x
image
თამილა გურაშვილი
ნუგზარ შატაიძეს გახსენება ფილმ "ხარება და გოგიაზე"

ომარი ამბობდა,  ძლივს არ ვეღირსე ძმასო"! - "ყაჩაღობით" შეძენილი საძმოს  ისტორია,  ანუ როგორ დაიყოლია შენგელაიამ "ხარება და გოგია" გადაღებაზე ...

„კინოსტუდიაში სასცენარო განყოფილებაში ვმუშაობდი. ერთხელაც, გიორგი შენგელაია გადამეკიდა, ფილმ „ხარება და გოგიას" გადაღებას ვიწყებთ და ხარება ჯიბუტის ძმის — სიმონას როლი უნდა ითამაშოო.
სცენარიც გადმომცა, ჩემი მეგობრის, ბაადურ ბალარჯიშვილის დაწერილი იყო. მითხრა: შენ და ომარ ფხაკაძე (ხარებას როლის შემსრულებელი) ძალიან ჰგავხართ ერთმანეთსო. გიორგის დიდ პატივს ვცემდი და უარი ვეღარ ვუთხარი. მე კი იოლად დამიყოლია, მაგრამ ლევან თედიაშვილი (გოგია კენკიშვილი), ომარი და მიშა სალაძე ვერ დაითანხმა.
ლევანს გიორგიმ პირადად ჩააკითხა. როგორ არ ეცადა დაყოლიებას... დიდი ხვეწნის შემდეგ კი დაითანხმა. მოკლედ, ბევრი მცდელობის შემდეგ, მიშა სალაძე და ომარ ფხაკაძეც დაითანხმა გადაღებაზე. სხვათაშორის, მერე სამივეს მოეწონა კინოში მონაწილეობა. ლევანს დაუფასდა კიდეც ეს შრომა — აზიისა და აფრიკის ქვეყნების კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის პრიზიც მიიღო. ერთხელ გამომიტყდა: ჩემს ყველა ოქროს მედალს მირჩევნიაო".
ნუგზარ შატაიძე.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0