მსოფლიოს ყველაზე მდიდარი, უცოლო მამაკაცები...
![მსოფლიოს ყველაზე მდიდარი, უცოლო
მამაკაცები... image](/uploads/article_images/small/156261350733828.jpg)
პლანეტის ზოგიერთი უმდიდრესი ადამიანი, არასდროს ყოფილა ოფიციალურ ქორწინებაში. ჟურნალმა „ფორბსმა“ რეიტინგი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ
1210 მილიარდერიდან 175 "თავისუფალია" და მათგან 127 – მამაკაცია... ხოლო მათი რიცხვი, ვინც არასდროს ყოფილა ოფიციალურად დაქორწინებული, 36–ს შეადგენს...
„ფორბსის“ მთავარი რედაქტორის აზრით, მსოფლიოს ნებისმიერ ქალს აქვს აბსოლუტურად რეალური შანსი, შეხვდეს მილიარდერს, მოხიბლოს ის და მისი ცოლის სტატუსიც მოიპოვოს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ დაუქორწინებელი მილიარდერების ნაწილს, მართალია ბეჭედი არ აქვთ პასპორტში ჩარტყმული, მაგრამ თავის რჩეულებს ისინი უკვე წლებია ხვდებიან...
დაუქორწინებელთა სიაში არიან: დასტინ მოსკოვიცი – ფეისბუქის ერთ–ერთი დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგის თანამოაზრე და სტუდენტობის მეგობარი (2, 7 მილიარდი დოლარი), ალბერტ ტურნ–ი–ტაქსისი – გერმანელი არისტოკრატი, ქარხნების მეპატრონე (2, 2 მილიარდი დოლარი), სკოტ დანკანი – ნავთობის იმპერიის ბიზნესის მფლობელის მემკვიდრე (3, 1 მილიარდი), ედუარდო სავერინი - სწორედ მისი ფულით შექმნა ცუკერბერგმა თავისი
ფესბუქი – (1, 6 მილიარდი დოლარი)... ცნობილი მარადმწვანე უცოლო მილიარდერია რუსი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი მიხეილ პროხოროვი, რომელმაც წლების მანძილზე ოჯახის შექმნა ვერაფრით მოახერხა... პროხოროვის განცხადებით, ის ცოლს მხოლოდ მას შემდეგ მოიყვანს, რაც საოცნებო ქალს შეხვდება...