x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მართლა ძალიან ცუდადაა საქმე" - რას წერს ნინი შერმადინი

image


ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოების ნაწილის მიერ მისი მისამართით განხორციელებული ბულინგის შესახებ წერს:


"თქვენი შიშით ფოტო ვერ დამიდია და ვერ მიხუმრია საკუთარ თავზე ან შვილზე, მეტი საქმე რომ არ გაქვთ და აზიარებთ, მერე მლანძღავთ და მამუნათებთ. ამის მერე თქვენ შეგეკითხებით როგორი მოსაფერებელი სიტყვებით მოვიხსენიო ჩემი შვილი, მწყერს და დელფინსაც ვეძახდი მე ყეყეჩი.


ბოდიში ხალხნო, ერთი ის ვიცი რომ ხალხთანაც და საკუთარ თავთანაც ის ვარ რაც ვარ და ნიღბით არ მიცხოვრია, ორსახა ნამდვილად არ ვარ მიუხედავად იმისა რო ხალხი მცნობს. ამიტომ რაც ვარ სახლში ის ვარ გარეთაც, სცენაზეც და ეკრანზეც. ერთი ჩვეულებრივი მოკვდავთაგანი თავისი შეცდომებით თუ უშეცდომოდ.


არასდროს არავინ განმიკითხავს და დამიბულინგებია. თქვენ რა გემატებათ ამით? სხვისი ლანძღვა სიამოვნებას, რომ განიჭებთ მართლა ძალიან ცუდადაა საქმე… გისურვებთ იმდენად ბედნიერები იყოთ, რომ ჩემს სალანძღავად არ გრჩებოდეთ დრო! გმადლობთ, ნახვამდის!", - ვკითხულობთ მომღერლის ფეისბუქპოსტში.






0
1326
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1326