x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
წარსულის 10 წარმოუდგენელი სილამაზის ქალბატონი, რომელთა გარეგნობაც გულგრილს ვერავის ტოვებს

image


დრო გადის, სტანდარტები იცვლება, თუმცა ჭეშმარიტ სილამაზეს დრო მაინც ვერაფერს აკლებს. დღეს, გადავწყვიტე წარსულში გამოგზაუროთ და იდუმალებით მოცული ქალბატონები წარმოგიდგინოთ, რომელთა სილამაზემაც დროს გაუძლო. თქვენ შესაძლოა ხელოვნებაში ვერ ერკვეოდეთ, თუმცა ამ ქალბატონების შარმისა და მიმზიდველობის დაუფასებლობა არ შეიძლება. თქვენ წინაშეა ულამაზესი ქალბატონების ფოტოები, რომლებიც გულგრილს ვერც ერთ თქვენგანს ვერ დატოვებს.



სოფი ლორენი


image


ლეგენდარული მსახიობი და იტალიური კინოს ნამდვილი ლეგენდა, სოფი ლორენი მთელ მსოფლიოში უყვართ, ბევრისთვის ამ საოცარი ქალბატონის იმიჯი დღემდე ქალურობისა და დახვეწილობის სიმბოლოდ რჩება. მსახიობს ასევე, ვატიკანის წარმომადგენლებიც აღმერთებდნენ. სოფი ლორენის არაჩვეულებრივი გარეგნობა რომის პაპმაც არაერთხელ აღნიშნა.





რომი შნაიდერი


image


ლეგენდარული რომი შნაიდერი მთელს მსოფლიოში იყო ცნობილი. ერთ დროს ის ისეთივე პოპულარული იყო, როგორც მარლენ დიტრიხი. გერმანულ-ფრანგული წარმოშობის ულამაზესს მსახიობს საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემლი ჰყავდა, თუმცა მან ალენ დელონი აირჩია. სამწუხაროდ, ეს ლამაზი წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა.





ელკე ზომერი


image


ელკე ზომერი კინოინდუსტრიაში სრულიად შემთხვევით მოხვდა. საქმე იმაშია რომ რეჟისორმა ვიტორიო დე სიკამ გოგონაში დიდი პოტენციალი დაინახა და ის კინოსინჯებზე მიიწვია, მას შემდეგ რიგითი, გერმანელი გოგონა ჰოლივუდის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.





ელზა მარტინელი


image


რეჟისორმა ვიტორიო დე სიკამ მსახიობებს შორის კიდევ ერთი იტალიელი გოგონა, ელზა მარტინელი გამოარჩია. "ის ისე გამოიყურება, თითქოს მხატვარმა შექმნა", - აღმოხდა ერთხელ ნეორეალისტ რეჟისორს. ასე იქცა მოდელი მსახიობად, რომელმაც 60-ზე მეტ ფილმში ითამაშა.





როზანა სკიაფინო


image


ამ იტალიელ ლამაზმანს მთელი მსოფლიო იცნობდა. მისმა პოპულარობამ პიკს 1960-იან წლებში მიაღწია. საბჭოთა კავშირში როზანა სკიაფინო ცნობილი იყო ფილმით "პარიზის საიდუმლოებები" (1961), სადაც ის გრაფინია ჟანა დე ბოვეს განასახიერებდა.






ბრიჯიტ ბარდო


image


1961 წელს ყველა მოდის მიმდევარს მისი სახელი პირზე ეკერა. მას შემდეგ, რაც ბრიჯიტ ბარდო ეკრანზე გამოჩნდა, ის მთელი მსოფლიოს ქალბატონებისთვის ერთგვარ "მოდის ხატად" იქცა. ქალბატონები მის მსგავსს მაკიაჟს ატარებდნენ, თმას მის მსგავსად იღიავებდნენ და საყვარელი მსახიობისნაირ ვარცხნილობასაც ატარებდნენ.



მერლინ მონრო


image


სანამ ნორმა ჯინი ქერათმიანი მერლინ მონრო გახდებოდა, ის ზუსტად ასე გამოიყურებოდა, და უნდა აღინიშნოს რომ ასეთი იმიჯი მას ძალიან უხდებოდა. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს - მერლინის სილამაზე და ქარიზმა არ იყო არც მის თმის ფერზე, მაკიაჟსა თუ ძვირადღირებულ სამოსზე დამოკიდებული.





სოფი მარსო


image


ახალგაზრდა სოფი მარსომ სამსახიობო კარიერის გაკეთება კინოს ისეთი ლეგენდების გვერდით დაიწყო, როგორებიც კატრინ დენევი და ჟერარ დეპარდიე არიან. გოგონამ მაყურებელი გამოჩენისთანავე თავისი სილამაზით მოხიბლა, აღფრთოვანებული მაყურებელი ფრანგული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ლამაზი მსახიობის გამოჩენას ფილმიდან ფილმში სულმოუთქმელად ელოდა. მოგვიანებით, ფრანგული კინოს ცოცხალმა ლეგენდამ მელ გიბსონის "მამაც გულშიც" ითამაშა.






ჰელენა ბონემ კარტერი


image


ჰელენა ბონემ კარტერს შეუძლია თავისი არისტოკრატული წარმოშობით იამაყოს. მას კავშირი ბრიტანეთის სამეფო დინასტიასთან აქვს. მსახიობს ძალიან უხდება ვინტაჟური კაბები და ძველებური ვარცხნილობები. შესაძლოა, სწორედ ამიტომ იწვევენ ინგლისელ მსახიობს ასე ხშირად კოსტიუმირებულ ფილმებში გადასაღებად.





კლაუდია შიფერი


image


ლეგენდარულმა გერმანელმა სუპერმოდელმა და 90-იანი წლების ერთ - ერთმა გამორჩეულმა სახემ სამოდელო სფეროში მაღალი სტანდარტები დააწესა, თუმცა თანამედროვე სამყაროში შერჩევის კრიტერიუმები ახლა უკვე გაცილებით შემსუბუქდა: დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა სიმაღლესა და სახის ნაკვთებს, საკმარისია მხოლოდ კარგი ფიგურა, თუმცა, დღესდღეობით, არასტანდარტული გარეგნობის მქონე გოგონებიც მოდელები უპრობლემოდ ხდებიან, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, კლაუდია შიფერი მაინც გამორჩეულად კარგია.











0
1077
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1077