საქართველო
"თუ ეს გააკეთეს, "ოცნებაც" დაიხურება" - რას წერს გია ხუხაშვილი
30 აგვისტო, 13:44
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" მიერ "ნაციონალურ მოძრაობის" აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
"თუ ნაც. მოძრაობა აიკრძალება, ეს ხალხი შექმნის ახალ პარტიას.
რა შეიცვლება?
შესაბამისად, კანონი რომ ეფექტური იყოს, ამ პარტიის ყველა წევრს და მასთან აფილირებულ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უნდა აეკრძალოს პოლიტიკური მოღვაწეობა.
თუ ეს გააკეთეს, ამით უზარმაზარ სამსახურს გაუწევენ ამ ქვეყანას, რადგან ამით ქართული ოცნებაც დაიხურება, რადგან მისი დღევანდელი შემადგენლობის 99% ამა თუ იმ ფორმით ნაც.მოძრაობაშია განავალი…"– ვკითხულობთ ექსპერტ გია ხუხაშვილის პოსტში.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ქართველი საზოგადოების გაწირვისთვის, მოლაპარაკებების ჩაშლისა და მტკიცებულებების გადამალვისთვის წინა ხელისუფლების პოლიტიკურმა რეჟიმმა სამართლებრივი პასუხი უნდა აგოს.
დეპუტატები ამით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმაურებიან, რომელშიც ნათქვამია, რომ 2008 წლის ომის დანაშაულებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება უნდა გასამართლდეს.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცახდება, რომელშიც ნათქვამია:
"განვითარებისთვის და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანია, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, არჩევნების შემდეგ ეს აუცილებლად მოხდება."