ქალი და მამაკაცი მამაკაცმა ცოლი ღალატში გამოიჭირა, სასამართლომ კი აქეთ დაადანაშაულა და 3-თვიანი პატიმრობაც მიუსაჯა 21 აგვისტო, 13:53
ქალი ადგილობრივ პოლიციის განყოფილებას დაუკავშირდა და ქმარი პირად ცხოვრებაში ჩარევაში დაადანაშაულა.
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი რამდენიმე წელია დაქორწინებული იყო და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ. დროთა განმავლობაში მამაკაცს, სახელად ფანს გაუჩნდა ეჭვი, რომ მის ცოლს რომანი ჰქონდა, ამიტომ სახლში ფარული კამერები დაამონტაჟა. ერთი მისაღებში ფორტეპიანოს ქვეშ, მეორე საძინებელში კომპიუტერთან ახლოს.
დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, სათვალთალო ვიდეოკამერის წყალობით, მრუშობის ფაქტი გამოვლინდა - ფანის ცოლს საყვარელი ჰყავდა და მასთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. ეს კადრები გახდა განქორწინების საფუძველი. 2022 წლის თებერვალში ფანმა ცოლი და მისი ადვოკატი მიიწვია განქორწინებაზე მოსალაპარაკებლად, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ ტაივანელებმა წყვილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ფანის ცოლი, თავის მხრივ, დაუკავშირდა პოლიციის ადგილობრივ განყოფილებას და ქმარი პირად ცხოვრებაში ჩარევაში დაადანაშაულა, რადგან მისი ნებართვის გარეშე სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა. მოსმენის დროს ფანი თავს იცავდა, აღნიშნა, რომ ამ გზით ბავშვებზე ზრუნავდა, რომლებიც ხშირად ჩიოდნენ, რომ დედა აბაზანაში უჩვეულო ბევრ დროს ატარებდა. თუმცა, მოსამართლესთვის ეს ვერსია მიუღებელი აღმოჩნდა. გასული წლის ბოლოს ტაოიუანის საქალაქო სასამართლომ ფანს სამ თვემდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სხვისი პირადი ცხოვრების ფარულად გადაღებისთვის მსხვერპლის თანხმობისა და საპატიო მიზეზის გარეშე. ტაივანელებმა გაასაჩივრა, მაგრამ აპელაციაზე უარი მიიღო. შენიშვნა:მთავარი ფოტო პირობითია მსგავს თემაზე მიყევით ბმულს <<სტატიები - ქალი და მამაკაცი - არაჩანდა (intermedia.ge)>> 448 2-ს მოსწონს
|