფოტო კი 1961 წელს, არა იტალიაში, არამედ, საფრანგეთში, ობენას ახლოსაა გადაღებული. ფოტოზე ასახული ქალები პატარძალს არ ელოდებიან - ისინი პრეზიდენტ შარლ დე გოლის გამოსვლას უსმენენ. 358 შეფასება არ არის
|