x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
საინტერესო რარიტეტული ფოტოები, რომლებიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს!

image


დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას ცნობილი ადამიანებისა და საინტერესო მოვლენების ამსახველი ფოტოების მორიგ სერიაზე შევაჩერებ, რომლებიც დროებით წარსულში დაგაბრუნებთ და არაერთ საინტერესო ისტორიულ მოვლენაზე აგიხელთ თვალს.


image


სილვესტერ სტალონე შვებულების დროს, 1990 წელი



image


ჩოგბურთის სიყმაწვილე და მოწიფულობა, ანა კურნიკოვა და შტეფი გრაფი, 1996 წელი



image


პერ ბერგმანი სიამაყით წარმოადგენს თავის უახლესს გამოგონებას, რომელიც ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის აბაზანაში შესვლისა და გამოსვლის გამარტივებას ისახავდა მიზნად, თუმცა პერისდა სამწუხაროდ, მისი გამოგონება წყლის გაჟონვას იწვევდა, შვედეთი, 1953 წელი


image


დახურული საწოლი ტრადიციული ავეჯის ნაწილი გახლდათ, რომელიც ზამთარში სითბოს კარგად ინარჩუნებდა, თუმცა მისი მაღალი ფასის გამო მასზე მოთხოვნამ მალევე იკლო




image



ტორფის სახლის ბინადრები დრენთე, ნიდერლანდები, 1936 წელი



image


აი, ასე გამოიყურებოდა იაპონელი საველე მედდა 1905 წელს



image


კონცეპტუალური სპორტული მანქანა "Grand Tourer"-ის კლასის იტალიური ავტომწარმოებლების "Bertone" და "Lancia"-სგან. "Lancia Stratos Zero"-ს კონცეპტი, რომელიც 1970 წლის ტურინის საავტომობილო შოუზე იქნა წარმოდგენილი


image


ჯიბის წიგნების გასაყიდი ავტომატი, 1947 წელი



image


ცნობილი მოდის დიზაინერი პიერ კარდენი და მისი მოდელი გოგონები, რომლებიც მის მიერვე შექმნილი ფუტურისტული მედდის ფორმებში გამოწყობილები ფრანგული მოდის ლეგენდასთან ერთად პოზირებენ, პარიზი, საფრანგეთი, 1970-იანი წლები



image



მოსაწევი მოწყობილობა წყვილებისთვის, რომელიც ლონდონში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ინგლისი, 1955 წელი


image



ფრანგი გამომგონებელი ველოსიპედის სიჩქარის გაზრდას პროპელერის გამოყენებით ცდილობს, პარიზი, საფრანგეთი, 1936 წელი


image


ბრიუს ლი და ჯეიმს გარნერი



image


მადრასის უნივერსიტეტის ბრაჰმანელი სტუდენტი მეცადინეობისას, ინდოელს თმა ლურსმანზე აქვს მიმაგრებული რათა სწავლისას არ ჩაეძინოს, 1948 წელი, მშვენიერი მეთოდია, რას იტყვით?



image


ქალბატონი საკუთარი ავტომობილის "Philips"-ის პლეერში ფირფიტის შეცვლისას, 1959 წელი



image


"ატომური დალი" - ფილიპ ჰალსმანის 1948 წლის ფოტო, რომელზეც ხედავთ ჰაერში გამოკიდებულ ესპანელ სიურეალისტ მხატვარს სალვადორ დალის, სამ კატას, მოლბერტს, წყლის ნაკადსა და სკამს. ფილიპ ჰალსმანს ჩანაფიქრის კადრად ქცევა დიდი ხნის განმავლობაში ვერ გამოსდიოდა, თქვენ კი ახლა ფოტოგრაფის 28-ე მცდელობის შედეგს ხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ასეთი კომპოზიციის ფოტოშოპში გაკეთება სულ მარტივად შეიძლება, ვფიქრობ შედეგი ძალისხმევად ნამდვილად ღირდა


image


მეხანძრე - ძაღლი მოთმინებით ელის მომდევნო განგაშის სიგნალს, ნიუ-იორკი, 1943 წელი



image


"უიქენდისთვის" მზადება, ჟურნალი "Harper's Bazaar", 1972 წელი



image


მიდიების ფერმის "მოსავალი", ყირიმი, სუდაკი, 1986 წელი



image


პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საცეცხლე ნაგებობაში, საუდის არაბეთი, 1990 წლის 22 ნოემბერი



image


"USS Iowa" (აშშ-ს საზღვაო ძალების "აიოვას" ტიპის ოთხი საბრძოლო ხომალდის სერიის წამყვანი გემი, რომელსაც სახელი აიოვას შტატის საპატივსაცემოდ მიენიჭა)-ას ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონია, ნიუ-იორკის სახელმწიფო სამხედრო-საზღვაო გემთსამშენებლო ქარხანა, ნიუ-იორკი, შეერთებული შტატები, 1943 წლის 22 თებერვალი



image


ავარიის შედეგად ბრიტანული საინჟინრო ტანკ "ცენტურიონ AVRE"-ს სრული საბრძოლო მასალის აფეთქება, სპარსეთის ყურე, 1991 წლის თებერვალი



image


იაპონელი მოდის მოყვარულები, ტოკიო, 1930 წელი



image



სოფი ლორენის დუბლიორი, იტალიელი მსახიობი შილა გაბელი









0
383
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
383