x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
პუტინმა მთიანი ყარაბაღის შესახებ განცხადება გააკეთა

Названа тема предстоящих переговоров Путина и Алиева в Баку | Новости  политики | Известия | 18.08.2024


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი სიამოვნებით დაეხმარება სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების მოგვარებას. ასეთი განცხადება პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან მოლაპარაკების დროს გააკეთა.




ორშაბათს, 19 აგვისტოს, პუტინი და ალიევი მოლაპარაკებებს აზერბაიჯანში ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრებზე ორმხრივი და რეგიონული დღის წესრიგი განიხილება და მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები რამდენიმე დოკუმენტს მოაწერენ ხელს.




რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მიზნად ისახავს ყარაბაღში სიტუაციის სრულად დარეგულირებას. პუტინმა დააზუსტა, რომ ბაქოში ვიზიტის შედეგებს სომხეთის ხელისუფლებას აცნობებს.




„რა თქმა უნდა, აზერბაიჯანში ჩემი ვიზიტის შემდეგ, მე დავუკავშირდები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანს და მოვუყვები მას ჩვენი მოლაპარაკებების შედეგებზე.“- აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0