x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დაპრიგალას... რას არ მოესწრები " - ვისზე საუბრობს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე "ევროპულ საქართველოში" არსებულ განხეთქილებას და გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ პარტიის დატოვების ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და იმ დროს იხსენებს, როდესაც 2016 წელს, ბოკერიამ მიშას პარლამენტში გასული პარტია "აახია":


"2016 წელს, ბოკერიამ მიშას პარლამენტში გასული პარტია რომ აახია, ენმ-ში დეპუტატებიდან ორი კაცი დარჩა-კობა ნაყოფია და რომან გოცირიძე. მერე სხვებიც მობრუნდნენ და ფრაქცია შეიკრა.


2024 წელს გიგა ბოკერია(ცოლით) საკუთარი პარტიიდან გაუშვეს.


ბუმერანგი პოლიტიკაშიც ბუმერანგია.

ქართულ პოლიტიკაში იშვიათია ისეთი გაწონასწორებული და არასკანდალური პერსონა როგორც გიგი წერეთელია. საერთაშორისო კავშირებით თან!

ამ შემადგენლობით პარტიას რომელიმე გაერთიანებაში შესვლის და გადარჩენის შანსი აქვს.


გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა “ევროპული საქართველო”დატოვეს !

კაკო ბობოხიძემ და გიგი წერეთელმა მოაწყვეს ბუნტი????

რას არ მოესწრები ქართულ პოლიტიკაში????????

დაპრიგალას თამარა????"- წერს ელისო კილაძე სოცალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია "ევროპული საქართველო" დატოვეს. ბოკერის თქმით, პარტიაში უთანხმოება პრაიმერიზის ჩატარების წესმა გამოიწვია. მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე დაპირისპირებამ გამოავლინა სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი პარტიის გენერალურ მდივანთან, აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერ გუნდთან.

კერძოდ, ბოკერიას თქმით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ და პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრაიმერიზში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდათ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებსაც, ამ ყველაფერმა კი პარტიაში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია, მათ შორის, დაისვა თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი.


ცნობისთვის, "ევროპული საქართველოდან" წასული პოლიტიკოსები, გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი ახალ პარტიას აფუძნებენ. პარტია "ფედერალისტების" პრეზენტაცია ჩერგოლეიშვილმა გახსნა, რომელმაც აუდიტორიას პარტიის ახალი ლოგო წარუდგინა და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.


ჩერგოლეიშვილმა პარტიის სახელწოდების შერჩევის მიზეზზეც ისაუბრა და განმარტა, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხები სექტემბერში გაეცემა. ასევე, მისივე განცხადებით, პარტიის დამფუძნებელი ყრილობაც სექტემბერში ჩატარდება.






0
574
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
574