x
image
Yoona
Mediator image
კატა-ბულდოგის ახალი ჯიში ინტერნეტს იპყრობს, მაგრამ ცხოველთა უფლებების დამცველები მის აკრძალვას ითხოვენ
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა კატის ახალი ჯიშის ფოტოები, რომელიც უჩვეულოდ და უცნაურად გამოიყურება. მან უკვე მოასწრო ინტერნეტის ქსელის მომხმარებელთა შორის დიდი აჟიოტაჟის და მწვავე დებატების გამოწვევა. მას ეძახიან Bully Cat, კატა-ბულდოგს ან კატა ხულიგანს.



image



ერთი შეხედვით, სფინქსის ჯიშის ჩვეულებრივი წარმომადგენელია, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივად არის. განსაკუთრებული მუტაციის გამო ჯიშმა მიიღო სხეულის უკიდურესად არაბუნებრივი პროპორციები, მოკლე დაგრეხილი ფეხები და ნაოჭებიანი კანი. ცხოველთა უფლებების დამცველები და აქტივისტები განგაშს ტეხენ და ამ ჯიშის კატების მოშენების აკრძალვას ითხოვენ. რა აშფოთებთ ცხოველთა დამცველებს ახალ „დიზაინერულ“ ჯიშში?



ახალი ჯიშის კატა-ბულდოგი პოპულარობას იძენს დიდ ბრიტანეთში

image




კატა-ბულდოგი არის ჯიში, რომელსაც აქვს არაპროპორციულად ძლიერი სხეული, მოკლე თათები და დანაოჭებული კანი. არ აქვს ბეწვი და ულვაშები, რომლებიც სივრცეში ორიენტაციისთვის მნიშვნელოვანია. ითვლება, რომ პირველად ასეთი ჯიშის კატა აშშ-ში გამოჩნდა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ სწრაფად გახდა პოპულარული საზღვარგარეთ, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში.



კატა-ბულდოგი გამოჩნდა სფინქსისა და მანჩკინის შეჯვარების შედეგად

image



კატებს ინტერნეტში ფანების მთელი არმია ჰყავს. ბევრს მოეწონა ცხოველების მკაცრი გარეგნობა და მათი მსგავსება ძაღლის ცნობილ ჯიშთან. დიდ ბრიტანეთში დაიწყეს ამ კატების მოშენებისადმი მიძღვნილი ორგანიზაციების გახსნა. ეს გადაწყვეტილება ყველას არ მოეწონა!



ცოტას თუ აინტერესებს ასეთი შეჯვარების შედეგები

image



ცხოველთა უფლებების დამცველები, აქტივისტები და უბრალოდ ცხოველების მოყვარულები განგაშს ტეხენ. ისინი ითხოვენ ჯიშის მოშენების აკრძალვას, რადგან მისმა მახასიათებლებმა თავად ცხოველში შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და წვალება.



ცხოველთა უფლებების დამცველები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ჯიშის მზარდი პოპულარობა საგანგაშო ნიშანია

image



მუტაციების მიზანმიმართული შერჩევა უწყვეტი ტანჯვისკენ პირდაპირი გზაა. ბეწვის უქონლობა ნიშნავს მზის დამწვრობის მიღებას, ჯუჯობა - მოძრაობის პრობლემების და სახსრების ტკივილს, ნაოჭებიანი კანი - კანის ქრონიკულ ინფექციებს.



ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, ასეთი კატების სიცოცხლის ხანგრძლივობა ხანმოკლე იქნება

image



დენ ო’ნილი, სამეფო ვეტერინარული კოლეჯში შინაური ცხოველების ეპიდემიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, ვარაუდობს, რომ ამ ჯიშის კატებს ექნებათ ისეთივე ხანმოკლე სიცოცხლე, როგორც სფინქსის კატებს, რომლებიც საშუალოდ მხოლოდ 6, 7 წელს ცოცხლობენ, როცა ეს მაჩვენებელი კატებისთვის 11, 7 წელია.



სელექციონერები სხვა აზრზე არიან

image



ისინი ირწმუნებიან, რომ კატა-ბულდოგს აქვს სიცოცხლის უფლება, ხოლო მათი გენეტიკური მუტაციები მათ არსებობს არ ჩრდილავს.



ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში უცნობია, მაგრამ ცხოველთა უფლებების დამცველების შიში უსაფუძვლო არ არის

image



გენეტიკაზე ექსპერიმენტები ყოველთვის ცუდი იდეაა. აქტივისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი ჯიშის გამოყვანა ცხოველების მიმართ სისასტიკეა. ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ ამ კატებს, მოთხოვნას მხარს უჭერენ და დანაშაულის თანამონაწილეები არიან.



ასევე დაგაინტერესებთ:

15 იმდენად იშვიათი ცხოველი, რომ მათი არსებობის დაჯერებაც კი გაგიჭირდებათ

25+ მიზეზი, რატომ უნდა გაცვალო ცოლი კატაში

უარის თქმა შეუძლებელია: 22 ფოტო, როგორ იხვეწებიან ცხოველები საკვებს

27+ ძაღლი, რომელიც სხვა რამეს ჰგავს

მსუნაგეთი – ზაზუნების მინიატურული ქალაქი, რომელიც უკეთ გამოიყურება, ვიდრე შენი

ვეფხვები და მათი ველური ცხოველური მაგნეტიზმი

0
226
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
226