x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ივანიშვილს დევნილთა მინისტრობის კანდიდატის შეცვლას სთხოვენ.

imageარასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილს სთხოვენ მეტი სიფრთხილით მოეკიდოს მინისტრობის კანდიდატებად დასახელებულ პიროვნებებს.საუბარია დავით დარახველიძეზე, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კანდიდატად წარადგინა ივანიშვილმა.იგი "ქართული ოცნების" სახელით ამბროლაურში იყრიდა კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთან ბრძოლაში დამარცხდა. მაინც რას ერჩიან არასამთავრობო ორგანიზაციები დავით დარახველიძეს? საქმე ეხება მის ქსენოფობიურ გამონათქვამებს, რომლებმაც წინასაარჩევნოდ გაიჟღერა.ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს:"თბილისში ნებისმიერი ზანგი მოქალაქეა, ვინც შეგხვდებათ, ინდოელი და ჩინელი და სულ ყველა“; იგი ასევე დასძენს: „ქართველებისთვის უნდა იყოს საქართველო“.17 ოქტომბერს ტელეკომპანია "მაესტროში" გამოსვლის დროს დარახველიძემ ბოდიში მოიხადა:"შეცდომა დავუშვი, წამომცდა", თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა არასამთავრობო სექტორისთვის:„არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე, როგორც აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. აღნიშნული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულებებს და ევროინტეგრაციის კურსს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს“, –ნათქვამია განცხადებაში.განცხადებას ხელს აწერს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია.

1
54
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
54
  
2012, 20 ოქტომბერი, 14:27
+1
0 1 1