x
image
L.C.
ყველა დროის საუკეთესო ქალბატონები
ამერიკულმა ჟურნალმა "mean'sHealth"-მა გამოავლინა ყველა დროის ასი ყველაზე სექსუალური ქალი.რადგანაც ასივეს ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, გთავაზობთ ამ ქალბატონების მოწინავე ათეულს.

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ანჯელინა ჯოლი მხოლოდ მე-10 ადგილით დაკმაყოფილდა, თუმცა არც ესაა ცოტა.მას ყველა ფილმში ძლიერი, მებრძოლი ქალის იმიჯი აქვს, რაც მამაკაცებს ძალიან მოსწონთ.

image


მე-2 ადგილი დაიკავა აერობიკის "ქალღმერთმა" ჯეინ ფონდამ.მისი სხეულის ფორმები დღემდე იპყრობს საპირისპირო სქესის ყურადღებას, 70-იან წლებში კი მას ვერავინ შეედრებოდა სექსუალურობით.



image

პამელა ანდერსონის ნახვა კი ამ სიაში არავის გააოცებს, ის მე-8 ადგილზეა, რაც არცაა გასაკვირი, მისი მკერდის ზომებს ხომ დღესაც აქტიურად განიხილავენ.

image

მე-7 ადგილზე მოხვდა "ლამაზმანების დედოფლად" ცნობილი ბეტი ფეიჯი.იგი გასული საუკუნის 80-იან წლებში მოღვაწეობდა და ერთ-ერთი პირველი მოდელი იყო, რომელიც ფლეიბოიში გადაიღეს.


image

მე-6 პოზიცია კი დაიკავა "ბონდის გოგონა" ურსულა ანდრესმა, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მამაკაცებზე.ერთ-ერთ სცენაში იგი თეთრი საცურაო კოსტიუმით ამოდის ზღვიდან.მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმს ბონდზე არაერთი ფილმი გადაიღეს, მსგავსი ეფექტის მოხდენა ვერცერთმა მსახიობმა ვერ შეძლო.

image
მე-5 ადგილი დაიკავა პოპის დედოფალმა მადონამ, რომელსაც არაერთხელ მოუპოვებია ყველაზე სასურველი ქალის ტიტული.

image
პოპის ვარსკვლავები ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე არიან.მე-4 ადგილი დაიკავა ბრიტნი სპირსმა.ქერა თმითა და სხეულის მომრგვალებული ფორმებით ის ნამდვილად ვერ გამორჩებოდა ამ სიას.

image

შუძლებელია მოწინავე ადგილებზე არ გვეხილა ქალურობის განსახიერება, გასული საუკუნის სექს-სიმბოლოდ აღიარებული მერლინ მონრო.მან არაერთი მამაკაცის გული დაიპყრო და დღემდე დაუვიწყარია კინოს ისტორიაში.

image
მე-2 ადგილზეა 90-იანი წლების ვარსკვლავი რაკელ უელში.მან ნამდვილად დაიმსახურა ეს პოზიცია, რადგან თავისი სილამაზით სრულიად მოაჯადოვა მაყურებელი.

image

და ბოლოს...როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, 1-ლი ადგილი ყველასთვის ცნობილმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯენიფერ ანისტონმა დაიკავა.მამაკაცების თქმით, ის ბუნებრივია და სწორედ ამით ხიბლავს საპირისპირო სქესს.

image

6
712
6-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
712
  
2013, 28 მარტი, 4:42
კაი კაი გადაბრუნდა მერლინ მონრო საფლავში
2012, 8 ნოემბერი, 22:05
ნიკოლეეეეეეეეეეე
2012, 30 ოქტომბერი, 15:02
ჯენიფერი 1 ? :დ
2012, 20 ოქტომბერი, 18:00
ორივეს გეთანხმებით აბსოლუტურად.ჯენიფერ ანისტონი მართლა ვერ გავიგე რატომ გაიყვანეს პირველზე,სულ სხვანაირ სიას ველოდი მეც
2012, 20 ოქტომბერი, 17:46
მაგ ჟურნალის ხელმძღვალელების გემოვნება ნულზე დაბალია,სამ მოუყარა თავი ამდენ ვითომ ქალს?რათმაუნდა გამონაკლისები იყო
2012, 20 ოქტომბერი, 17:36
კაი რა ჯენიფერ ენისტონს რა უნდა პირველ ადგილზე? :(
0 1 6