x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ადრე რაღაც ეპიზოდები არ მომწონდა და როცა აჩვენებდნენ, თვალსაც კი ვარიდებდი ხოლმე.."-ციცინო ციციშვილი
image

"გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ „სხვისი შვილების" გადაღება ერთ-ერთი ნათელი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ეს ფილმი ჩემი შვილია. ადრე რაღაც ეპიზოდები არ მომწონდა და როცა აჩვენებდნენ, თვალსაც კი ვარიდებდი ხოლმე. ამ ბოლო დროს თავიდან ბოლომდე დიდი სიამოვნებით ვუყურებ. იქნებ იმიტომ, რომ იქ ძალიან ახალგაზრდა ვარ და თავისუფლად დავრბივარ, ტრამვაის ვახტები და სხვა. თუმცა მატარებლიდან მე არ ვხტები, თენგიზმა დამზოგა და დუბლიორი აიყვანა.



გადაღებებზე საოცარი ატმოსფერო სუფევდა. თუ რამე გამომივიდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თენგიზმა არაჩვეულებრივი გარემო შექმნა..

image


“დეიდა ნატოს” მთელი საბჭოთა კავშირიდან სწერდნენ წერილებს. ერთ-ერთი კი განსაკუთრებით დაამახსოვრდა. დაქვრივებული რუსი სამხედრო პირი წერდა, ჩემმა შვილმა ჟურნალ “ოგონიოკში” დაბეჭდილი თქვენი ფოტო ნახა და აიჩემა, ეს ქალი დედაჩემიაო…

image

– ამ ფილმს ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი არ უთამაშია. ვიცოდი, რომ ეს ჩემი პროფესია არ იყო. თანაც ფილმზე მუშაობა დამთავრდა თუ არა, გავთხოვდი. იმ პერიოდში ოჯახის შექმნა ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნებისმიერი კარიერა. არც პოპულარობას დაუხვევია თავბრუ. ყველაფერს ზომიერად აღვიქვამდი.

image

ვთვლიდი, რომ ფილმში ბედის წყალობით მოვხვდი. ისიც ბედი იყო, რომ არაჩვეულებრივ კოლექტივთან მომიხდა მუშაობა."


ციცინო ციციშვილი



image

დღეს, 30 აგვისტოს 88 წელი შეუსრულდა 1960-იანი წლების ქართული კინოს უმშვენიერეს წარმომადგენელს ციცინო ციციშვილის, პროფესიით ქიმიკოსს და არაპროფესიონალ მსახიობს, რომელმაც სულ სამ ფილმში ითამაშა, მათგან კი ყველაზე დიდი წარმატება წილად ხვდა ფილმში "სხვისი შვილები", სადაც დეიდა ნატოს როლი შეასრულა.



ასევე დაგაინტერესებთ:

0
290
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0