ამოცანები ლოგიკური გამოცანა, გონების გასავარჯიშებლად (პასუხი აქვს) 29 აგვისტო, 8:35 ლოგიკური აზროვნების განვითარება, ცხოვრებისეულ სიტუაციაში, სწრაფად ორიენტირებას და ყოველდღიური პრობლემის გადაწყვეტის, არასტანდარტული გზების პოვნაში უწყობს ხელს — ანუ, ეს უნარი, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გამოგადგეთ! ხოლო, ლოგიკური გამოცანები, ამ უნარის განვითარებაში დაგეხმარებათ. რაც შეეხება სურათებიან გამოცანას, — მისი ამოხსნა მხოლოდ სასარგებლო კი არა, სახალისოც არის. მაშ ასე, დააკვირდით სურათს. მასზე 3 ადამიანია. თქვენი აზრით, რომელი მათგანია დანარჩენი ორის უფროსი? ასეთ თავსატეხებში, მნიშვნელოვანია ყურადღების დეტალებზე გამახვილება და ლოგიკური აზროვნება... გამოცნობა კი, სავსებით შესაძლებელია! პასუხი თუ უკვე გაქვთ, ქვემოთ მოცემული პასუხით გადაამოწმეთ!პასუხი:ყურადღებით დააკვირდით სურათზე მოცემულ სამუშაო კაბინეტს: ადამიანი №1 – უფროსის მაგიდასთან დგას და დანარჩენ ორს ესაუბრება. ადამიანი №2 – მაგიდასთან ზის და რაღაცაზე ფიქრობს. ადამიანი №3 – ფეხზე დგას და მომხსენებელს, ანუ №1–ს უსმენს. მაშ, ასე, ვინ არის მათ შორის უფროსი? დააკვირდით დეტალებს: უფროსის მაგიდასთან, სავარძელზე პიჯაკი ჰკიდია. №1–ს პიჯაკი აცვია, ე. ი. ის უფროსი არ არის. რადგან №2–ს სპორტული სამოსი აცვია, პიჯაკი არც მისი იქნება. ასე, რომ, უფროსი №3 გამოდის – მას პერანგი აცვია და შესაბამისად, პიჯაკიც მისი უნდა იყოს. აქვე გთავაზობთ კიდევ ერთ "სურათიან გამოცანას", რომელზეც ერთდროულად, 8 პასუხის გაცემა არის საჭირო: კითხვები კი ასეთია: 1. ბიჭები სკოლაში მიდიან, თუ სკოლიდან ბრუნდებიან? არხის სხვა სიახლეები:* დამსახურებული სამოთხე (3 იგავი)* 10 გიჟური კანონი, რომელიც ძველ რომში მოქმედებდა* შეთქმულების თეორია, რომელსაც რეალური საფუძველი გააჩნია* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ316 1-ს მოსწონს
|