x
მეტი
  • 28.08.2024
  • სტატია:136744
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510995
დამსახურებული სამოთხე (3 იგავი)

image


მეზობლად ორი მამაკაცი ცხოვრობდა. ერთი მაღალზნეობრივი წესებით ცხოვრებდა და ცდილობდა, ყოველთვის კარგად მოქცეულიყო, კეთილი საქმეები ეკეთებინა და საკუთარ თავს, ბევრ რამეზე უარს ეუბნებოდა... მეორე კი, უდარდელი იყო, როგორც უნდოდა ისე ცხოვრობდა და არც სხვისი აზრი აინტერესებდა... და ამისთვის მას, პირველი კიცხავდა და იმით ამაყობდა, რომ თავად სხვაგვარად ცხოვრობდა.

ერთხელ "უდარდელმა" დაინახა, რომ გზაზე, რომელზეც ავტომობილები, დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ, ბურთი გაგორდა, მას კი პატარა ბავშვი მიჰყვა. ის მაშინვე გზატკეცილზე აღმოჩნდა, ბავშვს ხელი ჰკრა, გზიდან გადააგდო, ხოლო თავად მას, მანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

მისმა მეზობელმა კი, ასკეტურად დიდ ხან იცხოვრა. როდესაც ამ ქვეყნიდან მისი წასვლის დრო მოვიდა, მის წინ სამოთხის კარი გაიღო. შევიდა ის და... სამოთხის ვაშლის ძირში, "უდარდელი" მეზობელი დაინახა.

— ღმერთო, ეს აქ როგორღა მოხვდა? ისე ცხოვრობდა, როგორც უნდოდა, საკუთარ თავს, უარს არაფერზე ეუბნებოდა და ცხოვრებაში მხოლოდ ერთი კარგი საქციელი ჩაიდინა! მე კი, მთელი ცხოვრება იმას მივუძღვენი, რომ ეს სამოთხე დამემსახურებინა! ახლა კი, ორივე აქ ვართ... განა ეს სამართლიანია?

და გაიგო მან უფლის ხმა:

— დიახ, ამ კაცმა სამოთხე მხოლოდ ერთი კეთილი საქმით დაიმსახურა... სულის უანგარო სწრაფვით, რომლის წყალობით, მან სხვა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მაგრამ, სამოთხე შენც, მხოლოდ ერთი კეთილი საქმით დაიმსახურე — ერთადერთი უანგარო საქციელით შენს ცხოვრებაში, როდესაც სიკეთე გააკეთე და ჩვეულებისამებრ, არ გაიფიქრე: «აი, კიდევ ერთი საქმე, რომლითაც სამოთხეს ვიმსახურებ!»


***


გარდაიცვალა ადამიანი. მას გვერდით ძაღლი მიუწვა და ისიც მოკვდა... და ადამიანის სული კარიბჭესთან აღმოჩნდა, რომელსაც "სამოთხე" ეწერა.

მის გვერდით ძაღლის სული იდგა.

კარიბჭეზე კიდევ ერთი წარწერა იყო: "ძაღლით შემოსვლა აკრძალულია!"

არ შევიდა კარიბჭეში ადამიანი და გზა გააგრძელა.

მიდის და მეორე კარიბჭე დაინახა, რომელზეც არაფერი ეწერა და შესასვლელთან მოხუცი იჯდა.

— მაპატიეთ, პატივცემულო... შეგიძლიათ, მითხრათ, ამ კარს მიღმა რა არის?

— სამოთხე – უპასუხა მოხუცმა.

— ძაღლთან ერთად შესვლა შეიძლება?

— რა თქმა უნდა.

— აბა იქ რომ კარი იყო...

— ის ჯოჯოხეთის კარი იყო. სამოთხემდე მხოლოდ ის მოდის, ვინც საკუთარი გამორჩენის მიზნით, მეგობარს არ ტოვებს.


***


გარდაიცვალა ადამიანი და მოხვდა ღვთის სასამართლოზე. დიდი ხნის მანძილზე უყურებდა მას გაოგნებული ღმერთი და საეჭვოდ დუმდა. ვერ მოითმინა ადამიანმა და ჰკითხა:
— უფალო ჩემს ხვედრზე რას იტყვი? რატომ დუმხარ? მე ხომ დავიმსახურე ღვთის სასუფეველი. მე ძალიან ვცდილობდი! — ღირსების გრძნობის განცდით, განაცხადა ადამიანმა.
— როდიდან არის, — გაუკვირდა ღმერთს, — რომ ცდა დამსახურებაში ითვლება?
— მე ნორმალური არაფერი მცმია, — ჯიუტად აგრძელებდა ადამიანი — ქატოს და ხმელ ბარდას ვჭამდი, წყლის გარდა, არაფერი დამილევია, ქალს არ გავკარებივარ. ჩემს ორგანიზმს, მუდმივი მარხვით ვაუძლურებდი და სულ ვლოცულობდი…
— მერე რა? — შეაწყვეტინა ღმერთმა. — მე ვიცი, რომ იტანჯებოდი — მაგრამ, რისთვის?
— შენი სახელის სადიდებლად, — არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა კაცმა.
— ძალიან კარგი სახელი კი გამომივიდა! — მწუხარებით გაიღიმა ღმერთმა. — ე. ი. მე ხალხს ვაშიმშილებ, ვაიძულებ ძონძებში იარონ და სიყვარულის სიხარულს ვართმევ?
ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა… ღმერთი ისევ ჩაფიქრებული იჯდა და ადამიანს უყურებდა.
— და მაინც, რა იქნება ჩემი ხვედრი? — გაახსენა მას თავი ადამიანმა.
— ვიტანჯებოდიო, ამბობ, — ჩუმად ჩაილაპარაკა ღმერთმა. — როგორ აგიხსნა, რომ გაიგო? აი, მაგალითად, დურგალი, აქ შენს მოსვლამდე რომ იყო, მთელი ცხოვრების მანძილზე, ხალხისთვის სახლებს აშენებდა. ის სულ მუშაობდა, სიცხეში, სიცივეში. ხან შიმშილობდა კიდეც და ხშირად, ჩაქუჩსაც ირტყამდა თითებში და ამის გამო იტანჯებოდა. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, სახლის მშენებლობას აგრძელებდა და გაწეული შრომის ანაზღაურებასაც იღებდა. შენ კი, ისე გამოდის, მთელი ცხოვრების მანძილზე, ჩაქუჩს ირტყამდი თითებში. — ღმერთი რამდენიმე წამს გაჩუმდა… — მერე და, სახლი სად არის? სახლი სად არის? შენ გეკითხები!!!


imageარხის სხვა სიახლეები:


* 10 გიჟური კანონი, რომელიც ძველ რომში მოქმედებდა

* საოცარი გარემო ჩვენს ირგვლივ (15 ფოტო)

* შეთქმულების თეორია, რომელსაც რეალური საფუძველი გააჩნია

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ


0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0