x
მეტი
  • 21.04.2024
  • სტატია:134429
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508505
დიქტატორების სიკვდილი: როგორ მოკვდა 5 ცნობილი ლიდერი?

image1.ბენიტო მუსოლინი(1883-1945)
1945 წლის აპრილში მუსოლინი და მისი დიასახლისი იტალიიდან ესპანეთში ცდილობდნენ გაქცევას, თუმცა ისინი კომუნისტმა პარტიზანებმა შეიპყრეს და დაცხრილეს. მათი გვამები Milan’s Piazzale Loreto-ში გადაიტანეს და ჰაერში ფეხებით ჩამოკიდეს. გამვლელები აფურთხებდნენ და ქვებს ესვროდნენ ამ 2 გვამს.




image2. იოსებ სტალინი (1878-1953)
თვითონ სტალინი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1953 წლის პირველი მარტის ღამეს პოლიტიკოს კოლეგებთან ერთად ვახშმისა და კინოს ყურების შემდეგ, იგი თავის ოთახში შევიდა ცოტა ხნით დასაძინებლად, თუმცა ოთახიდან არასოდეს გამოსულა. მის მცველებს ბრძანება ჰქონდათ მიღებული, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეწუხებინათ სტალინი. მცველები აღელდნენ, როდესაც ნახეს რომ ოთახიდან ამდენი ხანი არ გამოდიოდა მათი ბატონი, თუმცა მისი ბრძანების არშესრულების მცველებს ძალიან ეშინოდათ. დაახლოებით საღამოს 10-11 საათი იქნებოდა, როდესაც სტალინის მოსამსახურემ მოიკრიბა მხნეობა და გაბედა ჯუღაშვილის ოთახის შემოწმება. იგი იატაკზე დავარდნილი და თავისი შარდით გაწუწული იპოვეს, როგორც ჩანდა მან გულის შეტევა მიიღო, თუმცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

image3. სადამ ჰუსეინი (1937-2006)
2005 წლის 30 დეკემბერს ჰუსეინი ბაღდადის “სამართლის ბანაკში” სახრჩობელაზე ჩამოკიდეს. მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები გაიჟონა და იქ ჩანს, რომ ჰუსეინი სიკვდილამდე ლაპარაკობდა, იგი მოუწოდებდა ერაყელებს ა.შ.შ-ს წინააღმდეგ ებრძოლათ.






image4.ადოლფ ჰიტლერი (1889-1945)
როდესაც ჰიტლერმა ბუნკერში შეიტყო ცუდი სიახლეები, მან მომზადება დაიწყო თავის მოკვლისთვის, რათა მტერს ხელში ცოცხალი არ ჩავარდნოდა. მან გაიგო მუსოლინის სიკვდილისა და გვამის შებღალვის შესახებ და ბრძანა, რომ მისი სხეული სიკვდილის შემდეგ დაეწვათ. მან ცოლად მისი დიასახლისი, ევა ბრაუნი მოიყვანა და ბრძანება გასცა მოეტანათ ციანიდის კაპსულები, რომლებიც ჯერ ჯოზეფ გებელსის(მინისტრი) შვილების ძაღლებზე იყო დატესტილი. 30 აპრილს ევა ბრაუნი და ჰიტლერი ბუნკერის ქვედა სართულზე ჩავიდნენ. ბრაუნმა ციანიდის კაპსულები დალია, როდესაც ჰიტლერმა ტყვია პირდაპირ საფეთქელში დაიხალა. ჰიტლერის ბრძანება ლეიტენანტებმა შეასრულეს და ცოლ-ქმრის გვამები დაწვეს. რუსმა ჯარისკაცებმა გვამის ნარჩენები იპოვეს და ეს ნარჩენებიც გაანადგურეს, რათა ჰიტლერისგან, რომელიც მსოფლიოს ძრავდა, არაფერი არ დარჩენილიყო.

image5.მუამარ კადაფი (1942-2011)
ლიბიელმა ხალხმა იგი დაჭერის შემდეგ დაუნდობლად სცემეს. რა მოხდა ამ ცემის შემდეგ ჯერ კიდევ დავის საკითხია. პირველადი წყაროებით ჯვარედინი ცეცხლის დროს კადაფი შემთხვევით მოკვდა, თუმცა 2012 წლის Human Rights Watch-ის ცნობით, ეს არ არის სიმართლე. მობილურით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს კადაფი ტყვეობაში, ნაცემი და თავგატეხილი. ზოგი ამბობს რომ მას თავში ესროლეს. მოკლედ ფაქტი ერთია, იგი მკვდარია და მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი დაუდგენელია.

7
7624
8-ს მოსწონს
ავტორი:დონ ჟუან
დონ ჟუან
7624
  
2015, 11 ივნისი, 1:47
კარგი სტატიაა ოღონდ ჰიტლერი 45ში არ მოკმვდარა 64ში მოკვდა არგენტინაში
2015, 8 ივნისი, 17:37
მესმის სჰენი...რაგაც საკიტხსჰი ერმანეთს ვეთანხმებით და ამით დავასრულოთ ;)
2015, 8 ივნისი, 13:32
კი მართალი ხარ მაგრამ მაშინ მასეთი დრო იყო... ვინმესთვის რამე რო დაეთმო თავს გადაჭამდნენ მაგხელა იმპერიის მართვა ისე ადვილი არ იყო. აი ჰიტლერი კი... შეშლილი გენიოსი იყო. მეც აღარ გავაგრძელებ :) გამიგე იმედია :)
2015, 8 ივნისი, 11:16
მოც და რომელზე ამბობ იოსებ ბესრიონის ძე სტალინზე რომელის კისერზე 10 მილიონამდე ადამიანის სიკვდილიაა?მე ის გენიოსად მიმაჩნია მარტო იმიტო კიარა რო ქართველი იყო...იმიტო რო ის თითქმის ნახევარი მსოფლიოს ტოლ ქვეყანას მართავდა და ალბათ ხალხი რო არ დაეხოცა ვერ შედზლებდა ამას, მაგრამ არავის აქვს უფლება წაგართვას სიცოცხლე უმიზეზოდ და რა თქმა უნდა ის სათანადოდ დაისჯება...და კიდევ იმედია ჰიტლერზე არ იგულისხმე...მის კისერზე 70 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლეა...ის მართლაც დიქტატორი იყო...მას უბრალოდ უნდოდა ტერიტორიის დაბყრობა...და ებრაელების ხოცვა..გავაგრძელო??
2015, 8 ივნისი, 10:06
ის ერთი "დამპალი" (როგორც თქვენ ეძახით რომ არ ყოფილიყო ახლა არც საქართველო და ბევრი ქვეყანაც აღარ იარსებებდა თუმცა... ბევრი გაგონილს ლაპარაკობს რო აიტ ის ცუდია და ასეო თუმცა წანაკითხი არაფერი აქვს :) არცერთს არ ვამართლებ თუმცა ზოგჯერ ამ დამპალ მსოფლიოს დემონი უფრო ჭირდება ვიდრე გმირი :)
2015, 8 ივნისი, 1:12
უუუხ ეს დამპლები ჰააა :დ
2015, 8 ივნისი, 0:57
ახია მათზე
0 1 7