x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
44 წლის წინანდელ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სიგარეტის ნამწვით იპოვეს
image

აშშ-ში 44 წლის წინანდელ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სიგარეტის ნამწვით იპოვეს .რა დროსაც დნმ-ს ანალიზი იყო გამოყენებული.



ვაშინგტონის შტატში, აშშ-ში, 44 წლის წინანდელ საქმეში ეჭვმიტანილი იპოვეს სიგარეტის ნამწვზე დარჩენილი დნმ-ის კვალით და დააკავეს. ინფორმაციას Seattle Times ავრცელებს.


1980 წლის თებერვალში პოლიციამ აღმოაჩინა დოროთი მარი სილზელის ნეშტი მის ბინაში. ქალი გააუპატიურეს და შემდეგ გაგუდეს. პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულის ადგილი დაათვალიერეს, კრიმინალური ნივთმტკიება შეაგროვეს და შეინახეს.


image

მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გახდა პოლიციისთვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მისცემდა მარი სილზელის საქმეზე ეპოვნათ ეჭვმიტანილები . სასამართლო გენეტიკური გენეალოგიის წყალობით, სამართალდამცავებმა შეძლეს სავარაუდო დამნაშავეების სია 65 წლის კენეტ კუნდერტამდე შეემცირებინათ.


მამაკაცი დაკითხვაზე მიიწვიეს, რა დროსაც მისი დნმ-ის ნიმუშის აღება სურდათ. თუმცა, კუნდერტმა უარი თქვა ნებაყოფლობით მიეცა პოლიციისთვის დნმ-ის ნიმუშები. დაკითხვისას ეწეოდა და წყალს სვამდა, მაგრამ სიგარეტის ნამწვი და ბოთლი ჯიბეში ჩაიდო და თან წაიღო.


რამდენიმე თვის შემდეგ პოლიციამ დაიწყო კუნდერტზე თვალყურის დევნება და შეძლეს აეღოთ სიგარეტის ნამწვი, რომელიც მან ქუჩის საფერფლეში დატოვა. ექსპერტებმა შეადარეს მიღებული დნმ-ს და სილზელის ბინაში შეგროვებული მასალის ანალიზი და დაადგინეს, რომ ნიმუშები ემთხვევა. კუნდერტი მაშინვე დააკავეს.

image

მამაკაცის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ერთადერთი, რაც კუნდერტს მსხვერპლთან აკავშირებს არის ის, რომ მისი ნათესავი 1980-იან წლებში დოროთი მარი სილზელთან ცხოვრობდა.

0
242
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0