საზოგადოება „ვერ ვთხოვდებოდი! უბანში ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, გზას ვერ გამოვაგნებდი“ – ნინო ჩხეიძე 31 აგვისტო, 9:31
.
პოპულარული ქართველი მომღერალი ნინო ჩხეიძე მისი ცხოვრებიდან საინტერესო ისტორიას იხსენებს. თავგადასავლების შესახებ მომღერალი ჟურნალ თბილისელების ჟურნალისტს გულწრფელად ესაუბრა.
.
„18 წლის ვარ. ვერ ვთხოვდები... უბანში ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. სოლოლაკში ვტრიალებდი და ვაჟა-ფშაველაზე რომ მოვხვედრილიყავი, უკან გზას ვერ გამოვაგნებდი. . ერთხელ ჩემმა დაქალმა თავისი ძმის საკალათბურთო თამაშზე დამპატიჟა. მეც გამოვიპრანჭე, ახალი პონჩო ჩავიცვი და წავედით. . ეიფორიაში ვარ. მოთამაშეები შევათვალიერე. ერთ-ერთმა ჩააგდო და გამომხედა. ჭკუაზე არ ვარ, ვფიქრობ, ყოჩაღ, ნინო, მაგარ ფორმაში ხარ-მეთქი. . გაგრძელდა თამაში. მეორეც ჩააგდო, გადაულაპარაკა მეორე ბიჭს და იმანაც შემომხედა. ჭკუაზე არ ვარ, ვიპრანჭები. მერე მეორეს გადაულაპარაკა, იმან – მესამეს. მოკლედ, გაგიჟებული ვარ და ვფიქრობ, აქედან გაუთხოვარს არ გამიშვებენ-მეთქი. ბოლოს ისე მოხდა, რომ მთელი გუნდი მიყურებს, ორივე გუნდი მე მიყურებს. . პიკი კი ის იყო, რომ სულ ბოლოს მთელმა დარბაზმა გამომხედა, თურმე, ტაბლოს ქვევით ვიჯექი და ამიტომ იყურებოდნენ აქეთ... . ასეთი იმედგაცრუება ცხოვრებაში არ მქონია, თუმცა ის ორი საათი კი ვიყავი გახარებული“. - აღნიშნავს ნინო ჩხეიძე. 118 1-ს მოსწონს
|