სხვა საინტერესო ისტორიული ფოტოები ბრიტანეთის წარსულიდან, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ! 20 აგვისტო, 16:58
თქვენ წინაშეა რარიტეტული კადრების სერია, რომლის წყალობითაც უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ ჩაუღრმავდეთ წარსულის ეპოქის ატმოსფეროს და გაიხსენოთ ის ისტორიად ქცეული იშვიათი კადრები, რომლებიც აღარასდროს განმეორდება.
ე.წ. ოქსფორდის სტილის შარვალი, 1920 წელი
ასეთი ფართო შარვლის ტარება ოქსფორდისა და კემბრიჯის სტუდენტებმა იმის გამო დაიწყეს რომ ლექციებზე ბრიჯებით მისვლა აკრძალული იყო. მოგვიანებით ეს მოდა მთელს მსოფლიოში გავრცელდა.
ინგლისური ხომალდის "Queen Elizabeth"-ის გემის კატა, გალიპოლი, 1915 წელი
კატა გემის ერთგვარ თილისმად იქცა, მან ხომალდს მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა, ვინაიდან "Queen Elizabeth"-მა ორი მსოფლიო ომი გამოიარა, მონაწილეობა არაერთ საზღვაო ბრძოლაში მიიღო და უვნებელიც გადარჩა
პიანინო მწოლიარე პაციენტებისთვის, დიდი ბრიტანეთი, 1935 წელი
ასეთი ინსტრუმენტი მართლაც რომ საოცარი გამოგონება იყო იმ დროისთვის, რადგან დადებითი ემოციები ხომ როგორც წესი, გამოჯანმრთელების პროცესს აჩქარებს
ლონდონი, 1954 წელი
დიზაინერი ბენჯამინ ბოუდენი თავისი ველოსიპედის "Spacelander"-ის პროტოტიპით, 1946 წელი
ველოსიპედს ჰქონდა ფუტურისტული დიზაინი და აღჭურვილი იყო ძრავით, რომელიც მრბოლელებს ციცაბო ფერდობებზე ასვლის საშუალებას უპრობლემოდ აძლევდა
სპეციალური დაკვეთით დამზადებული ავტომობილი რეკლამას უკეთებს "Black Cat"-ის სიგარეტებს, ინგლისი, დაახლოებით 1915 წელი
"Black Cat" - ი გახლდათ სიგარეტის ბრენდი, რომელიც მთელს მსოფლიოში 1993 წლამდე იყიდებოდა და მას ეს სახელი ნამდვილი, შავი შინაური კატის საპატივსაცემოდ ეწოდა. უორდორის ქუჩაზე დონ ხოსეს მაღაზიის ვიტრინაში საათობით მძინარე კატის ხილვა მე-20 საუკუნის დასაწყისამდე იყო შესაძლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ ამ შინაური ცხოველის ხილვა გამვლელებისთვის ერთგვარ ტრადიციადაც კი იქცა, მაღაზიას "შავი კატის მაღაზია" ამიტომაც შეერქვა. დონ ხოსემ გადაწყვიტა კატის კომპანიის იმიჯის ნაწილად გამოყენება, და 1886 წელს ის გახდა "Carreras"-ის მიერ დარეგისტრირებული პირველი სავაჭრო ნიშანი.
ღამის კაფე, ლონდონი, 1952 წელი
აბა, როგორ იქნებოდა ბრიტანეთზე საუბრისას გვერდი ლონდონის სიმბოლოსთვის - წითელი სატელეფონო ჯიხურებისთვის აგვევლო? მათი წითლად შეღებვა 1924 წელს დაიწყეს. წითელი ფერი კი იმიტომ იქნა შეირჩეული რომ ტელეფონის ჯიხურები ადვილად შესამჩნევი ყოფილიყო.
მერძევე ლონდონის თოვლიან ქუჩაზე რძეს თხილამურებით არიგებს, 1962 წლის 31 დეკემბერი
როგორც ცნობილია, 60-იანი წლების დასაწყისში დიდ ბრიტანეთში ძალიან ყინვიანი, თოვლიანი ზამთარი იცოდა, ასეთი სიცივე არც მანამდე და არც შემდეგ ქვეყანაში აღარასდროს დაფიქსირებულა.
"Lipton"- ის მაღაზია გლაზგოში, შოტლანდია, 1936 წელი
ახლა ის მსოფლიოში ცნობილი ჩაის კომპანიაა, თუმცა ყველაფერი ჩვეულებრივი სასურსათო პატარა მაღაზიით დაიწყო. ის თომას ლიპტონის მიერ დიდ ბრიტანეთში 1890 წელს იქნა დარეგისტრირებული.
დედოფალი ელისაბედი ვატერლოოს დროინდელი მონუმენტური ვაზის გვერდით პოზირებისას, ბუკინგემის სასახლე, 1939 წელი
ფოტოზე ელისაბედ II-ის დედა, ელისაბედ ბოუზ-ლიონი გახლავთ, იგივე დედა დედოფალი. აქ ის 39 წლისაა.
პლაჟის ფოტოგრაფი ჰერნ- ბეი, ინგლისი, 1963 წელი
აქლემი, როგორც თავადაც მიხვდით რეალური არ არის
პოლიციელიმა გოჭი სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში წყალდიდობის დროს დახრჩობას გადაარჩინა, 1953 წელი
უჩვეული ველოსიპედი, ლონდონი, 1950-იანი წლები
ბავშვები "ალისა საოცრებათა ქვეყნიდან" ჩაის მირთმევის სცენას განასახიერებენ, ინგლისი, 1930 წელი
ყველაზე პატარა ფეხსაცმლის მაღაზია ლონდონში, 1900 წელი
შესაძლოა, სწორედ ეს მამაკაცი გახლავთ ის ადგილობრივი მეწაღე, რომელიც დაზიანებული ფეხსაცმელების შეკეთებაზე ზრუნავდა
კლასობრივი სტრატიფიკაცია ომამდელ ინგლისში, 1937 წელი
ფოტომ მაშინდელ პრესაში დიდი ხმაური და აჟიოტაჟი გამოიწვია.იმ პერიოდში ბრიტნეთში მას ყოველთვის იყენებდნენ კლასობრივი უთანასწორობის საჩვენებლად, ფოტოს სტატიებში იმიტომ ბეჭდავდნენ რომ "სისხლისმსმელი" არისტოკრატების ბუნებისთვის ხაზი კიდევ ერთხელ გაესვათ
პატარა მრეცხავები, ლონდონი, ინგლისი, 1890-იანი წლები
სილამაზის კონკურსი, ინგლისი, 1967 წელი
მსახიობი რონ სტორმი (მარჯვნივ) საპირფარეშოში, 1970 წლის 6 აგვისტო, დიდი ბრიტანეთი
ის ძირთადად, ქალის როლებს თამაშობდა
საავტომობილო საცობი, პიკადილის მოედანი, ლონდონი, 1910 წელი
როგორც ჩანს, 1910 წელს ლონდონი ძალიან ცოცხალი ადგილი იყო!
|