x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 ისტორიული ფოტო, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ

image


ცნობისმოყვარეობა ადამიანის ბუნებაა, რომელსაც ის ვერსად გაექცევა. ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს: რა მოხდა, როგორ ან რატომ? ამ კითხვებზე პასუხებს ყველგან ვეძებთ და მანამ ვერ ვისვენებთ სანამ მათზე პასუხებს არ ვპოულობთ. დღევანდელი პოსტიც სწორედ ასეთ ცნობისმოყვარე ადამიანებს ეძღვნება. თქვენ წინაშეა საინტერესო პიროვნებების, ამაღელვებელი მოვლენების და ისტორიული კადრების მორიგი სერია, რომელიც ბევრ საინტერესო მოვლენაზე აგიხელთ თვალს.


ბარბარა ბრილსკა


image


საბჭოთა მაყურებელი ბარბარა ბრილსკას ელდარ რიაზანოვის საახალწლო კომედიიდან "ბედის ირონია ანუ გაამოთ" იცნობს, თუმცა პოლონელმა მსახიობმა სულ მცირე კიდევ რამდენიმე ათეულ ფილმში ითამაშა. გარდა ამისა, ბარბარა საკმაოდ თამამ ფოტოსესიებშიც მონაწილეობდა.


ჰარი ჰუდინი


image


ცნობილი ამერიკელი ილუზიონისტი ჰარი ჰუდინი ცნობილი გახდა ტრიუკებით, რომელსაც ის რთულ პირობებში ბორკილებისაგან გასათავისუფლებლად იყენებდა. ჯაჭვებით დაბმული ტრიუკების ოსტატი ამ ფოტოზე წყალში ჩასაყვინთად ემზადება, ბოსტონი, 1906 წელი. ჰარი ჰუდინი ერთ-ერთი თაყვანისმცემლის მიერ მისთვის მუცელში მუშტის ჩარტყმის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ჰუდინი ადამიანებუფლებას აძლევდა, მისთვის დაერტყათ, რათა საკუთარი არაჩვეულებრივი მუცლის პრესის დემონსტრირება მოეხდინა. ჰარი ასეთი მორიგი დარტყმისგან საავადმყოფოში, შინაგანი სისხლჩაქცევებისგან გარდაიცვალა.




გოგონა ძაღლით


image


ეს ფოტო ისეთივე მომაჯადოებელია, როგორი მომაჯადოებლებიც შეიძლება ბავშვები და ცხოველები იყვნენ. პატარა გოგონა აღფრთოვანებულია იმით, რომ ამ უზარმაზარი ძაღლის გვერდით პოზირებს, 1950 წელი



ბეტი პეიჯი


image


ცნობილი ამერიკელი ფოტომოდელი ბეტი პეიჯი "პინ-აპის" "დედოფალი" გახლდათ. მართალია, ამ სტილში მერლინ მონროსაც და ბეტი ბროსმერსაც კი იღებდნენ, თუმცა პეიჯმა მაყურებელი თავისი საოცრად წვრილი წელით მოხიბლა. ასევე, ბეტი პეიჯი გახლავთ პირველი მოდელი, რომელიც ჟურნალ "Playboy"-თან თანამშრომლობდა.


"სამსახურეობრივრომანის" გადაღების პროცესი


image


ცოტამ თუ იცის, რომ რეჟისორ ელდარ რიაზანოვის 1977 წელს გადაღებული ცნობილი კომედიური ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო - "ზღაპარი ხელმძღვანელი კონკიას შესახებ", თუმცა სახელწოდება დირექტორთა საბჭომ დაიწუნა და მისი შეცვლა მოითხოვა.




სკანდინავიური სერვისი


image



ასე ემსახურებოდა 1969 წელს "SAS Scandinavian Airlines"-ი საკუთარ გზავრებს. ამგვარ მენიუს "შვედური მაგიდა" ეწოდებოდა და მისი არჩევა მგზავრებს გაფრენის წინ წარმოდგენილი რამდენიმე ვარიანტიდან შეეძლოთ. შესაბამისად, ასეთი ფურშეტისთვის საჭირო იყო ბილეთის მითითებულ ღირებულებაზე ცოტა მეტის გადახდა.



სინდი კროუფორდი


image


ამერიკელი სუპერმოდელი სინდი კროუფორდი 1990-იან წლებში პოპულარობის პიკში იყო. გოგონამ ერთმანეთის მიყოლებით მყისიერად დაიპყრო მსოფლიო მოდის სახლები. მისი ფოტოების რაოდენობა კი იმდენად დიდია, რომ ძნელია მათგან რამდენიმე საუკეთესოს არჩევა - ყველა სურათზე სუპერმოდელი მომხიბვლელად და თვალისმომჭრელად გამოიყურება. 90-იანების ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული სახე დღეს 58 წლის არის და კვლავ საოცარ ფორმაშია.


კარლა ბრუნი


image


იტალო-ფრანგმა მოდელმა კარიერა სიმღერით დაიწყო. კარლა შესანიშნავად მღერის და მუსიკასაც თავადვე წერს. საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მესამე ცოლი ქმრის ჩრდილში არასდროს ყოფილა. კარლა საკმაოდ ეფექტური და თვალისმომჭრელი გარეგნობით გამოირჩევა, რომლის წყალობითაც ის წამყვანი მოდის ჟურნალების ფურცლებზე, ისევე როგორც მსოფლიო პოდიუმებზეც არაერთხელ გამოჩნდა.


სკოლა ღია ცის ქვეშ


image


1950-იან წლებში ნიდერლანდებში მასწავლებლები კარგ ამინდში გაკვეთილს ბავშვებს ღია ცის ქვეშ უტარებდნენ. გამომდინარე იქიდან რომ ჰოლანდია გახლავთ ქვეყანა, სადაც მზიანი და თბილი დღეების დათვლა თითებზეც კი შეიძლება, ასეთი ზომების მიღება აუცილებელიც კი იყო.



ჯოან კოლინზი


image


ბრიტანელ ჯოან კოლინზს ჰოლივუდში სიამოვნებით შეხვდნენ. კინოკომპანია "XX Century Fox"-მა ახალგაზრდა მსახიობთან კონტრაქტი ზედმეტი ყოყმანის გარეშე გააფორმა. ლამაზი და მოხდენილი ჯოანი მაყურებელს პირველივე გამოჩენისთანავე მოეწონა, შესაბამისად, მსახიობს როლებიც მოემატა და პოპულარობაც. დღეს, ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი 91 წლის არის და კვლავ შესაშურ ფიზიკურ ფორმაშია.









0
478
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
478