x
image
Yoona
Mediator image
თუ გრძნობები გაცივდა: 7 თამაში წყვილებისთვის ურთიერთობის გასამყარებლად
ეს ფსიქოლოგიური თამაშები დაგეხმარებათ ერთმანეთის ხელახლა გაცნობაში და გაცივებული გრძნობების გაღვივებაში. ფსიქოლოგიური თამაშები შესაფერისია როგორც იმ წყვილებისთვის, რომლებიც დიდი ხანია ურთიერთობაში არიან, ასევე მათთვის, რომლებმაც ერთმანეთი ახლახან გაიცნეს.



ერთი სიტყვა - ერთი პასუხი

image



როცა შეყვარებულები იძირებიან საერთო მოგონებებში, ეს ხელს უწყობს ურთიერთკავშირის და სიყვარულის განმტკიცებას. შესთავაზეთ პარტნიორს გაიხსენოს, როგორ გაიცანით ერთმანეთი: დაასახელეთ ერთი სიტყვა, მან კი გააგრძელოს წინადადება მეორე სიტყვით.



ასე ერთად მოყვებით თქვენი სიყვარულის ისტორიას. მნიშვნელოვანია, რომ წინადადების გასაგრძელებლად მხოლოდ ერთი სიტყვა თქვათ. ეს არა მხოლოდ რომანტიკულია, არამედ სახალისო.



გამოიცანი, რა წერია


image



სენსუალური თამაში პარტნიორთან დაახლოებაში დაგეხმარებათ. დასაწყისისთვის, პარტნიორის ხელზე თითით ერთი სიტყვა მოხაზეთ. შემდეგ თამაში შეგიძლიათ გაართულოთ. მაგალითად, დაწერეთ ფრაზა და აირჩიეთ სხეულის სხვა ნაწილები. ხშირად, ასეთი თამაში მგზნებარედ მთავრდება.



36 კითხვა

image



არტურ არონის მიერ შექმნილი სპეციალური კითხვების სერია არსებობს. ფსიქოლოგები ირწმუნებიან. რომ ეს კითხვები პარტნიორებს აიძულებთ ისევ შეიყვარონ ერთმანეთი. მნიშვნელოვანია, გულახდილად უპასუხოთ და თამაშის დროს პარტნიორს პირდაპირ თვალებში უყუროთ



„მე არასდროს...“

image



თამაში პარტნიორის უკეთ გაცნობაში და მისი საიდუმლოებების გამჟღავნებაში დაგეხმარებათ. რიგრიგობით განაგრძეთ ფრაზა. თუ პარტნიორმა გააკეთა ის, რაზეც თქვენ თქვით, მაშინ ღვინოს სვამს.



სიმართლე ან მოქმედება

image



ჯერ ერთი პარტნიორი ეკითხება მეორეს: „სიმართლე თუ მოქმედება?“ თუ პარტნიორი ირჩევს სიმართლეს, მოუწევს ნებისმიერ კითხვას გულწრფელად უპასუხოს, როგორ უცნაური და მზაკვრული კითხვაც არ უნდა იყოს. თუ აირჩია მოქმედება, მაშინ მოუწევს თქვენი ნებისმიერი დავალების შესრულება. სხვათა შორის, ეს შეიძლება იყოს ძალიან ინტიმური.



ორი სიმართლე - ერთი სიცრუე

image



კიდევ ერთი თამაში, რომელიც პარტნიორის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ. ერთ-ერთი პარტნიორი ამბობს სამ წინადადებას, რომელთაგან ერთ-ერთი ტყუილია. მეორემ უნდა გამოიცნოს, როდის ატყუებენ და განასხვავოს ტყუილი სიმართლისგან.



დარდი და სიხარული

image



ფსიქოლოგიური თამაში პარტნიორის უკეთ გასაცნობად. ტრადიციად გქონდეთ ყოველი ვახშმის დროს თქვათ დღის სამი სასიამოვნო და სამი უსიამოვნო მომენტის მოყოლა. ამ გზით გეცოდინებათ ერთმანეთის საქმეები და შეძლებთ გაიგოთ, რა ახარებს ან აწუხებს თქვენს მეორე ნახევარს.



ასევე დაგაინტერესებთ:

21 საოცარი დამთხვევა, რომელიც ამტკიცებს, რომ მონათესავე სულები არსებობს

რა გავლენას ახდენს სიმაღლეში სხვაობა ოჯახურ კეთილდღეობაზე

ძველი ტრადიცია ბრუნდება – რატომ ეძინა ადრე ცოლ–ქმარს ცალ–ცალკე?

მამაკაცის 6 ჩვევა, რომელიც ნებისმიერ ქალს ჭკუიდან გადაიყვანს

10 შეტყობინება, რომლებსაც მამაკაცი მხოლოდ მაშინ წერს, როცა შეყვარებულია

ქორწინებაში შეთავსება დაბადების თარიღის მიხედვით - შეამოწმეთ


0
153
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
153