x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძველეგვიპტური პაპირუსი, რომელიც ჩვენი ცივილიზაციის უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შესახებ ინფორმაციას შეიცავს
image


ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის წარმოქმნის ისტორიის შესახებ, ერთ–ერთი ლეგენდის თანახმად, ღმერთი რას ხომალდი, რომელიც დედამიწაზე შორეული ვარსკვლავიდან ჩამოვიდა, თანამედროვე ეგვიპტის ტერიტორიაზე დაეშვა და რჩეულებს უმაღლესი ცოდნა გადასცა. შესაძლოა ეს ლეგენდა ბოლომდე ლამაზ მითად დარჩენილიყო, რომ არა 3 ათასი წლის პერგამენტი, რომელიც დღეს კაიროს მუზეუმის ერთ–ერთი ექსპონატია.

როგორც ძველ ეგვიპტური მითოლოგიების მკვლევარი უეინ ჰერშელი (Wayne Herschel) ამტკიცებს, ჩვენი ცივილიზაცია იმ ტექნოლოგიების წყალობით განვითარდა, რომელიც უცხო ცივილიზაციებმა დედამიწაზე ჩამოიტანეს. ქვემოთ მოცემულ ნახატზე, ქუდის მაგვარ ობიექტს, რომელიც სფინქსის ზურგზე დგას და სხივებს გამოსცემს, მეცნიერი პაზლის დაკარგულ ფრაგმენტად მიიჩნევს, რომელიც მის ჰიპოთეზას, პალეოკონტაქტების შესახებ უტყუარად წარმოაჩენს.


image


«3000 წლის დაკრძალვის პერგამენტი, არის პასუხი კითხვაზე, რომელსაც ამ წლების მანძილზე ვეძებდი. და ის რასაც ჩვენ ვხედავთ — იდეალურად ერგება ძველ ლეგენდას» — განმარტა მან.

უძველეს პერგამენტზე გამოსახული უცხოპლანეტური კოსმოსური ხომალდი განსხვავდება, ცის ნავის ტრადიციული სურათებისგან, რომელზეც ეგვიპტური ღმერთები თავიანთ ზეციურ მოგზაურობებს ახორციელებდნენ. ნახატი, — დარწმუნებულია ჰერშელი, — თავსატეხის დაკარგული ნაწილი. ახლა უკვე აშკარაა, რომ სფინქსის ბრტყელი ზურგი ასაფრენ–დასაფრენ მოედანს წარმოადგენდა და ყოველივე იმას, რასაც ადრე ლოგიკური ახსნა არ ჰქონდა, მარტივად ასახსნელი ხდება. მათ შორის, ვარსკვლავების რუკები, რომლებიც უძველეს არტეფაქტებზეა ასახული, პირამიდები და სხვა უძველესი ნაგებობები, უზარმაზარი თავის ქალები და ბევრი სხვა რამ...


image


ეგვიპტური პაპირუსების და პერგამენტების ჭეშმარიტი მნიშვნელობის გაშიფვრა — დაპირისპირების მარადიული წყაროა, ეგვიპტოლოგებსა და პარამეცნიერებს შორის. ტრადიციული მეცნიერება, ძველ პაპირუსებსა და პეტროგლიფებზე მოცემულ გამოსახულებების მითოლოგიურ ხასიათზე მიუთითებს. ხოლო, კაცობრიობის უცხოპლანეტური წარმომავლობის თეორიის მიმდევრები, ამ გამოსახულებებში, საკუთარი თეორიების მტკიცებულებებს ეძებენ.


image


თუმცა, ისევ ჰერშელს დავუბრუნდეთ: ზემოთ წარმოდგენილი ნახატის გარდა, არის კიდევ ჯედკონ–საიფანჰის სამგლოვიარო პაპირუსი, რომელიც არამიწიერი კონტაქტების ირიბი მტკიცებულებაა — აცხადებს ის. და ეს ყველაფერი არ არის… საკუთარი ჰიპოთეზის გასამყარებლად, მეცნიერი, ქალის ფიგურას, რომლის სხეულზე ვარსკვლავებია გამოსახული, იმ თანავარსკვლავედად მიიჩნევს, რომლიდანაც უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ.



image


და უეინ ჰერშელი მზად არის, ვარსკვლავური რუკების სახით, 3 ათეული ასეთი დამთხვევა წარმოადგინოს! ეს როგორც მინიმუმი, 16 ცივილიზაცია არის, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში. ხოლო, თანავარსკვლავედები და ვარსკვლავები, საიდანაც ჩვენი წინაპრები მოვიდნენ, მეგალითური სტრუქტურების ადგილმდებარეობის და არტეფაქტების დახმარებით არის დაშიფრული — თვლის ის.

ჰერშელის ჰიპოთეზის განხილვისას, იძულებულები ვართ, ვაღიაროთ, რომ მას, მართლაც რომ, შთამბეჭდავი წარმოსახვა აქვს. მაგრამ, საინტერესო ის არის, რომ მისი ვარაუდები სულ უფრო ხშირად მართლდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* თუ რელიგიის ხაზს გავყვებით, შესაძლოა ადამიანი, მართლაც ვიღაცის მიერ იყოს შექმნილი – ადამიანის არამიწიერი გენები

* ლოგიკური გამოცანა, გონების გასავარჯიშებლად (პასუხი აქვს)

* დამსახურებული სამოთხე (3 იგავი)

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ


0
331
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0