ქალი და მამაკაცი პოპულარული ისტორიის გმირები, ბრიტანელი კაცი და უკრაინელი დევნილი ქალი ერთმანეთს დაშორდნენ - "სოფია ალკოჰოლს იღებდა და აგრესიული ხდებოდა" 2022, 29 სექტემბერი, 12:59 სოციალურ მედიაში გავრცელებული და პოპულარული ისტორიის გმირები, ბრიტანელი კაცი ტონი გარნეტი და უკრაინელი დევნილი ქალი სოფია კარკადიმი ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "დეილი მეილი" ავრცელებს. უკრაინელი 22 წლის დევნილი ქალი, სოფია ბრიტანულმა ოჯახმა საკუთარ სახლში მიიღო. ქალმა უკრაინა ომის გამო დატოვა და დასავლეთ იორკშირში დევნილად წავიდა. ინგლისელმა წყვილმა ის შეიფარა, თუმცა, ორი კვირის შემდეგ, ტონის მეუღლემ შემთხვევით გაიგო რომ ქმარი მას შეფარებულ უკრაინელ ქალთან ღალატობდა. ამის მერე, ტონი გარნერის ცოლმა სოფია სახლიდან გააგდო. მისი ქმარი კი საცხოვრებლად სოფიასთან გადავიდა. თუმცა, როგორც ირკვევა, ამ დროისათვის, ტონი და სოფია უკვე აღარ ცხოვრობენ ერთად. კაცი აცხადებს, რომ თავიდან მას გოგონა შეუყვარდა, თუმცა, მერე მისი მეორე მხარეც დაინახა, რომელთან შეგუებაც ვერ შეძლო. ბრიტანელის თქმით, სოფია აგრესიული იყო და ალკოჰოლის მიღების შემდეგ არაადეკვატური ხდებოდა. ბრიტანელი კაცი ირწმუნება რომ ერთხელ სოფიამ კედელს რამდენჯერმე დანაც კი დაარტყა. ტონი გარნერის თქმით, ქალმა მას შერიგება სთხოვა, თუმცა, მას სოფიას საქციელთან შეგუება აღარ შეეძლო. 287 შეფასება არ არის
|