x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლოგიკური გამოცანა, გონების გასავარჯიშებლად (პასუხი აქვს)

ლოგიკური აზროვნების განვითარება, ცხოვრებისეულ სიტუაციაში, სწრაფად ორიენტირებას და ყოველდღიური პრობლემის გადაწყვეტის, არასტანდარტული გზების პოვნაში უწყობს ხელს — ანუ, ეს უნარი, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გამოგადგეთ! ხოლო, ლოგიკური გამოცანები, ამ უნარის განვითარებაში დაგეხმარებათ. რაც შეეხება სურათებიან გამოცანას, — მისი ამოხსნა მხოლოდ სასარგებლო კი არა, სახალისოც არის.

მაშ ასე, დააკვირდით სურათს. მასზე 3 ადამიანია. თქვენი აზრით, რომელი მათგანია დანარჩენი ორის უფროსი?


image


ასეთ თავსატეხებში, მნიშვნელოვანია ყურადღების დეტალებზე გამახვილება და ლოგიკური აზროვნება... გამოცნობა კი, სავსებით შესაძლებელია!

პასუხი თუ უკვე გაქვთ, ქვემოთ მოცემული პასუხით გადაამოწმეთ!

imageპასუხი:


ყურადღებით დააკვირდით სურათზე მოცემულ სამუშაო კაბინეტს:

ადამიანი №1 – უფროსის მაგიდასთან დგას და დანარჩენ ორს ესაუბრება.

ადამიანი №2 – მაგიდასთან ზის და რაღაცაზე ფიქრობს.

ადამიანი №3 – ფეხზე დგას და მომხსენებელს, ანუ №1–ს უსმენს.


image


მაშ, ასე, ვინ არის მათ შორის უფროსი? დააკვირდით დეტალებს: უფროსის მაგიდასთან, სავარძელზე პიჯაკი ჰკიდია. №1–ს პიჯაკი აცვია, ე. ი. ის უფროსი არ არის. რადგან №2–ს სპორტული სამოსი აცვია, პიჯაკი არც მისი იქნება. ასე, რომ, უფროსი №3 გამოდის – მას პერანგი აცვია და შესაბამისად, პიჯაკიც მისი უნდა იყოს.


აქვე გთავაზობთ კიდევ ერთ "სურათიან გამოცანას", რომელზეც ერთდროულად, 8 პასუხის გაცემა არის საჭირო:


image



კითხვები კი ასეთია:


1. ბიჭები სკოლაში მიდიან, თუ სკოლიდან ბრუნდებიან?
2. სად მიდის სასწრაფო: საავადმყოფოში, თუ გამოძახებაზე?
3. ფოსტალიონი წერილებს არიგებს, თუ სამუშაო დაასრულა?
4. საიდან მოდის ქალი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად?
5. მამაკაცი, რომელიც ავტომობილში ზის და ფეხი უჩანს, ჯდება, თუ გადმოდის?
6. ქარი ქრის, თუ კარგი ამინდია?
7. წვიმა დიდი ხნის წინ იყო?
8. წელიწადის რომელი სეზონია? >>> იხ. პასუხი >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* დამსახურებული სამოთხე (3 იგავი)

* 10 გიჟური კანონი, რომელიც ძველ რომში მოქმედებდა

* შეთქმულების თეორია, რომელსაც რეალური საფუძველი გააჩნია

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
316
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0