x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ტოპ - 10 შოკისმომგვრელი არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელსაც ახსნა დღემდე ვერ უპოვნეს

image


კაცობრიობის ისტორია - მოვლენებისა და წარმოუდგენელი ფენომენის უზარმაზარი ტილოა, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე იწვევს ერთგვარ შოკსა და გაკვირვებას. დღევანდელ სტატიაში იმ არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც მეცნიერებს შორის დღემდე კამათის თემაა.



1. ვოინიჩის ხელნაწერი


image


უცნობი ავტორის მიერ უცნობი ენით დაწერილი დაახლოებით მე-15 საუკუნით დათარიღებული ვოინიჩის მანუსკრიპტი 21-ე საუკუნის ლინგვისტიკის, კრიპტოლოგიისა და სემიოტიკის ყველაზე იდუმალ საიდუმლოს წარმოადგენს. ამჟამად, ეს ილუსტრირებული კოდექსი იელის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება.




2. მუმიებზე აღმოჩენილი კოკაინისა და თამბაქოს კვალი


image


1992 წელს გერმანელმა მეცნიერებმა ეგვიპტური მუმიების ნაშთებზე კოკაინისა და ნიკოტინის კვალი აღმოაჩინეს. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ კოკაინისა და ნიკოტინის შემცველი მცენარეები იმ დროს მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში იზრდებოდა.




3. ბაღდადის ბატარეა


image


გასული საუკუნის 30-იან წლებში ბაღდადის მახლობლად აღმოაჩინეს იდუმალი არტეფაქტი, რომელიც გახლდათ 13 სანტიმეტრიანი ერთგვარი ჭურჭელი, რომლის ყელშიც რკინის ღერძი იყო მოთავსებული და რომელსაც კოროზიის კვალი აღენიშნებოდა, ჭურჭლის შიგნით კი სპილენძის ცილინდრი იყო ჩასმული. თავად ცილინდრის შიგნით - ასევე რკინის ბირთვი იყო მოთავსებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება ერთგვარი ბატარეა ყოფილიყო, რომელიც ელექტროენერგიას წარმოქმნიდა, თუმცა ბაღდადური არტეფაქტის საბოლოო დანიშნულება მეციერებისთვის დღემდე უცნობია.





4. ინკების ოქროს ფიგურები


image


სამხრეთ ამერიკაში აღმოჩენილი საფრენი აპარატების მსგავსი ეს ოქროს ფიგურები, მეცნიერებს შორის დღემდე იწვევს სრულ დაბნეულობას. მათი შექმნისას თუ რით იყვნენ ინკები შთაგონებულები უცნობია.



5. იმპერატორ ცინ შიხუანდის ტერაკოტის არმია


image


სამარხი ჭის გათხრისას შემთხვევით, 1974 წელს იქნა აღმოჩენილი. დღესდღეობით, ის იუნესკოს სიაშია შესული და მკაცრად არის დაცული. საფლავს პირობითი სახელი იმის გამო მიენიჭა რომ მასში 8000-ზე მეტი სრულად შეიარაღებული, ჯარისკაცის სრული ზომის ქანდაკებები იქნა ნაპოვნი, ამასთან, ჯარისკაცების გარდა, სამარხში ასევე ცხენების ქანდაკებებიც იქნა აღმოჩენილი. მეცნიერები ვერ ხვდებიან, თუ რისთვის იქნა გაკეთებული მსგავსი სამარხი.





6. საოცარი პუმა პუნკუს ქვები


image


სამხრეთ ამერიკაში მდებარე ეს ნანგრევები ყველაზე ძველია დედამიწაზე. პუმა პუნკუს ქვები წარმოსახვას მართლაც აოცებს! ქვები ყველაზე გამძლე მასალისგან - გრანიტისა და დიორიტის მასალისგან არის დამზადებული, რომლებიც თითქმის 800 ტონას იწონის, ნანგრევებზე სხვადასხვა ფორმები საოცარი სიზუსტით იქნა ამოკვეთილი, რაც მხოლოდ ტექნოლოგიის გამოყენებით შეიძლებოდა, თუმცა იმ პერიოდში ასეთი საშუალებები არ არსებობდა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ნანგრევები ალმასის იარაღებით იქნა მოჩუქურთმებული.





7. ქრისტეს სუდარა


image


ეს კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქრისტიანული რელიქვია გახლავთ. ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტეს სხეული სწორედ ამ სუდარაში იყო გახვეული. აღნიშნული აღმოჩენის ავთენტურობის შესახებ კვლევა დღემდე გრძელდება. ქსოვილის ნაჭერი, რომელშიც იესო ნაზარეველი გარდაცვალებისას გაახვიეს, ამჟამად, ტურინის საკათედრო ტაძარში ინახება.






8. გიზას დიდი პირამიდები


image


პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილი კვლავაც აგრძელებს დიდი რაოდენობით არქეოლოგების, ფიზიკოსებისა და ასტროლოგების ყურადღების მიქცევას. დღემდე უცნობია, რეალურად როგორ აშენდა ეს პირამიდები, ვინ ააგო ისინი ან რა ტექნოლოგიები იქნა მათი აგებისას გამოყენებული, ვინაიდან თითოეული პირამიდის თითოეული ფილა დაახლოებით 6-7, ზოგი კი 10 ტონასაც კი იწონის!






9. სტოუნჰენჯი (ინგლისი)


image


ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში (სოლზბერის ვაკეზე) მდებარე
ამ პრეისტორიული მეგალითური მონუმენტის შესახებ მსოფლიოში ყველამ იცის, თუმცა დღემდე უცნობია თუ რა მიზნით იქნა ეს არქეოლოგიური ძეგლები აგებული.




10. ნასკას ხაზები


image


ნასკას ხაზები წარმოადგენს პერუს უძველესს ნახატებს, რომლებიც ნასკას ფერდობის უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. სხვადასხვა ცხოველებისა და უზარმაზარი გეომეტრიული ფიგურებისგან შექმნილი ამ საუცხოო "ტილოს" სიგრძე კილომეტრამდე აღწევს, ხოლო როგორ ან რა მიზნით იქნა ისინი შექმნილი დღემდე უცნობია.






0
390
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
390