x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რამზან კადიროვის მტკიცებით, ილონ მასკმა მას Tesla Cybertruck-ი აჩუქა(ვიდეო)
image

რამზან კადიროვმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ ილონ მასკმა მას თითქოსდა საჩუქარი გაუგზავნა.


ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თქმით, ამერიკელმა მილიარდერმა გროზნოში ძვირადღირებული მანქანა - Tesla Cybertruck გაგზავნა.


ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც კადიროვი მართავს Tesla Cybertruck-ს და თან აფასებს მის ტექნიკურ მახასიათებლებს.



ასევე ვიდეოდან ირკვევა, რომ ~ავტომობილის სახურავზე უკვე დამონტაჟებულია ტყვიამფრქვევი.


კადიროვის თქმით, მანქანა კომფორტულია, ის სპეცოპერაციის(ასე უწოდებენ რუსები უკრაინაში წამოწყებულ ომს) ზონაში გაიგზავნება და „ბიჭები ბედნიერები იქნებიან“.



”ასეთი შესანიშნავი მახასიათებლებიდან გამომდინარე, კიბერსატვირთო მანქანა მალე გაიგზავნება საომარ ზონაში, სადაც მასზე მოთხოვნა იქნება შესაბამის პირობებში”, - ამბობს რამზან კადიროვი.


"მას ტყუილად არ ეძახიან კიბერმხეცს, ” - დასძინა მან. ”დარწმუნებული ვარ, ეს მხეცი ჩვენს ჯარს დიდ სარგებელს მოუტანს.


ასევე ჩეჩნეთის ლიდერმა ამერიკელი მილიარდერი რუსეთში დაპატიჟა.



კადიროვი, რომელიც აშშ-ს სანქციების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც მისი მხრიდან ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვან დარღვევას ჰქონდა ადგილი და რომელიც ამბობს, რომ - Tesla Cybertruc-ი თავად მასკისგან მიიღო, არცერთი ღია წყაროსგან დადასტურებული არ არის.



ჯერჯერობით არც - Tesla ს გაუკეთებია კომენტარი ამასთან დაკავშირებით.


როგორც ჩაიგდო ხელში ეს ავტომობილი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა ჯერჯერობით უცნობია.

0
156
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0