სხვა ჩინეთის მმართველთა 4 ყველაზე უცნაური სიკვდილი, რომელიც თავისი აბსურდულობით შოკში ჩაგაგდებთ 23 აგვისტო, 13:41
ტუალეტში ჩავარდნიდან დაწყებული მეხის დაცემით დამთავრებული - თქვენ წინაშეა ჩინელი იმპერატორების ყველაზე უცნაური სიკვიდლის 4 შემთხვევა. სხვათა შორის, ჩინეთის მთელს ისტორიაში 400-ზე მეტი იმპერატორი, კიდევ უფრო მეტი გენერალი და სხვა ცნობილი პიროვნება ფიგურირებს, მათგან 50 წელზე მეტხანს იმპერატორთა 50 პროცენტზე ნაკლებმა იცოცხლა, 60 წლამდე კი მხოლოდ 30-მა მათგანმა მიაღწია.
იმპერატორთა მიერ ქვეყნის მმართვის საშუალო ხანგრძლივობა ხუთი წელი იყო, ამასთან ამ ხნის განმავლობაში ზოგს განუკურნებელი სენი ტანჯავდა, ზოგსაც მთელი მმართველობა მოკვლით ემუქრებოდნენ, ზოგს კი ქვეყნის მართვა მუდმივი აჯანყების შიშით უწევდა.
ცინის მეფე ვუ ბრინჯაოს ქოთნით გაიჭყლიტა
სამხედრო ლიდერი ინ დანი, რომელიც ცინის სამეფოს (ძვ. წ. 475–221 წწ) სამეფოთა ომის პერიოდში მართავდა და რომელიც ცნობილი იყო როგორც ცინის მეფე ვუ სიამაყის გამო დაიღუპა. ის ცნობილი იყო როგორც ძალიან ძლიერი ადამიანი, რითიც განსაკუთრებით ამაყობდა. მას ძალების შეჯიბრებებში ასპარეზობა უყვარდა, სადაც თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა. დაახლოებით ჩვ. წ. 307 წელს მან თავისი მეგობარი "დუელში" გამოიწვია, რათა გაეგო ვინ უფრო მეტი სიმძიმის აწევას შეძლებდა. ასაწევ საშუალებად კი საჭმლის მოსამზადებლად განკუთვნილი უზარმაზარი, სამფეხა ბრინჯაოს ჭურჭელი შეირჩა. ქოთანი უზარმაზარი იყო, რადგან წინა მმართველის ბრძანებით იქნა ჩამოსხმული და მის კონტროლის ქვეშ მყოფ ერთ-ერთ რეგიონს წარმოადგენდა.
ვუმ და მისმა მეგობარმა ცხრა ასეთი ქოთნიდან ერთ-ერთის აწევა გადაწყვიტეს, მაგრამ როდესაც მმართველმა უზარმაზარი ჭურჭლის აწევა დაიწყო, მას ძალამ უმტყუნა, ქოთანი ხელიდან გაუცურდა და პირდაპირ ფეხზე დაეცა. მიღებული ტრავმის შედეგად მმართველი მალევე გარდაიცვალა. ამ ისტორიაში კი ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ მოხელეებმა იმპერატორის სიკვდილში მისი მეგობარი დაადანაშაულეს, და მას მთელს მის ოჯახთან ერთად სიკვდილი მიუსაჯეს. არავითარი მტკიცებულება არ მოიპოვება იმასთან დაკავშირებით, შეძლო თუ არა მან ამ ავბედითი ქოთნის აწევა.
ჭოუს დინასტიის ერთ- ერთი მმართველი, ჯინგი ტუალეტში დაიხრჩო
გაზაფხულ-შემოდგომის პერიოდის (ძვ. წ. 770–476) ძინის სახელმწიფოს მეთაური არაფრით გამორჩეული არ იყო, თუმცა აი, მისი სიკვდილის ფორმა კი საკმაოდ საინტერესო კი ნამდვილად იყო! ეს ქრონიკებშიც არის აღწერილი. ერთხელ მას კოშმარი ესიზმრა, სადაც მოჩვენება მას შთამომავლების სიკვდილში ადანაშაულებდა. მმართველი იმდენად შეშინებული იყო რომ რჩევისთვის სასახლეში მკურნალიც კი იხმო, თუმცა სიზმრის მოსმენის შემდეგ მისმა სიტყვებმა ის კიდევ უფრო დაზაფრა. ექიმმა მხოლოდ ეს სიტყვები წარმოსთქვა: "წელს ხორბლის ახალი მოსავლის დაგემოვნებას ვერ მოესწრები". მმართველი მართლაც მალე მძიმედ დაავადდა, რომელიც ქვეყნის ყველაზე ცნობილმა ექიმებმაც კი ვერ განკურნეს.
მიუხედავად იმისა, რომ ის ავად იყო, ხორბლის მოსავლის სეზონის დადგომას ის მაინც მოესწრო. მმართველი ფიქრობდა რომ უბედურებას გადაურჩა, ამიტომ მსახურებს მან ახალი ხორბლისგან ფაფის მომზადება და მკურნალის მიპატიჟება უბრძანა, რათა მის წინაშე ეტრაბახა (სხვათა შორის, ექიმი მოგვიანებით სიკვდილით დიდი სიამოვნებით დასაჯეს) რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა სადილიდან და ექიმის სიკვდილით დასჯიდან რამდენიმე საათში მან მუცელში საშინელი ტკივილი და შებერილობა იგრძნო, ის უცებ ტუალეტში შევარდა, სადაც ორმოში ჩავარდა და დაიხრჩო კიდეც.
უის მეხმა დაარტყა
გავრცელებული მოსაზრებით, შანგის დინასტიის მმართველი უი (ძვ. წ. 1600 - 1046 წწ.) ცოდვილი ქმედებების გამო ღვთიური ჩარევით იქნა მოკლული. უი განზრახ შეურაცხყოფდა ღმერთებს, ტყავის ჩანთას სისხლით ავსებდა, ჰაერში ისროდა (ზეცისკენ, სადაც ღმერთები ცხოვრობდნენ) და ისარს ესროდა. მან ამ პროვოკაციას "ცაში სროლაც" კი უწოდა. ის ასევე ხისგან და თიხისგან ღმერთების ფიგურებს აკეთებდა და მათ წინააღმდეგ იმიტირებულ ბრძოლებს აწყობდა. ჩინელები თვლიან, რომ მან ღმერთების რისხვა გამოიწვია, რის გამოც ნადირობისას მას მოულოდნელად მეხი დაეცა და ადგილზე მოკლა. გასათვალისწინებელი ისტორია კია, თუმცა სიკვდილი მაინცდამიანც ორიგინალური ვერ არის.
იმპერატორი სიაოუ უვნებელ ხუმრობას შეეწირა
ძინის დინასტიის იმპერატორი საკუთარ ტერიტორიაზე არაერთ დიდ თავდასხმას გადაურჩა, მრავალი ბრძოლაც მოიგერია, თუმცა ბედის ირონიით, სრულიად უვნებელი ხუმრობის გამო იქნა მოკლული. თავისი მმართველობის პერიოდში ის ყველაზე მეტ დროს თრობასა და ქალების გარემოცვაში ატარებდა. 396 წლის ერთ მშვენიერ დღესაც იმპერატორი თავის ერთ-ერთ საყვარელ ხარჭასთან, ჩჟანთან ერთად სასმელს მიირთმევდა. რამდენიმე პორციის შემდეგ ქალმა იმპერატორს დალევის გაგრძელებაზე უარი უთხრა, რაზეც იმპერატორმა ეხუმრა: "უკვე ბებერი ხარ, იქნებ დროა დაისვენო და შენი ადგილი უფრო ახალგაზრდას დაუთმო", თუმცა ჩჟანმა ხუმრობა ვერ გაიგო და ძალიან შეშინდა, როდესაც მთვრალ იმპერატორს ჩაეძინა, მან სასახლის მოახლეები მოისყიდა, რათა ის ძილში საბნით გაეგუდა. ჩჟანმა ასევე სასახლის საჭურისები და სხვა მსახურებიც მოისყიდა, რათა ეთქვათ, რომ იმპერატორი ძილში მოულოდნელად გარდაიცვალა, შედეგად სიკვდილი დაუყოვნებლივ გამოძიებული არ იქნა.
P.S. მორალი: ნუ იხუმრებთ ქალებთან, რომლებსაც ხუმრობა არ ესმით. ამ ოთხი მმართველის ისტორიიდან ყველაზე უცნაური ალბათ მაინც ტუალეტში დახრჩობაა, თუმცა დასანანია რომ ექიმი, რომელიც სიკვდილით დაისაჯა, საბოლოოდ მართალი აღმოჩნდა, ან იქნებ ხორბალი არ იყო ბოლომდე მოწეული, რადგან მშიშარა მმართველმა მოსავლის აღება იჩქარა, ვინ იცის...
|