ქალი და მამაკაცი მამაკაცმა ინტიმური კავშირის დროს პარტნიორს დუნდულებზე დანით სიტყვები ამოკვეთა 24 აგვისტო, 16:28 დიდ ბრიტანეთში მამაკაცმა სექსუალური ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად საკანცელარიო დანა გამოიყენა და ციხეში აღმოჩნდა. ამის შესახებ Star-ი წერს. 2024 წლის იანვარში 26 წლის აზიმ ხანმა ლანკაშირიდან ქალი ონლაინ გაიცნო. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ურთიერთობდნენ და შემდეგ გადაწყვიტეს ერთმანეთის ნახვა, რათა „აესრულებინათ ერთმანეთის სექსუალური ფანტაზიები“. წყვილი11 იანვარს შეხვდა ერთანეთს და ღამე ერთად გაატარეს. სექსის დროს ქალმა ხანს საკანცელარიო დანა მიაწოდა და სთხოვა, დუნდულებზე ფრაზა ამოეკვეთა. მამაკაცმა დაიწყო მისი თხოვნის შესრულება, მაგრამ რამდენიმე მტკივნეული ჭრილობის შემდეგ, პარტნიორმა სთხოვა შეჩერებულიყო. ხანმა არ მოუსმინა და ერთ დუნდულაზე ამოკვეთა სიტყვა "მამიკო". ნეგატიური გამოცდილების მიუხედავად, ქალი მეორე პაემანსაც დათანხმდა. 26 იანვარს ქალმა ხანს დანა ისევ გადასცა და მან მეორე დუნდულაზე მეორე სიტყვის ამოკვეთა დაიწყო. როგორც პირველად, ტკივილის გამო, ქალმა მოსთხოვა შეჩერებულიყო, მაგრამ მან კვლავ არ მოუსმინა და ამოკვეთა სიტყვა "პატარა". ამგვარად, მან დაასრულა ფრაზა „მამიკოს პატარა“.(dadda's kid) მეორე შეხვედრის შემდეგ ქალი ექიმთან მივიდა და ხანზე დაიჩივლა. მან მკურნალ ექიმს აუხსნა, რომ მისი თხოვნის მიუხედავად, შეჩერებულიყო, სიტყვებს მაინც აწერდა დუნდულებზე. ამის შემდეგ ხანი დააპატიმრეს. მამაკაცი სასამართლო სხდომას ციხიდან ვიდეოკავშირით ესწრებოდა. მოსამართლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები სქესობრივი კავშირის დროს დაუშვებელია. ხანს სხეულის განზრახ ზიანის მიყენებაში ბრალი წაუყენეს. მას ოცკვირიანი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი სასჯელი მიესაჯა. თუმცა საკითხავია, განა თვითონ ქალმა არ დაავლო ორჯერვე დანას ხელი და წამოიწყო ეს მაზოხისტური საქმე?თუმცა ამ შემთხვევაშიც მოსამართლე ჯერემი რიჩარდსონმა აზიმ ხანი გაამტყუნა, რადგან მის თხოვნაზე უნდა შეჩერებულიყო: "ის თანახმა იყო, რომ ამოგეკვეთათ ან რაიმე დაზიანება მიგეყენებინათ მის დუნდულებისთვის, მაგრამ შემდეგ მან როდესაც გთხოვათ შეჩერება, რადგან ტკიოდა, თქვენ არ დაემორჩილეთ მის მოთხოვნას".-დაასკვნა მოსამართლემ. 174 2-ს მოსწონს
|